მოძრავი თამაში
მოტორიკის
განვითარებისათვის
საჭიროა
მარტივი
სიუჟეტური
შინაარსის
მოძრავი
თამაშის
(მოირბინე
ჩემთან
და
სხვ)
ჩატარება,
ხოლო
მასთან
ერთად
მოძრაობითი
კოორდინაციისთვის
მოტორული
ხასიათის
სათამაშოების
გამოყენება.
ასეთი
თამაშები
შეჯიბრის
ელემენტების
შემცველია
და
დადებით
ემოციებს
იწვევს
ბავშვთან,
გარდა
ამისა,
განუვითარებს
სიმარდესა
და
სიმარჯვეს.
თქვენ
ამ
დროს
უნდა
შეძლოთ
დაუკმაყოფილოთ
აქტივობის
მოთხოვნილება
და
შეუქმნათ
მხიარული,
ხალისიანი
გუნება-განწყობილება.
თამაშების
ელემენტარული
წესების
განვითარება
(სიგნალის
აღქმა
და
მასზე
დროულად
რეაგირება)
ბავშვს
განუვითარებს
სივრცეში
ორიენტაციის,
მიმართულების
დროულად
შეცვლისა
და
შეჩერების
უნარს.
3–4 წლის ასაკის
ბავშვმა
უნდა
ისწავლოს
მოტორული
შინაარსის
სათამაშოების
(სადავე,
პედალებიანი
მანქანა
და
სხვ.
) სწორად
გამოყენება.
4-5 წლის ასაკის
ბავშვმა
უნდა
შეძლოს
თამაშის
შესატყვისად
საკუთარი
მოძრაობების
და
მოქმედებების
მართვა.
ამ
დროს
ვითარდება
მოძრაობის
ტემპის,
ხასიათისა
და
მიმართულების
შეცვლის
უნარი,
ასევე
ნიშნის
სწრაფად
აღქმის,
გააზრებისა
და
მასზე
რეაგირების
უნარიც.
მოძრავი
თამაში
(“დაიჭირე
კოღო”,
“ბეღურები
და
კატა”
“რამდენად
შორს
გადააგდებ
ბურთს”
და
სხვა)
ავითარებს
მოტორიკას
და
მოძრაობათა
კოორდინაციას,
რაც
ბავშვს
საშუალებას
აძლევს
უფრო
მეტად
მართოს
საკუთარი
მოქმედებები:
მოძრაობის
ტემპი,
გადახტომა,
ახტომა,
შეჩერება
და
სხვ.;
ეს
თამაშები
ასევე
საშუალებას
აძლევს
მას
შეძლოს
ნიშნის
სწრაფად
აღქმა,
თამაშის
წესით
დადგენილი
მოქმედებების
შესრულება,
აგრეთვე
მოძრაობითი
აქტივობის
მოთხოვნილების
დაკმაყოფილება.
მოტორული
ხასიათის
სათამაშოები
(სადავეები,
სახტუნელები,
რგოლები,
ველოსიპედი)
ბავშვს
უფრო
მიზანმიმართულს
ხდის.
თქვენ
ხელი
უნდა
შეუწყოთ
მის
ესთეტიკურსა
და
ზნეობრივი
აღზრდას.
კერძოდ,
მას
უნდა
შეეძლოს
კოხტად,
გამართულად
სიარული,
სირბილი,
მოხდენილად
ხტომა
და
საჭიროების
შემთხვევაში
უნდა
სთხოვოთ
ქცევის
წესების
დაცვა,
დათმობის
უნარისა
და
თავაზიანობის
გამოვლენა,
ჩამოუყალიბოთ
თამაშის
შემდეგ
სათამაშოების
შენახვის
ჩვევა.
5-6 წლის ასაკის
ბავშვთან
ხდება
ძირითადი
მოძრაობების,
მათი
კოორდინაციის,
სივრცეში
ორიენტაციისა
და
ფიზიკური
თვისებების
(სისწრაფე,
სიმარჯვე,
გამბედაობა,
მოხერხებულობა)
შემდგომი
სრულყოფა.
მოძრავი
თამაშების
მუდმივი
გამოყენება
ბავშვს
უყალიბებს
დამოუკიდებლად
ორგანიზების
ჩვევებს.
ამ
დროს
სასურველია
მოძრაობის
სიზუსტესთან
ერთად
ყურადღება
მიაქციოთ
ბავშვის
სივრცეში
ორიენტაციას,
რეაგირების
სისწრაფეს,
თამაშის
წესების
ზუსტად
დაცვას,
გამბედაობისა
და
ასევე
პიროვნული
თვისებების
გამოვლენას
–კეთილსინდისიერებას,
პარტნიორის
პოზიციის
მიღებას,
პატივისცემასა
და
თავშეკავების
უნარს.
ბავშვს
უნდა
შეეძლოს
როგორც
საკუთარი,
ისე
თანატოლის
მიერ
მიღწეული
შედეგის
სწორად
შეფასება.
წამყვანის
როლის
შესრულებისათვის
წინასწარ
შეთანხმება
(მაგალითად,
“ბატებო,
ბატებოს”
გათამაშების
დროს
– ვინ
იქნება
დედა,
ვინ
მგელი)
ბავშვს
საშუალებას
მისცემს
შეაფასოს
როგორც
საკუთარი
თავი,
ისე
პარტნიორის
მოქმედებები
და
შეეჩვიოს
დათმობას.
|