4-იდან 5 წლამდე ასაკი
4-იდან
5 წლამდე
ასაკის
ბავშვისათვის
გათვალისწინებულია
შემდეგი
თემების
გაცნობა:
ა) რაოდენობის
შედარება;
ბ) გეომეტრიის
პროპედევტიკა:
გ) სიდიდის
ზრდის
მიხედვით
საგნების
სერიაციული
რიგის
აგება:
დ) სივრცით
მიმართებებში
გარკვევა.
ა) თანაბრობა-უთანაბრობის
(თანაბარი,
მეტი,
ნაკლები)
დამოკიდებულებების
ათვისება
ბავშვის
მიერ
ხდება
სიმრავლეში
შემავალი
ელემენტების
ურთიერთცალსახა
შესაბამისობაში
მოყვანით,
რაც
რიცხვის
ცნების
დაუფლებისათვის
მოსამზადებელი
ეტაპია.
ბავშვს
უნდა
ვასწავლოთ
შესრულებული
მოქმედების
დასახელება,
რატომ
შეასრულა
იგი.
ჩვენი
შეკითხვები
უნდა
ეხმარებოდეს
მას
სწორად
განსაზღვროს
ესა
თუ
ის
მოქმედება
და
დაასაბუთოს
იგი.
კითხვები
შეიძლება
ასეთი
სახის
იყოს:
როგორ
გავიგოთ
თანაბარია
თუ
არა?
აქაც
იმდენივეა,
რამდენიც
იქ?
ორი
რაოდენობის
შედარებისას
ბავშვი
იაზრებს,
თუ
რატომაა
ერთი
რაოდენობა
მეორეზე
მეტი
ან
ნაკლები,
როგორ
შეიძლება
მათი
უტოლობა
ტოლობად
გადავაქციოთ.
ამიტომ
ბავშვს
ყველა
რიცხვი
შედარების
საფუძველზე
უნდა
გავაცნოთ.
ცოდნის
განმტკიცების
მიზნით,
საჭიროა
სხვადასხვა
საგანთა
ჯგუფების
შედარება,
რათა
ბავშვი
დარწმუნდეს
რიცხვებს
შორის
დამოკიდებულების
მუდმივობაში.
მაგ.
ხუთ
თოჯინას
და
ოთხ
მანქანას
ვადარებთ
ერთმანეთს.
თოჯინები
ჩავსვათ
მანქანებში.
აღმოჩნდა,
რომ
თოჯინებს
მანქანები
არ
ეყოთ,
ერთი
თოჯინა
დარჩა
უმანქანოდ.
თოჯინები
მეტია,
მანქანები
კი
ნაკლები,
ე. ი. რიცხვი
ხუთი
მეტია,
ოთხი
კი
ნაკლები.
შეიძლება
დავუსვათ
კითხვა
- რა
უნდა
გავაკეთოთ
იმისათვის,
რომ
თოჯინები
და
მანქანები
თანაბარი
იყოს?
ბავშვი
ამ
შემთხვევაში
გამოთქვამს
თავის
აზრს
(ერთი
მანქანა
მივუმატოთ,
ან
ერთი
თოჯინა
წავიყვანოთ
უკან
სათამაშო
კუთხეში
და
ა. შ.). ასე
ფორმირდება
წარმოდგენა
რიცხვებს
შორის
დამოკიდებულებაზე.
ბ)
დიდაქტიკური
თამაში
“იპოვე
შენი
სახლი”
დაეხმარება
ბავშვს
ფიგურების
(წრე,
სამკუთხედი,
ოთხკუთხედი)
გაცნობასა
და
ერთმანეთისაგან
გარჩევაში
(გეომეტრიული
პროპედევტიკა).
ამ
თამაშის
დროს
ბავშვს
მივცემთ
ფიგურას.
ამავე
დროს
სხვადასხვანაირი
ფიგურები
მაგრდება
კედელზე,
რომელთა
შორის
ერთ-ერთი
ჩვენი
მიცემული
ფიგურის
მსგავსია.
ჩვენს
ნიშანზე
“შევიდეთ
ჩვენს
სახლში”
ბავშვი
მიირბენს
ისეთ
ფიგურასთან,
როგორიც
ხელში
აქვს.
ამის
შემდეგ
მას
სხვანაირ
ფიგურას
ვაძლევთ
და
თამაში
გრძელდება.
გ)
სიდიდის
ზრდის
მიხედვით
საგნების
სერიაციული
რიგის
აგების
განვითარებისათვის
შეიძლება
გამოვიყენოთ
შემდეგი
თამაში:
ბავშვმა
თანმიმდევრულად
უნდა
დაალაგოს
3 საგანი
(ბურთი
ან
სხვა
რომელიმე
სათამაშო).
მაგ.,
დიდი,
პატარა
და
უფრო
პატარა.
დ)
სივრცითი
მიმართებებში
(წინ,
უკან,
ზევით,
ქვევით,
მარცხნივ,
მარჯვნივ)
სავარჯიშოდ
გამოიყენება
დიდაქტიკური
თამაში
“წყვილი
სურათები”.
ბავშვს
ვაძლევთ
ფირფიტას,
რომელზეც
გამოსახულია
რაღაც
სივრცითი
მიმართებით
განლაგებული
საგანი.
მაგიდის
შუაში
ვათავსებთ
ამ
საგნის
წყვილს
სხვა
ფირფიტებთან
ერთად.
ბავშვმა
უნდა
იპოვოს
მისი
წყვილი
საგანი.
ასევე
შეიძლება
გამოვიყენოთ
სურათი,
რომელზედაც მარჯვნივ დახატული
წიწილა
უნდა
გაფერადდეს
მწვანედ,
ხოლო
მარცხნივ
- წითლად.
|