თამაშები
“შეარჩიე ფორმით”
მიზანი:
გარემოცველ
საგანთა
ფორმის
დასახელებაში
ვარჯიში,
ყურადღების
და
სწრაფი
რეაგირების
განვითარება.
მასალა:
გარემომცველ
საგანთა
ფორმის
გამოსახველი
მუყაოს
ან
სხვა
მასალისაგან
დამზადებული
გეომეტრიული
ფიგურები,
სურათებიანი
ფირფიტები
სხვადასხვა
საგნებით.
თამაშის
მსვლელობა:
ბავშვს
აჩვენებთ
ფიგურას
და
დებთ
მას
მაგიდის
შუაში. ბავშვს აქვს
სურათებიანი
ფირფიტები.
მან
უნდა
ამოირჩიოს
ის
საგანი,
სურათზე,
რომელიც
ჰგავს
ნაჩვენებ
ფორმას
და
უდებს
მას
გვერდით.
თქვენ
ასახელებთ
ოთახში
არსებული
რომელიმე
საგნის
ფორმას,
ბავშვმა
უნდა
გამოიცნოს
რომელ
საგანს
აქვს
ეს
ფორმა.
“სად წახვალ,
რას
იპოვი”
მიზანი:
სივრცეში
ორიენტაციის
განმტკიცება,
ყურადღების
და
აზროვნების
განვითარება
მასალა:
სათამაშოები
თამაშის
მსვლელობა:
ოთახის
სხვადასხვა
ადგილზე დამალულია
სხვადასხვა
ნაცნობი
სათამაშოე,
მაგ.
მაგიდის
უკან,
მაგიდის
ქვეშ,
კარადის
წინ
და.
ა.შ. თამაშის
დაწყების
წინ მიმართავთ ბავშვს: მარჯვნივ
წახვალ
დათუნიას
იპოვი,
მარცხნივ
წახვალ
თოჯინას
იპოვი,
წინ
წახვალ
მანქანას
და
ა.შ. ბავშვი
ირჩევს
მიმართულებას
და
ასახელებს
რომელ
მხარეს
წავა
სათამაშოს
მოსაძებნად,
როცა
იპოვის,
უნდა
თქვას
სად
იპოვა
იგი.
“ჩამოაცვი რგოლი”
მიზანი:
სივრცეში
ორიენტაცია
მასალა:
რგოლები
და
დაფა,
რომლის
სხვადასხვა
კუთხეში
დამაგრებულია
საკიდები.
თამაშის
მსვლელობა:
თქვენს
ნიშანზე
_”ჩამოაცვი
რგოლი
ზედა
მარჯვენა
კუთხეში,
ან
ქვედა
მარჯვენა
კუთხეში”
და
ა. შ. ბავშვი
ასრულებს
შესატყვის
მოქმედებას.
“იპოვე დროშა”
მიზანი:
გარემოში
ორიენტაცია
მასალა:
დროშა
თამაშის
მსვლელობა:
ბავშვი
ხუჭავს
თვალებს,
თქვენ
მალავთ
დროშას,
როცა
დროშა
დამალული
იქნებ
ბავშვი
თვალს
გაახელს
და
ეძებს
საგანს,
მს
ეძლევა
მიმართულება
და
ორიენტირი.
მაგ.
“მიდი
სკამამდე,
მოუხვიე
მარჯვნივ,
იპოვე
ბილიკი,
წადი
ჭიშკრამდე,
მოუხვიე
მარცხნივ
და
ეძებე”.
“მიდი ალამთან”
მიზანი:
ორიენტაცია
სივრცეში
მასალა:
ალამი
თამაშის
მსვლელობა:
დაიხატება
კვადრატი,
რომელიც
დაყოფილია
16 პატარა
კვადრატად,
თითოეუი
მხარე
40-50 სმ-ია
(ქაღადზე
უფრო
მცირე
მასშტაბით).
ერთ-ერთ
კვადრატში
მოათავსებთ
ალამს
ან
რაიმე
საგანს.
