ზედამხედველობის ასაკობრივი თავისებურებანი. 1 წლამდე ასაკში.
ყურადღება და ფხიზელი თვალი ყოველთვის და ყველგან საჭიროა, მაგრამ სხვადასხვა ასაკის ბავშვები, მათი ფიზიკური შესაძლებლობებისა და გონებრივი ინტერესების ცვლილების შესაბამისად განსხვავებულ საშიშროების წინაშე დგანან.
არ ენდოთ ბავშვის კეთილგონიერებას და დამჯერ ხასიათს. ახალი უნარის პირველივე გამოვლენა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.
თუ ჩვილი ჯერ არ გადაბრუნებულა, არ დამჯდარა, არ გაცოცებულა ან პირში არაფერი არ ჩაუდია არ ნიშნავს რომ არ შეიძლება მან ეს უნარი ახლა გამოავლინოს და თავი საფრთხეში ჩაიგდოს. ჩვილობის ასაკში აუცილებელია ბავშვი მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იყოს, საცხოვრებელი გარემო უსაფრთხო იყოს; ოთახში არ უნდა იყოს გადმოსავარდნი საგნები. ცხელი სითხეები, მედიკამენტები და საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები ბავშვისათვის მიუწვდენელ ადგილზე უნდა ინახებოდეს.
ბავშვი არ უნდა დატოვოთ ისეთ ზედაპირზე საიდანაც შესაძლებელია გადმოვარდნა. სამ წლამდე ასაკის ბავშვი მიდრეკილია ყველა ახალი ნივთი პირში ჩადებით “გამოიკვლიოს” რის გამოც ამ ასაკში არსებობს მცირე ზომის საგნების, სათამაშოებისა და სათამაშოების დეტალების სასუნთქ გზებში გადაცდენის საფრთხე. გარდა მცირე ზომის საგნებისა ბავშვები ასევე უნდა მოარიდოთ ცელოფნის პარკებს რომლებიც შეიძლება თავზე ჩამოიცვან. ავტომობილში ბავშვი უკანა სავარძელზე უნდა იჯდეს უფროსის კალთაში ან წინა სავარძელზე სპეციალურ უკან მაყურებელ საბავშვო სავარძელში ღვედებით დამაგრებული.
1 დან 3 წლამდე ასაკის ბავშვის ზედამხედველობის ასაკობრივი თავისებურებანი.
ყურადღება და ფხიზელი თვალი ყოველთვის და ყველგან საჭიროა, მაგრამ სხვადასხვა ასაკის ბავშვები, მათი ფიზიკური შესაძლებლობებისა და გონებრივი ინტერესების ცვლილების შესაბამისად განსხვავებულ საშიშროების წინაშე დგანან.
არ ენდოთ ბავშვის კეთილგონიერებას და დამჯერ ხასიათს. ახალი უნარის პირველივე გამოვლენა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.
თუ ბავშვი ჯერ არ წასულა უნებართვოდ, არ უპოვნია ბებიის წამლები, არ გადაუყირავებია ცხელი ჩაიდანი, არ შეუყვია შტეფსელში მავთული, არ გაუღია ფანჯარა ან კარი და ა. შ. ეს არ ნიშნავს რომ არ შეიძლება მან ეს უნარი ახლა გამოავლინოს და თავი საფრთხეში ჩაიგდოს. უმცროს ასაკში აუცილებელია ბავშვი მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იყოს, საცხოვრებელი გარემო უსაფრთხო უნდა იყოს; ოთახში არ იყოს გადმოსავარდნი საგნები. ცხელი სითხეები, მედიკამენტები და საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები ბავშვისათვის მიუწვდენელ ადგილზე უნდა ინახებოდეს. ბავშვი არ უნდა დატოვოთ ისეთ ზედაპირზე საიდანაც შესაძლებელია გადმოვარდეს. თვალი არ უნდა მოაცილოთ წყალსატევთან თამაშისას, თუნდაც აბაზანაში ბანაობისას. სამ წლამდე ასაკის ბავშვი მიდრეკილია ყველა ახალი ნივთი პირში ჩადებით “გამოიკვლიოს” რის გამოც ამ ასაკში არსებობს მცირე ზომის საგნების, სათამაშოებისა და სათამაშოების დეტალების სასუნთქ გზებში გადაცდენის საფრთხე. გარდა მცირე ზომის საგნებისა ბავშვები ასევე უნდა მოარიდოთ ცელოფნის პარკებს რომლებიც შეიძლება თავზე ჩამოიცვან. მას შემდეგ რაც ბავშვი სიარულსა და სირბილს ისწავლის განსაკუთრებული ყურადღება გჭირდებათ იმ ადგილებში სადაც ავტომობილები დადიან. ავტომობილში ბავშვი უკანა სავარძელზე უნდა იჯდეს უფროსის თანხლებით, ან წინა სავარძელზე სპეციალურ წინ მაყურებელ საბავშვო სავარძელში ღვედებით დამაგრებული.
