5-იდან 6 წლამდე ასაკი
ამ
ასაკის
ბავშვებთან
უნდა
ვიმუშავოთ
შემდეგი
უნარების
გასავითარებლად:
1) თვლა;
2) შედარება,
სერიაცია
და
კლასიფიკაცია;
3) შეკრება-გამოკლება
4) გეომეტრიის
პროპედევტიკა
– საგნის
სქემატიზაცია;
5) სივრცითი
მიმართებები,
სივრცეში
ლოკალიზაცია.
1) თვლის სწავლა
ხანგრძლივი
და
რთული
პროცესია.
თვლა
ურთიერთდაკავშირებული
კომპონენტებისაგან
შედგება.
ეს
არის
რიცხვის
სახელდება
და
თვლის
შედეგის
დასახელება.
ამ
პრაქტიკული
მოქმედების
შედეგად
ბავშვი
ეუფლება
რიცხვთა
თანმიმდევრობას.
საგნების
გადათვლისას
ბავშვი
ფაქტობრივად
სახელებს
არქმევს
საგნებს
და
არ
ესმის,
თუ რატომ გამოხატავს
მთლიან
რაოდენობას
ბოლო
საგნის
სახელი.
ამიტომ
მოძრავი
საგნების
გადათვლის
დროს
საგნები
რაიმე
ჯამში
უნდა
ჩაიყაროს,
“შეჯამდეს”,
რათა
ბავშვის
თვალწინ
მოხდეს
რაოდენობის
ზრდა.
რიგობითი
რიცხვითი
სახელის
გაცნობა
შეიძლება
მოხდეს
რიცხვთა
კიბეზე
თოჯინების
იმიტაციით.
რიცხვთა
კიბე
შეიძლება
კუბებით
ავაგოთ.
ვთქვათ
თოჯინამ
აიარა
სამი
საფეხური,
ბავშვი
ითვლის:
ერთი,
ორი,
სამი;
შეკითხვაზე
- რომელ
საფეხურზეა
ეხლა
თოჯინა?
პასუხი
იქნება
– მესამეზე.
აქ
მხოლოდ
მინიშნება
ხდება
რიგობით
რიცხვზე.
2) შედარება
ბავშვს
შეიძლება
ვაჩვენოთ
ორი
იდენტური
სურათი,
რომლებიც
რაღაც
დეტალებით
განსხვავდებიან
ერთმანეთისაგან,
მან
უნდა
შეძლოს
მსგავსებისა
და
განსხვავების
დანახვა.
ამ
უნარის
გასავითარებლად
შეიძლება
ასევე
გამოვიყენოთ
ზრდისა
და
კლებადობის
მიხედვით
საგნების
სერიაციული
რიგის
აგება.
ამისათვის
შეიძლება
ბავშვს
მივცეთ
სხვადასხვა
საგანი,
რომლებიც
უნდა
დაალაგოს
თანმიმდევრულად
(დიდი,
პატარა,
უფრო
პატარა,
კიდევ
უფრო
პატარა).
საგანთა
სერიაციის
გვერდით
უაღრესად
მნიშვნელოვანია
საგანთა
დაჯგუფებაში
ვარჯიში.
მაგ,
ყველა
დიდი
საგანი
ერთად
მოათავსოს,
ყველა
პატარა
– ერთად;
ყველა
წითელი
საგანი
- ერთად,
დანარჩენი
- ერთად; ყველა
ოთხკუთხედი
- ერთად, დანარჩენი
ფიგურები
- ერთად, და ასე
შემდეგ.
სერიაციისა
და
კლასიფიკაციის
ოპერაციებს
უაღრესად
დიდი
მნიშვნელობა
აქვს
ბავშვის
როგორც
მათემატიკურ,
ისე
საერთო
განვითარებაში.
ბავშვს
უნდა
ვასწავლოთ,
რომ
რიცხვი
არ
არის
დამოკიდებული
საგნის
სიდიდეზე.
