Main PageSite MapContact


  4-დან 6 წლამდე ასაკი

 

4 წლის ასაკისათვის მშობელმა ბავშვთან ერთობლივი თამაშით უნდა გააგრძელოს მუშაობა თამაშობითი უნარების დაუფლებისათვის, შეაგულიანოს ბავშვი თამაშისათვის, და არ შეზღუდოს მისი ინიციატივა. თამაშში იგი უნდა იყოს არა როგორც ხელმძღვანელი, არამედ როგორც თამაშის მონაწილე, პარტნიორი.

            თამაშის განვითარების სტიმულად ითვლება როლი. ამ დროს საჭიროა ბავშვს ჩამოვუყალიბოთ როლის აღქმის, როლების მიხედვით მოქმედების გაშლის, თამაშში ერთი როლიდან მეორეზე გადასვლის უნარი. ეს წარმატებით განხორციელდება თუ აღმზრდელი BAბავშვების ყურადღებას Gგადაატანინებს საგნებით პირობითი მოქმედებიდან როლების მიხედვით მეტყველებაზე (დიალოგზე).

იმისათვის, რომ ბავშვს განუვითარდეს საკუთარი როლის პარტნიორის მოქმედებასთან დამოუკიდებლად შეთანხმების უნარი და როლების მონაცვლეობის უნარი, აღმზრდელმა უნდა გამოიყენოს განსაზღვრული სტრუქტურის მქონე მრავალპერსონაჟიანი სიუჟეტი, სადაც ერთი როლი უშუალო კავშირშია დანარჩენებთან და პერსონაჟი სიუჟეტში უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე მოთამაშე. ბავშვისათვის ნებისმიერი საინტერესო თემა შეიძლება იქნეს წარმოდგენილი, რომელშიც ერთ-ერთი როლი (ძირითადი) დაკავშირებული იქნება რამდენიმე სხვა როლთან.

ვნახოთ ერთობლივი თამაშის კონკრეტული მაგალითი: პირველ ეტაპზე თამაში უნდა აიგოს ისე, რომ მთავარი როლი ბავშვს ჰქონდეს, ხოლო უფროსი სიუჟეტის განვითარების მიხედვით იცვლიდეს როლებს. ბავშვს სიუჟეტს წინასწარ არ გააცნობთ, თამაშს დაიწყებთ პირდაპირ და მას შესთავაზებთ მთავარ როლს მისთვის საინტერესო თემატიკის გათვალისწინებით. მაგ, თუ ბავშვს უყვარსმძღოლობანასთამაში, სთავაზობთ: “გიო, მოდი ვითამაშოთ. აი, შენ მანქანა. შენ მძღოლი იქნები, მე კი მგზავრი, კარგი?” მგზავრობის დროსმძღოლთანგაშლით დიალოგს როლის მიხედვით. შემდეგ სიუჟეტში თანდათან შეიტანთ ისეთ სიტუაციებს, რომლების მოითხოვს თამაშში ახალი პერსონაჟების ჩართვას: “მოდი, ვითომ წესრიგი დავარღვიეთ და წითელ შუქზე გავიარეთ, პოლიციელმა კი გაგვაჩერა”. “პოლიციელთანსაუბრის შემდეგ თამაშში შეიძლება მესამე სიტუაციის შეტანა, რაც კიდევ ერთი პერსონაჟის ჩართვას მოითხოვს: “ვითომ შენი მანქანის გვერდით სატვირთო მანქანა მოდის. მე სატვირთოს მძღოლი ვარ. ჩემი მანქანა უეცრად გაფუჭდა. მე ნიშანს მოგცემ, რომ გაჩერდე და დამეხმაროდა . . თამაშში უფროსი ყოველთვის ამახვილებს ყურადღებას როლის შეცვლის ფაქტზე.

იმ ბავშვებთან, რომელთაც სუსტად აქვთ განვითარებული როლების მიხედვით ქცევა, შეიძლება თამაში გაიშალოს მათთვის ნაცნობი ზღაპრის სიუჟეტის მოტივების მიხედვით. ამ შემთხვევაში ისინი უფრო თავდაჯერებულები იქნებიან, ვინაიდან ისინი ელიან განსაზღვრული პერსონაჟის გამოჩენას. ამასთან ბავშვს სთავაზობთ მთავარი გმირის როლს, თქვენ კი ნელ-ნელა შეიცვლით როლებს: “მოდი, ვითომ შენ მზეთუნახავი ხარ, მე კი ჯადოქარი... ახლა ბებია ვიქნები... ახლა ფერია...” თამაშს იმპროვიზირებული სახე აქვს და არ არის აუცილებელი ტექსტის ზუსტი განმეორება. თქვენ უნდა დაეხმაროთ ბავშვს მათი შემოქმედებითი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებებით (ინტონაცია, მიმიკა, პოზა, სიარულის მანერა) როლის შესრულებაში.

