4-დან 5 წლამდე ასაკი
***
პროგრამა:
რაოდენობის
შედარება დაწყვილების
გზით,
სიტყვების
მეტი-ნაკლები
გაცნობა.
მასალა:
თოჯინები
და
მათი
ტანსაცმელი
ჩატარების
მეთოდიკა:
შესთავაზებთ
ბავშვს
– გამოუცვალოს
თოჯინას
ტანსაცმელი. წინასწარ მომზადებული
უნდა
გქონდეთ
მეტი
ტანსაცმელი.
ბავშვი
თქვენთან
ერთად
აცმევს
თოჯინას
ტანსაცმელს
და
აღმოჩნდება,
რომ
ტანსაცმელი
მეტია.
თქვენ
ბავშვის
ყურადღებას
მიაპყრობთ
ამ
ფაქტზე
და ასახელებთ,
რომ
ტანსაცმელი
მეტია,
თოჯინები
კი
ნაკლები
***
პროგრამა:
საგნების
სერიაციული
რიგის
აგება
სიდიდის
ზრდის
მიხედვით:
პატარა
- დიდი
მასალა:
ფერადი
პირამიდები
ჩატარების
მეთოდიკა:
ბავშვს
სთავაზობთ
ააგოს
პირამიდა,
ისე
რომ
დაიცვას
თანმიმდევრობა
სიდიდის
ზრდის
მიხედვით
***
პროგრამა:
სიტყვების
– დიდი
– პატარა
სწორი
გამოყენება
მასალა:
თოჯინა
და
ტანსაცმელი
ჩატარების
მეთოდიკა:
წინასწარ
მოამზადებთ
ზომით
პატარა
და
დიდ
ტანსაცმელს
და
ბავშვს
დაავალებთ
ჩააცვას
თოჯინას.
ჩაცმის
დროს
აღმოჩნდება,
რომ
ზოგი
ტანსაცმელი
დიდია,
ზოგი
კი
პატარა
და
თოჯინას
არ
ერგება
არც
ერთი,
რაზეც
ყურადღება
უნდა
გაამახვილოთ.
ბავშვი
ამის
შემდეგ
თქვენთან
ერთად
მოძებნის
კარადაში
თოჯინის
შესაფერისი
ზომის
ტანსაცმელს
და
ჩააცმევს.
***
პროგრამა:
რაოდენობის
შედარება
თვალზომით
და
შემდეგ
დაწყვილების
გზით.
სიტყვების
ბევრი,
ცოტა
მეტი
იმდენი
– რამდენიც,
იმდენივე,
ტოლი
– გაცნობა.
მასალა:
თოჯინები,
სათამაშო
ლამბაქები,
ფინჯნები,
კოვზები.
ჩატარების
მეთოდიკა:
მაგიდაზე
მოათავსებთ
რამოდენიმე
თოჯინას
და
ბავშვს
აუწყებთ,
რომ
თოჯინა
ანის
დღეს
დაბადების
დღე
აქვს,
ამხანაგები
ესტუმრნენ
– მოდი
გავუმასპინძლდეთ
სალომეს
ამხანაგებს.
დაურიგე
იმდენივე
თეფში
(თვლის
გარეშე),
რამდენი
თოჯინაც
გვესტუმრა,
ეხლა
მივართვათ
იმდენივე
ფინჯანი
და
კოვზი,
რამდენი
ლამბაქიც
დევს,
კითხვაზე
რამდენი
ლამბაქი
დადე?
ბავშვმა
უნდა
დაადგინოს
თანაბრობა
ორ
რაოდენობას
შორის.
(იმდენი,
რამდენიც)
***
პროგრამა:
ფიგურებზე
– წრე,
სამკუთხედი,
ოთხკუთხედი
ცოდნის
განმტკიცება;
მასალა:
სათამაშო
დათუნია,
კურდღელი,
მელაკუდა,
სატანვარჯიშო
რკალი
და
ჯოხები.
ჩატარების
მეთოდიკა:
ბავშვს
უნდა
გაესაუბროთ
ზოოპარკის
შესახებ,
ყოფილა
თუ
არა
და
რა
უნახავს
იქ.
ბავშვი
გიყვებათ
თავის
შთაბეჭდილებების
შესახებ.
შემდეგ
გამოაჩინეთ
სათამაშო
დათუნია,
მელაკუდა
და
კურდღელი
და
ჰკითხეთ
ბავშვს,
იცის
თუ
არა
რა
ცხოველებია
და
სად
ცხოვრობენ
ისინი
და
თუ
უნახავს
ზოოპარკში.
ბავშვის
პასუხების
შემდეგ
მოუყევით
ამბავი,
რომ
ზოოპარკიდან
გაპარულან
ისინი
და
უნდათ,
რომ
უკან
დაბრუნდნენ
თავის
გალიებში,
მაგრამ
ვერ
პოულობენ;
მოდი
დავეხმაროთ
და
ვაპოვნინოთ
გალია.
