Main PageSite MapContact


  5-დან 6 წლამდე ასაკი

 

 

***

 

პროგრამა: თვლა სამის ფარგლებში.

ერთგვაროვან საგანთა გადათვლა და ჯამის დასახელება

2. საგნების დაჯგუფება (კლასიფიკაცია) ერთი ნიშნის მიხედვით.

3. სივრცეში ლოკალიზაცია (სივრცითი მიმართებების დამყარება) მარცხენა, მარჯვენა.

მასალა: კენჭები, გირჩები, სხვადასხვა სიდიდის წრეები, ჯამი საგნების ჩასაყრელად, თვითმფრინავის სურათი.

ჩატარების მეთოდიკა: 1. მაგიდაზე აჩვენებთ ბავშვს სამის ფარგალში გირჩების გადათვლას და რაიმე ჭურჭელში (ჯამში) მათ ჩაყრას, იმისათვის რომ ბავშვის თვალწინ მოხდეს რაოდენობის შეჯამება. შემდეგ ბავშვს შეასრულებინებთ იგივე მოქმედებას სხვადასხვა საგნების გამოყენებით.

2. ბავშვი თქვენი შეთავაზებით ამოიღებს კოლოფიდან წრეებს და დააჯგუფებს სიდიდის მიხედვით (დიდი, პატარა, უფრო პატარა). თქვენს შეკითხვებზე ბავშვმა უნდა უპასუხოს, თუ როგორ დააჯგუფა საგნები.

3. მაგიდაზე დაუდებთ სურათს თვითმფრინავების გამოსახულებით და ბავშვმა უნდა გიპასუხოთ რომელ მხარეს  და რა მიმართულებით მიფრინავს თითოეული თვითმფრინავი.

 

 

 

 

***

 

პროგრამა: გამოკლება სამის ფარგლებში საგნების გამოყენებით. სიტყვების -  გამოვაკლოთ, უდრის განმტკიცება.

2. ვარჯიში სივრცით მიმართებებშიშორს, ახლოს.

3. გეომეტრიის პროპედევტიკაფიგურებზე წრე, სამკუთხედიცოდნის განმტკიცება.

მასალა: წრე, სამკუთხედი, ნიმუშისათვის დიდი ზომის ასეთივე ფიგურები; წერტილებიანი ბარათები.

ჩატარების მეთოდიკა: ბავშვს მისცემთ ორ ცალ წერტილებიან ბარათს (ერთ ბარათზე სამი წერტილია, მეორეზე ერთი ან ორი). ბავშვმა უნდა დაითვალოს და აღნიშნოს რამდენი წერტილია ორივე ბარათზე ერთად, შემდეგ კი ორი ბარათიდან ერთ-ერთი უნდა მოაკლოს და დარჩენილ ბარათზე დაითვალოს წერტილების რაოდენობა და დაასახელოს რამდენი დარჩა. . 3- გამოვაკლოთ 1 უდრის 2, ან 3- გამოვაკლოთ 2 უდრის 1-.

 

 

 

***

 

პროგრამა: თვლა ოთხის ფარგლებში, შეძლონ უძრავი საგნების გადათვლა.

ჩატარების მეთოდიკა: ბავშვს სთავაზობთ დააკვირდეს თავის ოთახს და დაითვალოს რამდენი ფანჯარაა, რამდენი კედელი, რამდენი კარია ოთახში და შეადაროს მათი რაოდენობა.

 

 

 

***

 

პროგრამა: 1. რიგობითი თვლის გაცნობა ოთხის ფარგლებში.

2. საგნების სქემატიზაციაიპოვოს სქემის ანალოგიური დახატული და რეალური საგანი

მასალა: სხვადასხვა სათამაშოები (თოჯინები და ავტომობილები). ნახატი სქემები და მისი ანალოგიური რეალური სურათი.

ჩატარების მეთოდიკა: 1. მაგიდაზე დაულაგებთ სხვადასხვა სათამაშოებს, დაუთვლით და აღნიშნავთ საგანთა რაოდენობას, მიანიშნებთ, რომ მაგიდაზე სულ 4 სხვადასხვა სათამაშო დევს. თითოეულ მათგანს თავისი ადგილი უკავია. თოჯინა პირველ ადგილზეა, ავტომობილი მეორეზე, კურდღელი მესამეზე და . . ამეორებინებთ ამას ბავშვს და შემდეგ მან უნდა დახუჭოს თვალები და ერთ-ერთი სათამაშო უნდა დაუმალოთ. თვალების გახელის შემდეგ ბავშვი უნდა მიხვდეს რიგით მერამდენე სათამაშო დააკლდა სათამაშოებს. ასე იმეორებთ რამოდენიმეჯერ.

2. გადიდებულ სურათს, რომელზეც მოცემულია სქემა და რამოდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებული დახატული და რეალური საგანი აჩვენებთ ბავშვს, რომელსაც ევალება სურათის შესატყვისი სქემა მოათავსოს  დახატულ სურათზე.

 

 

 

 

 

***

 

პროგრამა: რიგობითი რიცხვითი სახელის გაცნობა ხუთი ფარგლებში. კითხვაზე მერამდენეა, რომელია? -  პასუხის გაცემა.

2. რაოდენობის შედარება თვალზომით და შემდეგ დაწყვილების გზით. ცნებებისტოლია, ერთნაირია - განმტკიცება.

3. შეძლოს ყველთან მიმავალი გზის პოვნა.

