Main PageSite MapContact


  თოვლით, ქვიშით, წყლით თამაში

 

3 წლის ასაკიდან უნდა გავუღვივოთ ბავშვს ბუნების მასალების გამოყენების სურვილი. ბუნების მასალების გაცნობა და ერთობლივად გამოყენება გაუღვივებს მას  მათი უკეთ შეცნობის სურვილს. მასთან ერთად სიუჟეტის (მაგალითად, “გამოვაცხოთ ხაჭაპური”, “ვისეირნოთ გემითდა სხვა) გათამაშება შემდგომის ინიციატივის განვითარებისა და სხვადასხვა სათამაშოების გამოყენების პირობას ქმნის.

ამ ასაკში ბავშვმა უნდა შეძლოს რეზინისა და ცელულოიდის სათამაშოების დანიშნულებისამებრ გამოყენება, ყალიბებისა და ვედროს ავსება ქვიშით და დაცლა.

4-6 წლის ასაკში ხდება შემოქმედებითი უნარებისა და ფანტაზიის განვითარება, რასაც ხელს უწყობს ბავშვის აქტიურობისა და ინიციატივის შეუზღუდაობას შესაფერისი მასალის შერჩევისა და ჩანაფიქრის განხორციელებაში (თოვლითა და ქვიშით გვირაბების, გამოქვაბულების, გორაკების აშენება) და სხვადასხვა სათამაშოების გამოყენება წყლით თამაშისათის. ყოველივე ეს ბავშვის დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის განვითარების საწინდარია.

ბავშვმა უნდა შეძლოს ბუნების მასალების ფართოდ გამოყენება, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობის აგება და თამაშში გამოყენება. თქვენ უნდა შეუქმნათ ბუნების მასალებით თამაშისა და სიუჟეტის გაშლის სურვილის გამოვლენის პირობა. მან უნდა მოახერხოს ბუნების მასალებით თამაშის გამრავალფეროვნება: ქვიშისა და თოვლისაგან  ციხე-სიმაგრეების, კოშკების აგება, გარშემო გალავანის, თხრილის შემოვლება, გვირაბების გაყვანა, რაიმე სიუჟეტის გაშლისას (მაგალითადდავიცვათ ციხესიმაგრე”, მოვიგერიოთ შეტევადა სხვა) მათი თამაშში გამოყენება; ყალიბების მეშვეობით ქვიშას, თოვლს მიაღებინოს სასურველი ფორმა; წყლის თამაშისათვის გამოიყენოს შესაფერისი სათამაშოები.

 

 




უკან დაბრუნება






 
  © 2006 www.bavshvi.ge