Main PageSite MapContact


  სპორტული თამაში

 

დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებისათვის სპორტული თამაშებს. ამ თამაშების დროს იზრდება ბავშვის თავისუფალი მოძრაობითი აქტიურობა, იწრთობა სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემები, ასევე ბავშვი ინარჩუნებს მშვიდ ფსიქიკურ მდგომარეობას. Aარსებობს მაღალი დატვირთულობის და დაბალი დატვირთულობის მოძრავი თამაშობები, რომლებიც დაეხმარება ბავშვს ფიზიკურ განვითარებაში:

მაღალი დატვირთულობის თამაშობები: “არ აჩქარდე”, “სიარული კეგლებს შორის”, “მზე და წვიმა”, “ბურთის სროლა”...

Dდაბალი დატვირთულობის თამაშობები: “სად დარეკეს”, “მატარებლობანა”, “კურდღელი პირს იბანს”...

შემოგთავაზებთ იმ ვარჯიშებს, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ ბავშვის ფიზიკური აქტივობის გასავითარებლად:

I მოსამზადებელი ვარჯიშები

1.         ტაში;

2.         ფეხების დაბაკუნება;

3.         თავის მოძრაობა: წინ-უკან, მარჯვნივ-მარცხნივ;

4.         ტაშის, ფეხების ბაკუნის და თავის წინ-უკან მოძრაობის ერთდროულად შესრულება – “იგიჟმაჟეთ”;

5.         სახის კუნთებისათვის: ლოყების გამობერვა-დაჩუტვა, ტუჩების მომუჭვა, თვალების დახუჭვა, “მანჭვა”;

6.         ასო-ბგერების (ხმოვანთა) წარმოთქმა.

II ვარჯიშები ტერფისა და ხერხემლისათვის

1.         სიარული ფეხის ცერებზე, ქუსლებზე, ტერფის გარე ნაპირზე – “დათვის ბაჯბაჯი”; სიარული მუხლების მაღლა აწევით – “წერო”; სიარული ფართო ნაბიჯებით, ხელებსა და ტერფებზე დაყრდნობით – “დათუნია”;

2.         ცოცვა (ხელებსა და მუხლებზე დაყრდნობით): წინ, უკან, მარჯვნივ და მარცხნივ ტრიალით;

3.         ზურგზე დაწოლა: ფეხების აწევა და დაშვება, მოხრა და გამართვა, ფეხებითველოსიპედისტარების იმიტაცია, “ხოჭო” – ხელებისა და ფეხების ერთდროული მოძრაობა, ზურგზე და მუცელზე და პირიქით გადაბრუნება – “კოტრიალი”; მუცელზე დაწოლა: თავის, ზედატანის, გამართული მკლავების იატაკიდან დაცილება – “თევზი”, თავის, ზედატანის, გამართული მკლავებისა და ფეხების იატაკიდან ერთდროულად დაცილება – “ნავი”.

   III რბენა წრეზე შეუსვენებლივ 1 წუთამდე;

   IV თვალდახუჭული სიარული  წრეზე წინმკლავით;

   V საცეკვაო ილეთები: “ქართული”, “ცანგალა და გოგონადა სხვა;

   VI აერობიკა:

1.         ვარჯიშები მკლავებისათვის: დოინჯი, განმკლავი, წინმკლავი, ზემკლავი, ხელები თავს უკან, მკერდის წინ, მხრებთან, ზურგს უკან.

2.         ვარჯიშები ფეხებისათვის: ბუქნი, გაქნევა წინ, უკან, განზე, მუხლებზე ჯდომა, მიდგმითი ვარჯიშები გვერდზე.

3.         ვარჯიშები ტანისათვის: ტრიალი, ზურგზე და მუცელზე დაწოლა, მუხლჩოქი...

4.         ხტომები შეუსვენებლივ

VII თავისუფალი მოძრაობები ცხვირსახოცებით, ლენტებით, ბურთებით.

VIII დამამშვიდებელი ვარჯიშები:

1.         მშვიდი სიარული;

2.         თვალებდახუჭული ზურგზე დაწოლა;

3.         ფეხებგადაჯვარედინებული ჯდომა, მტევნები ოდნავ მომუჭული მუხლებზე, თვალების დახუჭვა.

 




უკან დაბრუნება






 
  © 2006 www.bavshvi.ge