ამისათვის
შესადარებლად
უნდა
მივცეთ,
მაგალითად,
ოთხი
დიდი
და
ხუთი
პატარა
გირჩა
და
ურთიერთცალსახა
შესაბამისობაში
მოყვანით
ერთი
ერთთან
მიღების
გზით
დავადგინოთ,
რომ
პატარა
გირჩები
მეტია
დიდებზე.
შევადარებინოთ
გაფანტულად
და
მჭიდროდ
დალაგებული
ორი
სიმრავლე
(მაგალითად
ექვსი
ლამბაქი
ერთმანეთისგან
მოშორებით
დავაწყოთ
მაგიდაზე,
7 ან
8 ფინჯანი
კი
ჯგუფურად,
ერთმანეთის
ახლოს
და
შევადარებინოთ
რომელია
მეტი).
ბავშვი
უნდა
ვავარჯიშოთ
ნებისმიერი
მიმართულებით
თვლაში,
მარცხნიდან
მარჯვნივ,
თუ
მარჯვნიდან
მარცხნივ.
ამით
ის
იგებს,
რომ
რაოდენობა
არ
იცვლება
რა
მიმართულებითაც
არ
უნდა
დათვალოს,
რის
შედეგადაც
იგი
იწყებს
რიცხვის
განყენებული
ბუნების
წვდომას.
ბავშვს
რომ
სიდიდეების
შესახებ
ელემენტარული
ცოდნა
ჩამოვუყალიბოთ,
აუცილებელია
კონკრეტული
წარმოდგენა
შევუქმნათ
გარემომცველი
სამყაროს
საგნებზე.
სიდიდის
აღქმასა
და
შეფასების
გამოცდილება
ჯერ
კიდევ
ადრეულ
ასაკში
იწყებს
ჩამოყალიბებას,
სხვადასხვა
ზომის
სათამაშოებსა
და
საგნებთან
ურთიერთობისას.
ობიექტთა
მრავალჯერადი
აღქმა
სხვადასხვა
მდგომარეობასა
და
სივრცით
განლაგებაში
ხელს
უწყობს
მუდმივობის
აღქმას.
საგანთა
სიდიდეზე
ბავშვის
ორიენტაცია
ბევრადაა
დამოკიდებული
მნიშვნელოვან
სენსორულ
უნარზე
– თვალზომაზე.
სწორი
სენსორული
აღზრდის
პირობებში
საგანთა
სიდიდის
აღქმის
უნარი
ადრეულ
ასაკშივე
საგნებთან
ურთიერთობის
პროცესში
იწყებს
ფორმირებას,
მაგრამ
პირველი
გამოცდილება
და
ცოდნა
ჯერ
კიდევ
დიდხანს
ატარებს
ლოკალურ
ხასიათს.
სიდიდეზე
ბავშვის
წარმოდგენის
თავისებურებიდან
გამომდინარე
მას
ჯერ
უნდა
გავაცნოთ
სიდიდეების
შედარება,
შემდეგ
შეფარდებულობა,
მათი
ცვალებადობა,
შემდეგ
უნდა
გავაფართოვოთ
შესადარებელ
საგანთა
სახეობაც..
ბავშვი
თავდაპირველად
თვალზომით
განსაზღვრავს
საგნების
სიდიდეს,
შემდეგ
კი
ერთმანეთზე
დადებით,
ან
გვერდი-გვერდ
მიდებით.
G
3) შეკრება-გამოკლების
ოპერაციების
დასაუფლებლად
თავდაპირველად
საჭიროა
დაჭრილი
სურათების
შეერთება
(შეკრების
დროს)
და
შეერთებული
სურათებიდან
ნაწილის
მოკლება
(გამოკლების
დროს).
ბავშვმა
უნდა
ააწყოს
ნაწილები
ისე,
რომ
გარკვეული
საგანი
მიიღოს
(შეკრება).
თავდაპირველად
ორ
ნაწილად
გაჭრილი
სურათი
შეაერთოს.