დათუნიამ
მითხრა
ჩემი
გალია
ოთხკუთხედის
ფორმის
არისო.
ბავშვმა
უნდა
ჩასვას
თქვენს
მიერ
წინასწარ
სატანვარჯიშო
ჯოხებით
გაკეთებულ
ოთხკუთხედის
ფორმის
“გალიაში”.
მელაკუდამ
თქვა
ჩემი
გალია
სამკუთხედის
ფორმის
არისო.
ბავშვმა
უნდა
ასევე
ჩასვას
თქვენს
მიერ
წინასწარ
გაკეთებული
სამკუთხედის
ფორმის
გალიში
მელაკუდა.
და
ასევე
მოიქცეს
კურდღლის
შემთხვევაში,
რომელსაც
მოათავსებს
წრის
ფორმის
გალიაში.
თამაშები
გამოიცანი
რა
შეიცვალა
მიზანი:
ვარჯიში
სივრცით
ორიენტაციაში
მასალა:
სათამაშოები
თამაშის
მსვლელობა:
მაგიდაზე
დაულაგებთ
სხვადასხვა
სათამაშოებს,
ბავშვი
წინასწარ
აკვირდება,
როგორ
არის
განლაგებული
სათამაშოები,
შემდეგ
იგი
გადის
ოთახიდან
და
შემოსვლის
შემდეგ
უნდა
შეამჩნიოს
ცვლილება
(კუბიკი
იდო
მაგიდის
შუაში,
ეხლა
კი
დევს
მარჯვენა
მხარეს,
ბარი
იდო
ვედროში,
ახლა
კი
მის
წინ
დევს).
ჩავყაროთ
ბურთები
კალათაში
მიზანი:
საგანთა
კლასიფიკაციაში
ვარჯიში;
აზროვნების
განვითარება.
მასალა:
ბურთები
და
კალათები
თამაშის
მსვლელობა:
ბავშვს
უგორებთ
ბურთებს,
რომელთა
შორის
ზოგი
წითელია,
ზოგი
კი
სხვა
ფერის.
ბავშვმა
ყველა
წითელი
ბურთი
უნდა
მოათავსოს
იმ
კალათაში,
რომელსაც
წითელი
ფერის
ნიშანი
ადევს,
დანარჩენი
კი
მეორე
კალათაში.
წითელ
ბურთებს
შორის
არის
ერთი
ბურთი,
რომელსაც
ლურჯი
ზოლები
აქვს.
ბავშვი
დგება
პრობლემის
წინაშე,
რომელ
კალათში
ჩააგდოს
ეს
ბურთი?
გამოიცანი,
რომელი
დათუნია
აკლია
მიზანი:
საგნების
შედარება
სიდიდის
მიხედვით
მასალა:
სხვადასხვა
ზომის
სათამაშო
დათვი
თამაშის
მსვლელობა:
თქვენი
ხელმძღვანელობით
ბავშვი
განსაზღვრავს
დათუნიების
სიდიდეს,
რის
შედეგადაც
მან
თვალები
უნდა
დახუჭოს.
თქვენ
მალავთ
ერთ-ერთ
დათუნიას,
როცა
ბავშვი
თვალს
გაახელს,
უნდა
გამოიცნოს
რომელი
დათუნიაა
დამალული
- დიდი
თუ
პატარა.
“გამოიცან
რა
დავმალე”
მიზანი:
სხვადასხვა
გეომეტრიულ
ფიგურებზე
ცოდნის
განმტკიცება
მასალა:
სამკუთხედი
წრე,
კვადრატი
თამაშის
მსვლელობა:
მაგიდაზე
აწყვია
- სამკუთხედი,
წრე,
კვადრატი.
ბავშვს
სთხოვთ
დაასახელოს
მაგიდაზე
დაწყობილი
ფორმები:
კვადრატი,
სამკუთხედი,
წრე.
შემდეგ
დახუჭოს
თვალები.
ამ
დროს
იღებთ
ერთ
ფორმას,
მალავთ
და
მიმართავთ
ბავშვს:
“გაახილე
თვალები,
დააკვირდი
ფორმებს,
და მითხარი, რომელი
ფორმა
დავმალე?”
თუ
ბავშვმა
გამოიცნო,
მაშინ
ფორმას
დებს
ყუთში,
თუ
ვერ
გამოიცნო,
მაშინ
თქვენ
სახელებთ
დამალულ
ფორმას
და
ისევ
დებთ
მაგიდაზე.
თამაში
გრძელდება
მანამდე,
სანამ
ბავშვი
არ
დაასახელებს
სამივე
დამალულ
ფორმას.
|