როლების მონაცვლეობა თავისთავად გაამდიდრებს დამოუკიდებელ თამაშსაც და ბავშვს შეუქმნის წარმოდგენას ადამიანის მოქმედებებსა და ურთიერთობებზე. თქვენ  ბავშვის მეტყველება უნდა გაააქტიუროთ შეკითხვებითა და რეპლიკებით. თქვენი ემოციური დამოკიდებულება ეხმარება ბავშვს საკუთარი სურვილებისა და შეხედულებების გამჟღავნებაში. ასევე ზრდის მათში რწმენას საკუთარი ძალებისადმი.

რამდენადაც იზრდება ბავშვის ცოდნის მარაგი გარემოს შესახებ, მით უფრო კონკრეტული ხდება მათი დაინტერესება ცხოვრების ამა თუ იმ მოვლენით, რომელთა შესახებ ინფორმაციას  იღებენ უფროსებისაგან, ფილმებიდან და წიგნებიდან. 5-6 წლის ასაკში თამაში იძენს ერთობლივ, დამოუკიდებელ ხასიათს, რაც ავითარებს მის წარმოსახვას და შემოქმედებას და ამდიდრებს მათ ემოციურ ცხოვრებას. აქ სიუჟეტურ თამაშს არ ახასიათებს გეგმიურობა. სწორედ ამაში გამოიხატება მისი სპეციფიკურობაარასავალდებულობა, მოქმედების არჩევანის თავისუფლება. სიუჟეტის ერთობლივად აგება უნდა მოხდეს განსაკუთრებული სახის თამაშის დროს. ეს არის უფროსთან ერთად ერთობლივითამაშგამოგონება”, რომელიც იშლება წმინდა ვერბალურ პლანში. ბავშვებთან ერთობლივი თამაში უნდა დავიწყოთ არა ახალი სიუჟეტების გამოგონებით, არამედ მათთვის უკვე ნაცნობის ნაწილობრივი შეცვლით. უფროსი თანდათანობით გადაიყვანს ბავშვებს ნაცნობი სიუჟეტების უფრო რთულ წარმონაქმნზე, შემდგომში კიახლის ერთობლივად გამოგონებაზე.

ამისათვის ყველაზე მოსახერხებელია ავიღოთ ზღაპრის სიუჟეტები. ზღაპარი თავისი ბუნებით თამაშს გავს. მას გადავყავართ პირობით, გამოგონილ სამყაროში, რაც ძალზე იზიდავს ბავშვებს. ყველა ზღაპარს ერთი საერთო სიუჟეტური სქემა აქვს და მისი შეცვლა საკმაოდ ადვილია: მოვლენების ძირითადი ხაზის შენარჩუნებით შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ პერსონაჟთა კონკრეტული მოქმედებები ან თავად პერსონაჟები, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ და მივიღებთ ახალ ზღაპარს. შემდგომ შეიძლება შესთავაზოთ არა ზღაპრების, არამედ ცხოვრებისეულიისტორიების”, ნამდვილი ამბების გამოგონებას.

აღმზრდელი არ უნდა ზღუდავდეს ბავშვების აქტივობას და დამოუკიდებლობას, პირიქით, უნდა ითვალისწინებდეს მათ ინტერესებს თამაშისადმი და დაეხმაროს კიდეც ჩანაფიქრის განხორციელებაში (მაგ, ატრიბუტების დამზადება და სხვა), მონაწილეობდეს თამაშში თანაბარი პარტნიორობის დონეზე, ითვალისწინებდეს ბავშვების სურვილს მათთვის კონტრასტული როლების შეთავაზებისას, ყურადღებას აქცევდეს ზნეობრივი თვისებების (თანაგრძნობა, გულისხმიერება, ლმობიერება, ურთიერთდახმარება, მზრუნველობის გამოჩენა, წინააღმდეგობის ერთობლივად დაძლევა, პასუხისმგებლობის გრძნობა) გამოვლენას, ასევე ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებას, უზრუნველყოფდეს თამაშისათვის პირობების შექმნას.

 




უკან დაბრუნება






 
  © 2006 www.bavshvi.ge