და
ასევე
ნაწილებიდან
აწყობილ
სურათს
უნდა
გამოაკლოს
რამდენიმე
ნაწილი,
დიდი
გროვიდან
კი
რამდენიმე
საგანი
(გამოკლება).
ამის
შემდეგ
კი
საგანთა
გროვების
შეერთების
ან
დიდი
გროვიდან
ნაწილის
გამოკლების
გზით
ბავშვი
თვალნათლივ
ხედავს,
რომ
პატარა
გროვების
შეერთებით
დიდი
გროვა
წარმოიქმნება,
ხოლო
გამოკლების
შემდეგ
კი
მისი
რაოდენობა
მცირდება.
პატარა
გროვების
შეკრებისას
კი
(მაგ.
ორი
კენჭი
და
ორი
კენჭი)
ბავშვმა
მათი
შესატყვისი
რაოდენობის
წერტილებიანი
ბარათები
უნდა
დაუდოს
გვერდით
და
შემდეგ
შეცვალოს
ერთი
ბარათით,
რომელზეც
იმდენივე
წერტილია,
რამდენიც
ორივე
ბარათზე
ერთად.ამით
ბავშვი
იგებს
რომ
შეკრების
შემდეგ
ჯამი
დიდდება.
ამის
შებრუნებული
მოქმედება
სრულდება
გამოკლების
ოპერაციის
შესრულების
დროს.
4) საგნის სქემატიზაციის
დასაუფლებლად
ბავშვმა
სქემა
უნდა
შეუსაბამოს
რამდენიმე
ერთმანეთისგან
მკვეთრად
განსხვავებულ
დახატულ
და
რეალურ
საგნებს.
5) სკოლისათვის
ბავშვის
მომზადების
ერთ-ერთი
მხარეა
სივრცეში
ორიენტირების
უნარის
განვითარება.
მათ
უნდა
იცოდნენ
სიტყვების
– მარცხნივ,
მარჯვნივ,
პირდაპირ,
შუაში,
ზევით,
ქვევით,
წინ,
უკან
და
ა. შ – სწორი
გამოყენება.
ბავშვს
უნდა
შეეძლოს
საგნების
ადგილმდებარეობის
განსაზღვრა
ერთმანეთთან
მიმართებაში.
უნდა
ვასწავლოთ
დახატულ
საგნებს
შორის
სივრცითი
მიმართებების
დამყარება,
რაც
დაეხმარება
სკოლაში
სწავლის
დროს;
მაგ,
იპოვონ
საჭირო
გვერდი
წიგნში,
წერის
დროს,
საჭირო
მიმართულების
წრფეების
გავლებაში
და
სხვა.
ამ უნარის
გასავითარებლად
შეიძლება
გამოვიყენოთ
შემდეგი
სავარჯიშო:
ინსტრუქცია:
წითლად
გააფერადეთ
ის
თვითმფრინავები,
რომლებიც
მარჯვნივ
უხვევენ
და
ზევით
მიფრინავენ, ლურჯად - რომლებიც მარცხნივ
უხვევენ
და
ქვევით
მიფრინავენ,
მწვანედ
ისინი,
რომლებიც
მარჯვნივ
უხვევენ
და
ქვევით
მიფრინავენ,
ხოლო
ყვითლად
– რომლებიც
მარცხნივ
უხვევენ
და
ზევით
მიფრინავენ.
ლაბირინთი
სავარჯიშოა,
რომელიც
სრულდება
თვალსაჩინოების
გამოყენებით
და
მოითხოვს
მხედველობითი
და
გონებრივი
ანალიზის
შეთანხმებას,
მოქმედების
სიზუსტეს
იმისათვის,
რომ
ბავშვმა
იპოვოს
უმოკლესი
და
სწორი
გზა
ბოლო
წერტილამდე.
მაგ.
რომელი
თაგვი
შეჭამს
ყველს?
და
სხვა
ამ
სახის
ლაბირინთები.
|