ბავშვი
სვლას
იწყებს
ყველაზე
ახლოს
მდებარე
პირველი
კვადრატიდან.
თქვენ
კარნახობთ
თამაშის
მსვლელობას.
(გადადი
მარჯვნივ,
ქვემოთ,
ერთი
უჯრის
გამოტოვებით
მარცხნივ
და
ა.შ) თუ ბავშვი
სწორად
ასრულებს
მითითებას
სწრაფად
მივა
ალამთან.
“მოახვედრე
კარში”
მიზანი:
ვარჯიში
რაოდენობით
თვლაში.
მასალა:
სამი
პატარა
ბურთულა,
სამი
კეგლი.
თამაშის
მსვლელობა:
ბავშვს
მისცემთ
პატარა
ბურთულებს.
მისგან
პატარა
მანძილის
დაშორებით
დგამთ
რკალს,
რომლის
უკან
ათავსებთ
3 კეგლს.
ბავშვს
ევალება
3-ჯერ
ესროლოს
ბურთულა
კეგლს.
იგი
უნდა
ეცადოს
ბურთი
მოახვედროს
კარში
და
წააქციოს
კეგლი.
მოგებული
იქნება,
თუ
წააქცევს
სამივე
კეგლს.
“მაჩვენე ციფრი”
მიზანი:
ციფრებზე
ცოდნის
განმტკიცება
მასალა:
ფირფიტები
ციფრებით
თამაშის
მსვლელობა:
რამდენჯერაც
შემოკრავთ
ტაშს,
ბავშვმა,
რომელსაც
წინ
უდევს
ბეჭდური
ციფრები,
უნდა
ამოირჩიოს
ის
ციფრი,
რომელიც
შეესაბამება
ტაშის
რაოდენობას
და
ასწიოს
ზევით.
თამაშში
განსაკუთრებული
გამოცოცხლება
შეაქვს
თქვენს
მიერ
ტაშის
განმეორებით
შემოკვრას,
როდესაც
თქვენ
შეიძლება
ტაში
დაუკრათ
იმდენჯერვე,
რის
მიხედვითაც
მოქმედება
ბავშვმა
უკვე
შეასრულა.
ის
ეძებს
ახალ
ციფრს,
მაშინ,
როცა
იგივე
ციფრია
საჭირო.
“დაასახელე
მეზობელი
ფორმები”
მიზანი:
გეომეტრიულ
ფორმებზე,
სივრცით
მიმართებებზე
- ცოდნის
განმტკიცება.
მასალა:
მუყაოსგან
დამზადებული
გეომეტრიულ
ფორმები
თამაშის
მსვლელობა: მაგიდაზე ერთმანეთის
გვერდით
კიდებთ
ფორმებს
და
ბავშვის
დახმარებით
აზუსტებთ
მის
დასახელებას.
შემდეგ
სთხოვს
ბავშვს
დაასახელოს
სწორკუთხედის
მეზობელი
გეომეტრიული
ფორმა,
შემდეგ
კვადრატის
და
ა.შ. ბავშვი
პასუხობს
შემდეგნაირად
- კვადრატის
მარჯვნივ
დევს
სწორკუთხედი,
ხოლო
მარცხნივ
წრე,
სწორკუთხედის
მარცხნივ
დევს
სამკუთხედი
და
ა.შ.
“დაუკვირდი
რა
დაალაგე”
მიზანი:
გეომეტრიულ
ფორმებზე,
სივრცით
ნიშნებზე
და
ფერებზე
ცოდნის
განმტკიცება
მასალა:
სხვადასხვა
ზომისა
და
ფერისს
გეომეტრიულ
ფორმები
თამაშის
მსვლელობა:
ბავშვს
აძლევთ
სხვადასვა
ფერისა
და
სიდიდის გეომეტრიულ
ფორმებს
ავალებთ
დააჯგუფოს
ფერით
და
სიდიდით
განსხვავებული,
მაგრამ
ერთნაირი
სახის
გეომეტრიულ
ფორმები
(დიდი,
პატარა,
უფრო
პატარა,
მწვანე,
ლურჯი,
წითელი
ფერის
სამკუთხედები
ერთად
დაალაგონ).
