Main PageSite MapContact


  4-5 წლამდე ასაკის ბავშვთა მეტყველების დახასიათება

           

            4 წლის ასაკის ბავშვების მიერ სიტყვებისა და ბგერების წარმოთქმა ძირითადად განსხვავდება წინა ასაკის ბავშვთა ბგერითი კულტურისაგან. აღნიშნული ასაკის ბავშვები შედარებით სწორად წარმოთქვამენ დედაენის თითქმის ყველა ბგერას მიუხედავად წინსვლისა უნდა გაგრძელდეს ინტენსიური მუშაობა ფონეტიკური მხარის განმტკიცება-განვითარებაზე. კერძოდ, მშობელიმ უნდა იმუშავოს სიტყვების ჟღერადობის, მასში შემავალი ცალკეული ბგერების ყურადღებით მოსმენაზე, სიტყვების ხმამაღლა, მკაფიოდ და ზუსტად საშუალო ტონალობითა და ხმადაბლა წარმოთქმაზე. ასევე საჭიროა იმუშავოს სიტყვათა მარაგის გამდიდრებაზე. დამხმარე შეკითხვების საშუალებით აღმზრდელი ბავშვს ალაპარაკებს, ცდილობს საუბრისას მან ერთნაირად სწორად ისარგებლოს როგორც არსებითი სახელებით, ისე ზმნებით, ნაცვალსახელებით, ზმნიზედებით. აღნიშნული მუშაობის საფუძველზე მდიდრდება ლექსიკა, აქტიურდება ბავშის მეტყველებაში არსებული სიტყვათა მარაგი.

            ამ ასაკის ბავშვები უკვე აქტიურად იყენებენ სინონიმებსა და ანტონიმებს, რისთვისაც შეიძლება მივმართოდ სათამაშოებისა და სხვა საგნების შედარებას, რაც ხელს უწყობს მათ შორის მსგავსება-განსხავების აღმოჩენას და სიტყვიერად მათ სწორად გაფორმებას. მაგ. ბავშვს უჩვენებთ ორ თოჯინას და ეკითხებით: რით გვანან ისინი ერთმანეთს და რა აქვთ განსხვავებული. ბავშვი აკვირდება და შესაბამისად აღნიშნავს გარეგნობისა თუ ჩაცმულობის განმასხვავებელ დეტალებს:” ერთი თოჯინა ცისფერთვალებაა, მეორეს შავი თვალები აქვს, ერთს კაბა აცვია, მეორეს შარვალი, ერთი მაღალია, მეორე დაბალი, ორივე კოხტაა და ლამაზი”, აქ მსგავესება-განსხვავებაზეც მიდის მუშაობა და ჩართულია სინონიმებისა და ანტონიმების დასახელება.

            დიდი მნიშვნელობა ენიჭება ახალი სიტყვის მიწოდებისას სათანადო საგნობრივი თვალსაჩინო მასალის გამოყენებას. მაგალითად, სურათებს შორის მოძებნოს ის გამოსახულებანი, რომლებიც ერთი სიტყვით წარმოითქმის მაგ. “ნემსი ერთი სიტყვაა, მაგრამ მნიშვნელობითა და გამოყენებით ერთმანეთისაგან განსხვავდებიან საკერავი ნემსი, სამედიცინო ნემსი, ზღარბსაც ზურგზენემსებიაქვს და . .

             ამ ასაკში უფრო ზუსტდება და მიზნობრივად გამოიყენება განმაზოგადებელი ცნებები (სათამაშოები, ტანსაცმელი, ავეჯი, ხილი). ბავშვს სწორად შეუძლია კონკრეტულ შემთხვევაში შეარჩიოს ამა თუ იმ საგნის მოქმედების ამსახველი სიტყვა (ბურთი დაგორავს, თვითვმრინავი, გუგუნებს). 4 წლის ასაკის ბავშვს შეუძლია მოცემულ სიტყვისათვის შესაბამისი განსაზღვრების შერჩევამაგ, ფოთოლი შეიძლება იყოს მწვანე, ყვითელი, ზოგი წითელიც, საზამთრო გარედან მწვანეა, შიგნით წითელი...