მასალა: თოჯინები, სათამაშო კიბე, ნახატი სხვადასხვანაირი დათუნიებით, ნახატი: თაგუნიებს უნდათ ყველი

ჩატარების მეთოდიკა: მაგიდის შუაში ათავსებთ თოჯინებს. ბავშვმა უნდა დაითვალოს რამდენია და აღნიშნოს ჯამი. შემდეგ იყენებთ კიბეს, რომელიც შეიძლება ააგოთ კუბებისაგან. თოჯინამ გაიარა ერთი, ორი, სამი და . . კიბე. შეკითხვაზე მერამდენე კიბეზეა თოჯინა? ბავშვი პასუხობს მესამეზე, მეოთხეზე. ეხლა მერამდენე კიბეზეა? მეხუთეზე და . .

2. ბავშვს ვანახებთ სურათს, სხვადასხვანაირი დათუნიებით. ბავშვს ევალება მოუძებნოს დათუნიას წყვილი.

3. ბავშვს ეძლევა ლაბირინთი, სადაც გამოსახულია სამი თაგვი, ხოლო მეორე ბოლოში ყველი. ბავშვმა უნდა მოძებნოს რომელ თაგვს შეუძლია ყველის შეჭმა.

 

 

***

 

პროგრამა: შეკრება ექვსის ფარგლებში. სიტყვების უდრის, მეტია, მიუმატოთგანმტკიცება.

2. საგნების შედარება და დახარისხება ერთი ნიშნის მიხედვით.

მასალა: კუთხოვანი და მრგვალი ფიგურები. დაშლილი სურათები, რომელთა აწყობა შეიძლება ერთ საგნად.

ჩატარების მეთოდიკა:  ბავშვს მაგიდაზე არეულად უწყვია ნაწილებად დაჭრილი სურათები. მან უნდა ამოირჩიოს ნაწილები და მათგან ააწყოს გარკვეული სურათი. თავდაპირველად სთხოვეთ ორ ნაწილად დაჭრილი სურათის აწყობა, შემდეგ უფრო მეტი ნაწილების შეერთებაც შეიძლება.

2. კოლოფში მოათავსეთ კუთხოვანი და მრგვალი ფორმის ფიგურები და სთხოვეთ ბავშვს ამოიღოს ყუთიდან და ცალცალკე დააწყოს ჯერ მრგვალი, შემდეგ კუთხოვანი ფიგურები. ყურადღება გაამახვილეთ ტერმინებზემრგვალი”, “კუთხოვანი”.

 

 

***

 

პროგრამა: ათის ფარგლებში თვლა და ხუთის ფარგლებში შეკრება-გამოკლება;

2. ცხრილის შევსება, ფერებითა და ფორმით ოპერირება

მასალა: წვრილი სათვლელი მასალა, წერტილებიანი ბარათები (ფირფიტები ბურთულებით), ცხრილი სხვადასხვა საგნების კონტურული გამოსახულებით და სხვადახვა ფერის სურათები.

მეცადინეობის ჩატარების მეთოდიკა: სთავზობთ ბავშვს გადათვალოს ათი ჩხირი, შემდეგ კი მათ ნაცვლად მოათავსოს მაგიდაზე ამდენივე წერტილიანი ბარათი. თქვენ უსახელებთ რიცხვებს (მაგ. ორი, ერთი), ბავშმა უნდა დადოს ორი ბარათი შესატყვისი რაოდენობის წერტილებით, . . მიუმატოს ერთი, შემდეგ კი შეცვალოს ეს ორი ბარათი ერთი ბარათით, რომელზეც იმდნივე წერტილია, რამდენიც ორივეზე ერთად. ბავშვმა უნდა დაასახელოს  - რა გააკეთა. (ორს მიუმატე ერთი, უდრის სამს). ასე რამდენჯერმე შესრულდება ხუთის ფარგალში და გამოკლებაში სავარჯიშოდ, პირიქით, ორ ბარათს მოაკლებს ერთს და ასახელებს რა დარჩა.

2. ბავშვს მისცემთ  ცხრილს, რომელიც დაყოფილია უჯრებად, ზედა უჯრებში ჩახატულია სხვადასხვა საგნების კონტურები, მარცხენა უჯრები კი სხვადასხვა ფერად არის შეღებილი. მაგიდაზე არის სხვადასხვა ფერის საგნები. ბავშვს ევალება მოათავსოს ნებისიერი საგანი შესაბამის უჯრაში, ისე, რომ გაითვალისწინოს ფერიც და ფორმაც.

 

 

 

***

 

პროგრამა: შედარება, მსგავსება - განსხვავების დანახვა; გომეტრიულ ფიგურებზე ცოდნის განმტკიცება.

მასალა:  ფერადი ფიგურები, სხვადასხვანაირად დაშტრიხული ფიგურები ან საგნები.

მეცადინეობის ჩატარების მეთოდიკა: მაგიდაზე დევს სხვადასხვანაირად დაშტრიხული  ფიგურები (წრეები, ოთხკუთხედები და სხვა). ბავშვმა უნდა აიღოს ნებისმიერი ფორმის ფერადი ფიგურა, ხოლო შემდეგ უნდა მოძებნოს ზუსტად  ასეთივე მეორე ოღონდ დაშტრიხული ფიგურა, პირველის წყვილი და მის გვერდით მოათავსოს, ასე გრძელდება მანამ, სანამ ყველა ფიგურას თავისი წყვილი არ მოეძებნება.

 




უკან დაბრუნება






 
  © 2006 www.bavshvi.ge