ელექტროჩამრთველებში ჩაამაგრეთ სპეციალური დამცავი საშუალებები, რათა ბავშვი ვერ შეეხოს თითებით, ენით ან ღრიჭოში რაიმე წვრილი საგანი არ შეყოს.
3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვის ზედამხედველობის ასაკობრივი თავისებურებანი
ყურადღება და ფხიზელი თვალი ყოველთვის და ყველგან საჭიროა, მაგრამ სხვადასხვა ასაკის ბავშვები, მათი ფიზიკური შესაძლებლობებისა და გონებრივი ინტერესების ცვლილების შესაბამისად განსხვავებული საშიშროების წინაშე დგანან.
არ ენდოთ ბავშვის კეთილგონიერებას და დამჯერ ხასიათს. ახალი უნარის პირველივე გამოვლენა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.
თუ ბავშვი ჯერ არ წასულა უნებართვოდ ფეხით ან ველოსიპადით, არ უპოვნია ბებიის წამლები, არ გადაუყირავებია ცხელი ჩაიდანი, არ შეუყვია შტეფსელში მავთული, არ ასულა კიბეზე, ხეზე ან გარაჟის თავზე, არ შესულა წყალში უნებართვოდ და ა. შ. არ ნიშნავს რომ არ შეიძლება მან ეს ახლა გააკეთოს და თავი საფრთხეში ჩაიგდოს. სკოლამდელ ასაკში ასაკში აუცილებელია ბავშვი მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იყოს, საცხოვრებელი გარემო უსაფრთხო უნდა იყოს; ცხელი სითხეები, მედიკამენტები და საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები ბავშვისათვის მიუწვდენელ ადგილზე უნდა ინახებოდეს. თვალი არ უნდა მოაცილოთ წყალსატევთან თამაშისას. რა მისცეტ საშუალება შეჭამოს უმწიფარი ხილი ან ველურ მცენარეთა ნაყოფები. ფეხით ან ველოსიპედით სეირნობისას განსაკუთრებული ყურადღება გჭირდებათ იმ ადგილებში სადაც ავტომობილები დადიან. ავტომობილში ბავშვი უკანა სავარძელზე უნდა იჯდეს. ასწავლეთ ბავშვს არ გაჰყვეს უცნობ ადამიანს და დაკარგვის შემთხვევაში დარჩეს იმ ადგილზე, სადაც დაიკარგა.
უსაფრთხოება. უსაფრთხო გარემო. ზედამხედველობა.
უმცროსი ასაკის ბავშვთა აღზრდაში განსაკუთრებით აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა. უმეთვალყუროდ დატოვებული ბავშვი შეიძლება უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდეს.
უბედური შემთხვევა - ამ ტერმინით აღნიშნავენ სახიფათო, მოულოდნელ ქმედებას, რომლის შედეგად ადამიანი სიცოცხლისათვის საშიშ დაზიანებებს ღებულობს. უბედური შემთხვევებია: მოწამვლა, დამწვრობა, დენის დარტყმა, დახრჩობა, ავტოავარია, სიმაღლიდან ჩამოვარდნა და სხვ.
