Main PageSite MapContact


  5-იდან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა მეტყველების დახასიათება

            სიტყვათა მარაგის გამდიდრებაზე მუშაობა მიმდინარეობს ბავშვის სხვადასხვა საქმიანობის პროცესში, ბავშვს ეძლევა საშუალება თითოეული თავისი მოქმედება დაუკავშიროს შესაბამის სიტყვა-გამოთქმას: აღმზრდელი სწორად და საინტერესოდ განხორციელებული ურთიერთობის საფუძველზე ხელს შეუწყობს ბავშვის ლექსიკის გამდიდრებას, თხრობისა და საუბრისას მის აქტიურად გამოყენებას; ხალხური ზეპირსიტყვიერების დამახსოვრებას და მის საფუძველზე მეტყველების გამდიდრებასა და გამრავალფეროვნებას.

            აღმზრდელმა უნდა ხელი შეუწყოს ბავშვს სხვადასხვა საქმიანობის პროცესში შეძენილი სიტყვები სწორად დაასახელოს და აქტიურად და მიზნობრივად გამოიყენოს. ხშირად უნდა მიუთითოს ბავშვს თავაზიანი სიტყვებით სარგებლობაზე: თუ შეიძლება, მაპატიეთ, უკაცრავად და . .

            გრამატიკული ფორმების დაუფლებისათვის  უნდა ასწავლოს ბავშვს ნაცნობი სიტყვებიდან ახალი სიტყვების წარმოება, მაგ., რძე-სარძევე, შაქარისაშაქრე; ასწავლოს ნაცნობი სიტყვებისაგან სხვადასხვა მარტივი აზრის შედგენა, ხელს შეუწყოს ქართული ენის ბგერებისა და სიტყვების მკაფიოდ  და სწორად წარმოთქმის დაუფლებაში და დროზე შეუსწოროს დაშვებულ შეცდომებს.

            მწყობრი მონოლოგიური მეტყველების განვითარებისათვის მშობელის შეუძლია გამოიყენოს მუშაობის სხვადასხვა ფორმამხატვრულ ნაწარმოებთა კითხვა-თხრობა, სურათების დათვალიერება და მათ აღწერა; ამბის შედგენა; განსაკუთრებით ეფექტურია დაწყებული ამბის გაგრძელება და მისი საინტერესოდ, სხვადასხვა ვარიანტით მოყოლა. მუშაობის პროცესში მან ყურადღება უნდა მიექციოს მოთხრობის შინაარსის ლოგიკურ თანმიმდევრობას, წინადადებების სწორად აგებას, მათში სიტყვების სწორად განლაგებას.

            მხატვრული ნაწარმოების თხრობისას ბავშვი სწავლობს შინაარსის გადმოცემას მწყობრად, თანმიმდევრულად, გამომეტყველებით, თითქმის უფროსის დახმარების გარეშე. ამ ასაკის ბავშვი თხრობისას არ უნდა ეძებდეს საჭირო სიტყვებს, არამედ აქტიურად უნდა იყენებდეს ლექსიკურ მარაგს, რაც როგორც მარტივი, ისე რთული წინადადებების გამოყენების საშუალებას იძლევა.

            წინადადების სიტყვების ერთმანეთთან შეწყობა-შეკავშირებისა და დამოუკიდებელი მეტყველების უნარის გამოსამუშავებლად ეფექტურიაწერილის დაწერისხერხის გამოყენება. უფროსი ბავშვს ეუბნევა, რომ მისი თანატოლი ავადაა, მას თურმე ძალიან ენატრება, სულ მასზე ფიქრობს და დედას მასთან მოკითხვას აბარებს. მოდი მივწეროთ მას წერილი, რადგან შენ წერა არ იცი, მე მიკარნახე და მე დავწერ!

            მეტყველების განვითარებას სკოლამდელ ასაკში დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის,  რომ ბავშვმა ადვილად აითვისოს და დაძლიოს მომავალში მეტყველებაში წარმოქმნილი სირთულეები. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია თქვენი როლიცრაც ითვალისწინებს ბავშვის მეტყველების განვითარების სწორ წარმართვას.




უკან დაბრუნება






 
  © 2006 www.bavshvi.ge