ქალებს ორსულობისა და მშობიარობის გამო ეძლევათ შვებულება მშობიარობამდე 70 და მშობიარობის შემდეგ 56 კალენდარული დღის ხანგრძლივობით ხელფასის ანაზღაურებით.
ბავშვის 1,5 წლის ასაკამდე გარდა საერთო შესვენებისა დედებს ეკუთვნით დამატებითი შესვენება ბავშვის კვებისათვის ყოველ 3 საათში 30 წთ-ის ოდენობით.
ბავშვის 1,5 წლის ასაკამდე დედას მოთხოვნის საფუძველზე შეუძლია მიიღოს ნაწილობრივ ანაზღაურებული შვებულება.
ბავშვის 1,5 წლისასაკამდე ნაწილობრივ ანაზღაურებადი და ბავშვის 3 წლამდე უხელფასო შვებულება შეიძლება აიღოს ბავშვის მამამ, ბებიამ ან ბაბუამ.
შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭებათ 3 წლამდე ასაკის ბავშვთა დედებს.
ორსული ქალები, მეძუძური დედები და ქალები რომელთაც ჰყავთ 1 წლამდე ასაკის ბავშვები არ შეიძლება მუშაობდნენ ღამე.
ადმინისტრაცია მოვალეა დაუწესოს ორსულ ქალებს და ქალებს რომელთაც ჰყავთ 12 წლამდე ასაკის ბავშვები არასრული სამუშაო დღე ან არასრული სამუშაო კვირა მათი მოთხოვნის საფუძველზე. ამ შემთხვევაში შრომის ანაზღაურება მოხდება ნამუშევარი დროის ან გამომუშავების მიხედვით.
ორსული ქალები, მეძუძური დედები და ქალები რომელთაც ჰყავთ 1 წლამდე ასაკის ბავშვები არ დაიშვებიან ზეგანაკვეთურ მუშაობაზე.
ორსულობისა და მშობიარობის დროს აღებული შვებულების გარდა ქალებს ეკუთვნით ყოველწლიური შვებულება. არანაკლებ 24 სამუშაო დღის ხანგრძლივობით. ეს შვებულება შეიძლება იქნეს მოთხოვნილი 11 თვის უწყვეტი მუშაობის ვადის გასვლამდე.
ორსული ქალები, მეძუძური დედები და ქალები რომელთაც ჰყავთ 1,5 წლამდე ასაკის ბავშვები უნდა იქნან გადაყვანილი უფრო მსუბუქ სამუშაოზე ხელფასის შენარჩუნებით.