ასევე
დალაგდება
სხვა
ფორმებიც.
“გამოიცანი
სად
დევს”
მიზანი:
სივრცეში
ორიენტაციის
განვითარება
მასალა:
გარემოში
არსებული
საგნები
თამაშის
მსვლელობა:
ბავშვს
სთხოვთ
მიმოიხედოს
ოთახში,
დაიმახსოვროს
სად
რა
საგანი
დევს.
შემდეგ
უხვევთ
თვალებს
და
ეკითხებით:
”მიჩვენე
ხელის
შეხებით
ან
გაშვერით
სად
დგას
მაგიდა
სკამი,
სად
არის
ფანჯარა,
სად
არის
სათამაშოების
კუთხე.
“თქვი საწინააღმდეგო”
მიზანი:
ვარჯიში
დროის
აღმნიშვნელი
სიტყვების
სწორად
დასახელებაზე
თამაშის
მსვლელობა:
ბავშვს
სთხოვთ
გითხრათ
თქვენი
სიტყვის
საწინააღმდეგო
მნიშვნელობის
სიტყვა
და
თქვენ
ეუბნებით
დროის
აღმნიშვნელ
რომელიმე
სიტყვას.
მაგ.
დღე.
ბავშვი
პასუხობს
– ღამე.
ანალოგიურად
ტარდება
თამაში
ცნებებზე
– “გუშინ”,
“ხვალ”,
“ჩქარა”,
“ნელა”
და
სხვა.
“თამაში მძივებით”
მიზანი:
ვარჯიში
თვლაში
მასალა:
სხვადასხვა
ფერის
მძივები
თამაშის
მსვლელობა:
ბავშვი
ასხამს
ძაფზე
იმდენ
ფერად
მძივს,
რამდენსაც
ეტყვით.
მაგ:
“აასხით
ერთი
წითელი
და
ერთი
ლურჯი
ფერის
მძივი”.
თქვენ
თვალყურს
ადევნებთ
შესრულების
სისწორეს,
ბავშვი
კი
ხმამაღლა
თვლის
ასხმულ
მძივებს.
ერთნაირი
რაოდენობისა
და
სხვადასხვა
ფერის
მძივებზე
ბავშვს
ადგენინებთ
იგივეობას.
დიდაქტიკური
თამაში
ციფრების
განმტკიცებაზე
სავარჯიშოდ
მიზანი:
გეომეტრიულ
ფიგურებზე
ცოდნის
განმტკიცება
მასალა:
4 სხვადასხვა
ფერის
და
სიდიდის
გეომეტრიული
ფორმები
/წრე,
კვადრატი,
სამკუთხედი,
სწორკუთხედი,
ოვალი/
თამაშის
მსვლელობა:
ბავშვს
აჩვენებთ
ყველა
სახის,
ზომის
და
ფერის
გეომეტრიულ
ფორმებს.
მან
უნდა
დაახასიათოს
თითოეული
ფორმა.
შემდეგ
ბავშვს
სთხოვეთ
მაგიდაზე
დალაგებული
ფორმებიდან
ამოარჩიოს
დიდი
ზომის,
წითელი
ფერის
სამკუთხედი
და
აიღოს
ხელში.
შემდეგ
კი
სთხოვს
ამოარჩიოს
ისეთივე
ფორმა,
მხოლოდ
ამჯერად
ერთი
ნიშნით
უნდა
განსხვავდებოდეს
პირველად
აღებული
ფიგურისაგან
და
ა. შ.
