მათემატიკის სწავლების პროცესში გამოყენებული მეთოდები და ხერხები
მათემატიკის
სწავლების
პროცესში
შეიძლება
გამოვიყენოთ
აღზრდის
სხვადასხვა
მეთოდები.
კერძოდ:
პრაქტიკული
მოქმედება,
თვალსაჩინოება
და
სიტყვიერი
ახსნა-განმარტება.
წამყვან
მეთოდად
მიჩნეულია
პრაქტიკული
მოქმედება,
რომელიც
გამიზნულია
საგნებით
ან
მათი
შემცვლელებით
(გრაფიკული
გამოსახულება,
მოდელები,
სქემები
და
სხვა)
მოქმედების
განსაზღვრული
ხერხების
დასაუფლებლად.
პრაქტიკული
მეთოდი
გულისხმობს
სავარჯიშოების
გამოყენებას,
რომელიც
შეიძლება
ბავშვს
მიეცეს
დავალების
სახით.
სავარჯიშოებში
ჩართულია
თამაშის
ელემენტები
4 წლის
ასაკის
ბავშვებისათვის
სიურპრიზული
მომენტების
სახით,
ზღაპრული
პერსონაჟის
იმიტაციური
მოძრაობით.
5 წლის
ასაკის
ბავშვთან
კი
იგი
იძენს
საძიებო,
გამოსაცნობი,
შეჯიბრის
ხასიათს.
ბავშვი
სავარჯიშოების
შესრულებისას
მიმართავს
გონებრივ
და
პრაქტიკულ
ცდას,
წამოაყენებს
წინადადებას
და
ამოწმებს
მას,
მობილიზაციას
უკეთებს
თავის
ცოდნას,
სწავლობს
ახალ
სიტუაციაში
მის
გამოყენებას,
ავლენს
მოსაზრებულობას
და
მიზანსწრაფულობას.
ასეთი
სავარჯიშოების
შესრულებისას
შეიძლება
გავუწიოთ
ბავშვს
არაპირდაპირი
დახმარება:
ვურჩიოთ
დაფიქრდეს,
კიდევ
ერთხელ
სცადოს,
მოვუწონოთ
სწორი
მოქმედება,
გავახსენოთ
ანალოგიური
სავარჯიშოები,
რომლებიც
მას
გაუკეთებია
და
სხვ.
თვალსაჩინოებისა
და
საუბრის
მეთოდები
დამოუკიდებლად
არ
გამოიყენება,
ისინი
შერწყმულია
პრაქტიკულ
და
თამაშობით
მეთოდებთან.
ფართოდ
გამოიყენება
აღმზრდელის
მიერ
მოქმედების
ხერხის
დემონსტრირება,
შეთავსებული
ახსნასთან.
იგი
ატარებს
თვალსაჩინო
მოქმედების
ხასიათს
და
იძლევა
ბავშვის
ამა
თუ
იმ
უნარ-ჩვევების
ფორმირების
საშუალებას.
დემონსტრირება
უნდა
ხდებოდეს
ნაბიჯ-ნაბიჯ,
დანაწევრებულად
და
მკაფიოდ.
მოქმედება
შეთანხმებული
უნდა
იყოს
სიტყვიერ
ახსნასთან,
მეტყველება
გამოკვეთილი,
წინადადებები
მოკლე
და
გამომხატველი.
სიტყვიერი
ახსნა-განმარტება
გამოიყენება
მოქმედების
პროცესში
დემონსტრაციის
ან
ბავშვის
მიერ
დავალების
შესრულების
პროცესში,
რათა
თავიდან
იქნეს
აცილებული
შეცდომები,
გადაილახოს
სიძნელეები
და
ა. შ. ისინი
უნდა
იყოს
მოკლე,
კონკრეტული,
ცოცხალი
და
ხატოვანი.
|