Main PageSite MapContact


  5-6 წლამდე ასაკი

გაცნობა

 

პროგრამა - წარმოდგენების გამდიდრება - გაფართოება უფროსების შრომით საქმიანობაზე; დადებითი დამოკიდებულების გამოხატვა ყველა სახის შრომისადმი.

ლექსიკის გამდიდრება შრომითი საქმიანობის ამსახველი გამოთქმებით.

. ქორქიას მოთხრობის "კარგი ოინი"'- წაკითხვა.

 

მეტყველების განვითარება

 

პროგრამა თხრობა თავისი საქმიანობის შესახებ

მწყობრი მეტყველებამცირე მოცულობის მოთხრობის შედგენა დასახელებული თემის მიხედვით. Fფაქტებსა და მოვლენებს შორის კავშირის სწორად დამყარება, ზაფხულის საქმიანობის გახსენება; თხრობისას სიუჟეტის თანდათან განვითარება, საინტერესო ფინალის მოფიქრება;

ლექსიკა და გრამატიკამოსაყოლი ამბის სინონიმებით გამრავალფეროვნება; სახელობითი და მოთხრობითი ბრუნვების სწორად გამოყენება.

სავარჯიშოშრომითი საქმიანობის დამახასიათებელი სიტყვების მოფიქრება: კრეფა, ამოვლება, დაწურვა, ბოსტნეულის ამოღება, მოტეხვა (სიმინდის ტაროსი), ბერტყვა (კაკლის), შეგროვება. სიტყვების სწრაფად, ხმამაღლა, მკაფიოდ წარმოთქმა.

 

მხატვრული ლიტერატურა

 

პროგრამაწიგნისადმი ინტერესის და სიყვარულია აღზრდა, მისი გამოყენების ელემენტარული ჩვევების დაუფლებაილუსტრირებული წიგნის ფრთხილად, ფაქიზად დათვალიერება; ფურცლების აკურატულად გადაფურცვლა. ლიტერატურული ნაწარმოებისადმი ინტერესის აღზრდა. საუბარი მის სიუჟეტზედიდი წვიმის შემდეგ მდინარის ადიდებას, გზებისა და ჯებირების წალეკვას წყლის სტიქიას უწოდებენ. ხშირია დედამიწაზე სხვადასხვაგვარი სტიქია (ცეცხლი, ქარიშხალი, მიწისძვრა და სხვა)

. კეცხოველის მოთხრობისმატარებელი გადაარჩინა” – წაკითხვა. გმირის საქციელის სწორად შეფასება, თავისი მოსაზრების გამოთქმამსგავს შემთხვევაში როგორ მოიქცეოდა?

.         ქიტიაშვილის ლექსისწყალი” – გაცნობა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თამაშები

 

 

დაამთავრე წინადადება

 

მიზანიმოქმედების დასრულების გამომხატველი ზმნების მოფიქრება

თამაშის ჩატარების მეთოდიკამშობელი იწყებს წინადადებას, ბავშვი ამთავრებს

-          კესომ გაიღვიძა და... … (წავიდა პირის დასაბანად, გარეგნობის მოსაწესრიგებლად, სავარჯიშოდ)…

-          ლუკამ ჩაიცვა და... … (სასეირნოდ წასვლა გადაწყვიტა, სათევზაოდ წავიდა)

-          ლეკვს შეეშინდა და... (დედა ძაღლს მოეფერა. ჭკმუტუნი დაიწყო)

წინადადების დანთავრებაზე მშობელი ინტონაციით მიანიშნებს

 

 

 

რომელ ცხოველს რა შეუძლია

მიზანიცხოველთა დამახასიათებელი მოქმედებების გამომხატველი ზმნების შერჩევა-დასახელება.

თამაშის ჩატარების მეთოდიკამშობელი აჩვენებს ბავშვს სხვადასხვა ცხოველის სურათს; ბავშვმა უნდა დაასახელოს რის გაკეთება უყვარს ამა თუ იმ ცხოველს, როგორ ხმას გამოსცემს. Mმაგალითადკატას უყვარს რძე; კატა კრუტუნებს, კნავის, იკაწრება, თაგვებს იჭერს...…

ასევე შეიძლება გაგრძელდეს საუბარი ფრინველებზე მაგ., მამალი ყივის, ბატი სისინებს და . .

 

 

 

გამოცანები

 

 

***

 

ქარწვიმებთან

 ღამენათევს

არწივის შვილს

ჰქვია ... (მართვე)

 

 

 

***

 

ყვავმა საყვავეთს ახარა; -

შემეძინა ... (ბახალა)

 

***

 

სულიერია ტყიური,

ძალიან სიმპათიური,

რქები აქვს ამონაყარი,

არ უყვარს აყალმაყალი. (ირემი)

 

***

 

 

ნაწვიმარზე ბრწყინავს, ელავს,

მორკალული ... (ცისარტყელა)

 

 

***

 

ხან ყინვაა, ხანქარბუქი,

-          აბა ციგა, აბა ქურქი!

-          ახალი წლის მოლოდინი,

-          ნამცხვრები და ბლომად ხილი,

-          გოზინაყიც მზად არის!

-          წლის რა დროა? – ... (ზამთარი)

 




უკან დაბრუნება






 
  © 2006 www.bavshvi.ge