“დავალება”
მიზანი:
გეომეტრიულ
ფიგურებზე
ცოდნის
განმტკიცება,
საგნის
სიდიდის
განსაზღვრა
და
სივრცეში
ორიენტაციის
განვითარება
მასალა:
სხვადასხვა
ფერის
დიდი,
საშუალო
და
პატარა
ზომის
გეომეტრიული
ფორმები.
თამაშის
მსვლელობა:
ოთახის
მარჯვენა,
მარცხენა,
პირდაპირ
და
უკანა
მხარეს
დებთ
დიდი,
საშუალო
და
პატარა
ზომის
ნასწავლ
გეომეტრიულ
ფორმებს.
ბავშვს
ავალებთ:
მარჯვენა
კუთხიდან
მომიტანე
საშუალო
ზომის
წითელი
ფერის
ფორმა
– წრე,
მარცხენა
კუთხიდან დიდი ზომის მწვანე
ფერის
ფორმა
– სწორკუთხედი
და
ა.შ.
დიდაქტიკური
თამაში
–სივრცითი
ცნებების
განმტკიცებაზე
სამუშაოდ
“მოძებნე შესაფერი”
მიზანი:
სივრცით
ნიშნებზე
და
გეომეტრიულ
ფორმებზე
ცოდნის
განმტკიცება
მასალა:
სხვადასხვა
სახის,
ფერის
და
ზომის
გეომეტრიული
ფორმები
თამაშის
მსვლელობა:
სადემონსტრაციო
დაფაზე
დებთ
ფიგურას,
რომელზეც
დაწებებულია,
მაგალითად,
დიდი
წითელი
და
პატარა
მწვანე
ზომის
სამკუთხედი.
იქვე
დადეთ
იგივე
ზომისა
და
ფერის
სამკუთხედები.
ბავშვს
დაავალეთ
მოძებნოს
და
დადოს
ფირფიტაზე
გამოსახული
ფორმის
მსგავსი
ზომის
და
ფერის
ფორმა.
იგივე
მოქმედება
მეორდება
სხვადასხვა
ფორმებზე
მუშაობისას.
“დაალაგე თანმიმდევრობით”
მიზანი:
სივრცით
ნიშნებზე
ცოდნის
განმტკიცება
მასალა:
ფირფიტები,
რომელზეც
დამაგრებულია
ძაფები.
თამაშის
მსვლელობა:
ბავშვს
აძლევთ
ფირფიტებს,
რომელზეც
დამაგრებულია
გრძელი,
მოკლე,
უფრო
გრძელი,
უფრო
მოკლე
ძაფები.
ბავშვმა
უნდა
დაალაგოს
ფირფიტები
თანმიმდევრობით.
დიდაქტიკური
თამაში
დროში
ორიენტაციაზე
ცოდნის
განმტკიცებისათვის
“მიჩვენეთ”
მიზანი:
დროში
ორიენტაციაზე
ცოდნის
განმტკიცება
მასალა:
დღის
ნაწილების
ამსახველი
სხვადასხვა
ფერის
ფირფიტები.
თამაშის
მსვლელობა:
ბავშვს
აჩვენებთ
ოთხ
ფირფიტას,
რომელზეც
დილა,
საღამო,
შუადღე
და
ღამე
გამოსახულია
შემდეგი
სახით:
დილა
– ფირფიტა ვარდისფერია,
შუადღე
– მოცისფროა,
საღამო
– ნაცრისფერია,
ღამე
– შავი
ფერისაა.
ბავშვს
უნდა
აუხსნათ
თითოეული
ფირფიტის
დანიშნულება,
თუ
როგორ
შეესაბამებიან
ეს
ფირფიტები
დღე-ღამის
ფერებს.
შემდეგ
მისცემთ
ფირფიტებს
მას
და
ამბობთ:
ხელში
ასწიე
ის
ფირფიტა,
სადაც
ღამეა
გამოსახული,
სადაც
შუადღეა
გამოსახული
და
ა. შ.
ამით
ბავშვს
უფრო
უმტკიცდება
ცოდნა
დღის
ნაწილების
შესახებ.
|