Main PageSite MapContact


  4-5 წლამდე ასაკი

 

გარემოს გაცნობა

 

პროგრამა - ბუნების მოვლენებზე დაკვირვება, ამინდის ცვალებადობის აღნიშვნა, შემოდგომის ბუნების დამახასიათებელი მოვლენების ცოდნა - ხილის, ბოსტნეულის კრეფა-დაბინავება; ყურძნის კრეფა, ჩურჩხელების ამოვლება; ადამიანის მზადება ზამთრისათვის

 . ძნელაძის ლექსის "შემოდგომა" - წაკითხვა.

 

 მეტყველების განვითარება

 

 

პროგრამა თხრობა სათამაშოების შესახებ

მწყობრი მეტყველება - სხვადასხვა სათამაშოებზე პატარ-პატარა მოთხრობების შედგენა აღმზრდელის დახმარებით; სათამაშოების ნიშან-თვისებების სწორად დასახელება;

ლექსიკა და გრამატიკა - საგნის თვისებებისა და მოქმედების ამსახველი სიტყვების აქტიურად გამოყენება, არსებითი და ზედსართავი სახელების ერთმანეთთან სწორად დაკავშირება.

ბგერითი კულტურა - სიტყვაში შემავალი ცალკეული ბგერის მკაფიოდ წარმოთქმა, ერთმანეთის მოსმენის კულტურის აღზრდა, "" ბგერის სწორ წარმოთქმაზე ვარჯიში.

მასალა - თოჯინა, ფისო, ძაღლი, სათამაშო თეფში.

 

მხატვრული ლიტერატურა

 

პროგრამა - წიგნისადმი ინტერესის აღზრდა, კითხვის ყურადღებით მოსმენა, პროზაული ნაწარმოების ლექსისაგან განსხვავება; მიღებული ცოდნისა და გამოცდილების დაზუსტება; ინტონაციაზე ყურადღების გამახვილება.

. ლონდარიძის ზღაპრის "რატომ არის ნაძვი მარადმწვანე" - წაკითხვა

.         ფრუიძის გამოცანის წაკითხვა:

 

"ზამთარ-ზაფხულ

ერთფერი ვარ

ერთფერადვე ჩაცმული,

საახალწლოდ გესტუმრებით

მორთული, მოკაზმული" (ნაძვი)

 

 

გარემოს გაცნობა

 

პროგრამა -   საქართველო - ჩვენი სამშობლოა, საქართველოს დედაქალაქია თბილისი. მოკლე ინფორმაციის მოწოდება - რატომ ეწოდება ჩვენს ქალაქს თბილისი. ის დიდი და ლამაზი ქალაქია მრავალი ღირშესანიშნავი სანახაობით (რამდენიმე ადგილის შესახებ საუბარი) და ლამაზი დასასვენებელი ადგილებით (კუს ტბა, თბილისის ზღვა), მთავარი მდინარეა მტკვარი, არის აგრეთვე პატარა, ცივი და ჩქარი მდინარე ვერე. ჩვენს ქვეყანაში მეგობრულად ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები. ინტერესისა და მეგობრული გრძნობების გამოწვევა სხვა ეროვნების ადამიანებისადმი. საუბრისას თბილისი ხედების პანოს და დიაპოზიტივების გამოყენება. საუბარში ბავშვების აქტიურად ჩართვა.

გრ. აბაშიძის ლექსის "ახალი თბილისი"- წაკითხვა.

 

 

 გარემოს გაცნობა

 

პროგრამა - წარმოდგენების გაფართოება ცვლილებებზე. შესაძლებლობის ფარგლებში კოსმოსიდან გადაღებული სურათების ჩვენება, სადაც ჩვენი პლანეტა - დედამიწა მოჩანს. დედამიწა მსოფლიოს ყველა ეროვნების ადამიანებისათვის საერთო სახლია, ამიტომ ის ყველას უნდა უყვარდეს: უვლიდეს, უფრთხილდებოდეს, ირგვლივ ამყარებდეს ისეთსავე წესრიგს, როგორც თითოეულ ადამიანს თავის ბინაში აქვს. ნოემბერი ჩვენი ქვეყნისათვის ზამთრის ბუნებაში შესასვლელი ჭიშკარია, გვიანი შემოდგომა გზას უთმობს ცივ, გაყინულ, მაგრამ ლამაზ ზამთარს, რომლის შესახებაც ბავშვი თავის აზრს გამოთქვამს.

გლობუსის დათვალიერება, საუბარი.

. სიხარულიძის ლექსის "თოვლის მოსვლა მიხარია" - წაკითხვა.

 

 

მეტყველების განვითარება

 

 

პროგრამა თხრობა წაკითხულის მიხედვით

მწყობრი მეტყველება - წაკითხულის ყურადღებით მოსმენა, შინაარსის თანამიმდევრობის დამახსოვრება, პერსონაჟთა დიალოგის გამომეტყველებით გადმოცემა. ხატოვანი გამოთქმების, მხატვრული სიტყვების აქტიური გამოყენება. ძმები გრიმების ზღაპრის "მელია და ბატები" - წაკითხვა.

გრამატიკა - თხრობისას სწორი გრამატიკული ფორმებით სარგებლობა.

ბგერითი კულტურა - სიტყვების ხმამაღლა, სიტყვის დაბოლოების მკაფიოდ და ზუსტად წარმოთქმა, მეტყველებისას საჭირო ინტონაციის დაცვა. თამაშის ჩატარება ხმის მიმბაძველობაზე.

 

 

მხატვრული ლიტერატურა

 

პროგრამა - ზღაპრის ყურადღებით მოსმენა, პერსონაჟთა მოქმედებებისათვის სწორი შეფასების მიცემა, თავისი დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვა პერსონაჟისადმი. მსჯელობა - რატომ მოეწონა ან არ მოეწონა ესა თუ ის მოქმედი პირი. თავისი მოსაზრების - ორ - სამსიტყვიანი წინადადებით დასაბუთება.

ქართული ხალხური ზღაპრის "მამა და შვილი" - წაკითხვა.

 




უკან დაბრუნება






 
  © 2006 www.bavshvi.ge