შეხედეთ გარემოს ბავშვის თვალით, მისი ინტერესის საგანი შეიძლება ჯანმრთელობისათვის საზიანო იყოს!!
ფხიზელი გონებით
ხშირია ბავშვთა მიერ უმეთვალყურეოდ დატოვებული მედიკამენტების მიღების (მათ შორის ჯგუფურად მიღების შემთხვევები). ყველა წამალი დიდი დოზით (თუნდაც რამოდენიმე ტაბლეტი) მიღების შემთხვევაში მომწამვლელია, ზოგიერთი კი სასიკვდილოა.
სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატები არ უნდა ინახებოდეს ბავშვისათვის მისაწვდომ ადგილზე
ხშირად ძლიერმოქმედი საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები ლიმონათის ბოთლებში იყიდება. ზოგჯერ ასეთ ნივთიერებებს ჩვეულებრივ ჭიქებში ნახულობენ ბავშვები.
კალიუმის პერმანგანატი შემთხვევით მიღებისას იმდენად მომწამვლავია, რომ ის აღარ ითვლება მედიკამენტად. გადააგდეთ კალიუმის პერმანგანატი და მის ნაცვლად ბანაობისას ბავშვის კანის დასაცავად გამოიყენეთ “ორკბილას” (ჩერედას) დოლბანდში გაფილტრული ნახარში.
სოკოთი მოწამვლის შემთხვევაში ხშირად სასიკვდილო დოზას ღებულობს ბავშვი, უფროსებს კი გადარჩენის მეტი შანსი აქვთ. იგივე ეხება ბოტულიზმის ტოქსინით მოწამვლასაც, რომელიც კონსერვებისა და შებოლილი თევზის შეჭმის შედეგად ვითარდება. სოკოსა და კონსერვების უმცირესი რაოდენობით მიღებაც შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს!
ბავშვთა დამწვრობების უმეტასობა ხდება ცხელი წყლისა თუ საჭმლის გადმოღვრის ან ცხელწყლიანი ჭურჭელის ბავშვისათვის მისაწვდომ ადგილას (იატაკზე, სკამზე, მაგიდაზე) დატოვების შედეგად.
უჰაეროდ ადამიანის ტვინი სამ წუთში კვდება. ხანგრძლივი სწავლის გარეშე ადამიანი ვერ ცურავს.
მუხლამდე წყალში ან თუნდაც წყლის პირას მოთამაშე ბავშვისათვის წუთით თვალის მოცილება შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.
ბავშვთა ტრავმატიზმის უხშირესი ადგილებია: საწოლები, ფანჯრები, აივნები, სკამები, კარებები, მოზრდილ ასაკში კი ხეები, ავტოფარეხის სახურავები. . .
ავტომობილის წინა სავარძელზე მარტო ან უფროსის კალთაში ჯდომისას მსუბუქი ავარიისა ან თუნდაც ორმოზე გადავლისას ბავშვმა შეიძლება ტვინის (ან სხვა ორგანოს) ურთულესი დაზიანებები მიიღოს.
ბავშვს აინტერესებს წიგნის თაროები, ველოსიპედის ჯაჭვები, რკინის კარების საკეტები, ლენცოფები და ძაღლყურძენები, ქოთნები, ძაღლები, ქვები, მაცივრები, ლობიოს მარცვლები, ცელოფნის პარკები, სამფეხა სკამები, ჰამაკები, უთოები, ასანთები, ნემსები, ქოლგები, დანები, ზამბარიანი საწოლები, უმწიფარი ხილი, ფანჯრები, კიბეები, აივნისა და კიბის მოაჯირები, სტუმრად ყოფნისას მასპინძლის წამლები და ა. შ.
ხიფათი ყველგანაა. გახსოვდეთ, შეხედეთ ყოველ ახალ გარემოს ბავშვის თვალით და ფხიზელი გონებით.!