            აღმზრდელმა შესაბამისი მაგალითებით უნდა დაარწმუნოს ბავშვი, რომ ზოგი სიტყვა  (განსაკუთრებით ზმნები) მეტყველებაში ძლიერ ხშირად გამოიყენება (მაგ., მოდის ითქმის ადამიანზე, მანქანაზეც, ცხოველზეც...), რომ ყველა საგანს ან მოვლენას თავის დანიშნულება აქვს. მაგ., წვიმა მიწას რწყავს; დიდი ქარიშხალი ხეებს თხრის, სახლებს სახურავს ხდის... მზე გვახარებს, გვახალისებს, გვათბობს, ბუნებას ალამაზებს და . .  ბავშვი სწავლობს მსგავსი და საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვების შერჩევა-დასახელებას: ტკბილი, გემრიელი, ლამაზი, კოხტა; მაღალი-დაბალი...

            ბავშვს აქტიურად ავარჯიშებენ აგრეთვე მოქმედების მიმართულების აღმნიშვნელი ზმნისწინების სათანადოდ შერჩევასა და მორგებულად გამოყენებაში (გია კიბეზე ჩამო-დის, კურდღელი მარდად მი-ხტის და . ). ბავშვი ყოველდღიურად ეუფლება მდებარეობის აღმნიშვნელი თანდებულების მართებულად წარმოთქმას: ჭიქა მაგიდაზე დგას, ბურთი კედელთან დევს... ადვილად ეუფლება აგრეთვე დანიშნულების გამომხატველ ახალი სიტყვების წარმოებას (შაქარი-საშაქრე, პური, საპურე)

            პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე ბავშვი სწავლობს წინადადებაში სიტყვების ერთმანეთთან შეწყობა-შეკავშირებას. ასეთი სახის ვარჯიშისათვის შეიძლება გამოვიყენოთ სპეციალური სავარჯიშოები და თამაშები. მაგ., რისთვის გვჭირდება (მაკრატელი, ნემსი, ფანქარი, საღებავი და სხვ)

            ზღაპრის მოსაყოლად აღმზრდელი იყენებს შემცვლელ საგნებს. მაგ., ფერად წრეებს, კუბებს, სამკუთხედებს. თხრობისას ამ საგნებს ბავშვი უფროსის მიერ ნაჩვენები ნიმუშის შემდეგ თვითონ იყენებს სხვადასხვა პერსონაჟის ნაცვლად. მაგ., ზღაპრებშისამი დათვი”, წითელქუდა”. ბავშვი ამ საგნებს ზღაპრის სიუჟეტის შესატყვისად ამოძრავებს მაგიდაზე.

            ამ ასაკის ბავშთან მხატვრული ლიტერატურის გაცნობას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ ბავშვმა შეძლოს ნაწარმოების პერსონაჟთა ქცევის მიხედვით მისი გარშემომყოფ ადამიანთა მოწიწების, პატივისცემისა და ანგარიშის გაწევის უნარის გამომუშავება, უფროსი ადამიანების შრომის დაფასება. ჩამოუყალიბდეს მოხუცებისადმი ყურადღებისა და პატივისცემის გრძნობა. მხატვრული ლიტერატურის მხატვრულად, გამომეტყველებით წაკითხვით უფროსი ბავშვში იწვევს დადებით ემოციებს. წინასწარ მოფიქრებული და გააზრებული შეკითხვებით ბავშვს არკვევს დედააზრში, უსმენს მის მსჯელობას, მოსაზრებებს ამა თუ იმ პერსონაჟის შესაფასებლად, ასწავლის დადებითი და უარყოფითი  ქცევების განსხვავებას, მათ სწორად შეფასებას. აღმზრდელი საუბრისას ყურადღებას აქცევს მეტყველების სისწორეს, წინადადებების სწორად აგებას, მათში სიტყვების სწორად განლაგებას, ხატოვანი გამოთქმების მიზანმიმართულ გამოყენებას.




უკან დაბრუნება






 
  © 2006 www.bavshvi.ge