მათემატიკა სკოლამდელთათვის
სკოლამდელ
ასაკში
ბავშვის
გონებრივი
აღზრდისა
და
სკოლისათვის
მომზადების
ერთ-ერთ
აუცილებელ
პირობას
ელემენტალური
მათემატიკური
წარმოდგენების
განვითარება
წარმოადგენს.
აქედან
გამომდინარე
ძალიან
მნიშვნელოვანია
ხელი
შევუწყოთ
ბავშვს,
იმისათვის
რომ
მას
ჰქონდეს
ამ
უნარის
სწორად
განვითარების
შესაძლებლობა.
მათემატიკური
მომზადება
ითვალისწინებს
არა
მხოლოდ
გარკვეული
ცოდნის
დაუფლებას
ბავშვების
მიერ,
არამედ
გაცილებით
მნიშვნელოვანია
სკოლამდელთათვის
გონებრივი
შესაძლებლობების,
აზროვნების
(ანალიზის,
სინთეზის,
შედარების,
განზოგადების,
კლასიფიკაციის,
სერიაციის
ოპერაციების
ჩატარების)
უნარის
განვითარება.
მათემატიკური
აზროვნების
სტილისათვის
დამახასიათებელია
ლაკონიზმი,
მსჯელობის
ზუსტი
დანაწევრებულობა,
ლოგიკური
თანმიმდევრობა,
აზროვნების
სიზუსტე
და
სიმბოლოების
გამოყენების
უნარი.
აქედან
გამომდინარე,
სკოლამდელ
ასაკში
მათემატიკის
სწავლების
ამოცანაა
არა
იმდენად
მათემატიკური
ცოდნის
ათვისება,
არამედ
ბავშვის
შემეცნებითი
უნარის
განვითარება
და
ისეთი
პიროვნული
თვისებების
აღზრდა,
როგორიცაა
ყურადღებიანობა,
დაკვირვებულობა,
მიხვედრილობა,
გულმოდგინება,
ნებისყოფა,
პასუხისმგებლობა,
ორგანიზებულობა
და
სხვა.
ბავშვს
ადრეული
ასაკიდანვე
ექმნება
წარმოდგენა
ერთგვაროვანი
და
სხვადასხვაგვარი
საგნებისაგან
შედგენილი
სიმრავლეების
შესახებ.
იგი
ეუფლება
ერთგვაროვან
საგანთა
ჯგუფებით
მოქმედებას,
სიმრავლის
აღქმაში
მას
ხელს
უწყობს
გარემო
– ადამიანთა
სიმრავლე
და
მის
თვალწინ
მყოფი
მოძრავი
საგნები.
სიმრავლეებს
ბავშვი
სხვადასხვა
ანალიზატორებით
აღიქვამს
(სმენით,
მხედველობით,
მოძრაობით,
შეხებით)
ამ
ასაკში
ბავშვი
იწყებს
სიტყვების
ბევრი,
ცოტა
ხმარებას,
მაგრამ
ბევრი
და
ცოტა
მათთვის
ჯერ
გამოკვეთილი
არ
არის,
ისინი
ზოგჯერ
ბევრს
დიდთანაც
აიგივებენ,
ცოტას
კი
პატარასთან.
ბავშვს
სიმრავლეებს
შორის
დამოკიდებულებების
(თანაბრობა-უთანაბრობა)
დადგენა
უნდა
ვასწავლოთ
სხვადასხვა
საგანთა
სიმრავლეებზე
პრაქტიკული
მოქმედებების
პირობებში.
ვარჯიშის
პროცესში
საგანთა
გაერთიანების
ან
დანაწილებისას
ბავშვი
აღიქვამს
ცალკეულ
საგანს
ან
მთლიანად
ჯგუფს,
შემდგომში
ეს
ეხმარება
მას
რიცხვის
შედგენილობის
ათვისებაში.
სწავლობენ
ჯგუფების
შექმნას
ჯერ
თითო,
შემდეგ
2-3 ნიშნის,
მაგალითად
ფერის,
ფორმის,
სიდიდის
მიხედვით
და
ა. შ. რაიმე
ნიშნის
მიხედვით
საგანთა
დაჯგუფება
უვითარებს
მას
შედარების
და
კლასიფიკაციის
უნარს.
|