Main PageSite MapContact


  მშობლიური ენის დაუფლების ძირითადი ამოცანები

 

            ბავშვი ლაპარაკს იწყებს იმ ენაზე, რომელიც მას ესმის გარშემომყოფი ადამიანებისაგანმშობლებისა და ახლობლებისაგან. ამ ენას ეწოდებადედა ენა, მშობლიური ენა.

            მშობლიური ენის დაუფლება ერთ-ერთი ძვირფასი შენაძენია ბავშვისათვის სკოლამდელ ასაკში. ამ ასაკიდან ეზიარებიან მშობლიური ენის სილამაზეს, მის სიმდიდრეს და ეუფლებიან დახვეწილ ქართულ მეტყველებას.

            ბავშვის მეტყველების განვითარება საკმაოდ რთული პროცესია. მეტყველების განვითარება ეს არის მისთვის სწორი ლაპარაკის სწავლება, რაც ნიშნავს, რომ ბავშვს დაუგროვდეს სიტყვათა მდიდარი მარაგი, აქტიურად სარგებლობდეს ამ სიტყვებით, შეეძლოს სწორი გრამატიკული ფორმების გამოყენება, სიტყვებისა და ბგერების სწორი, მკაფიო წარმოთქმა, აზრის ნათლად ჩამოყალიბება, თანატოლთა და უფროსი ადამიანის საუბრის მოსმენა და მასზე სწორი რეაგირება, სურათზე დახატული საგნების ამოცნობა და მისი შესაბამისი დაწერილობის წაკითხვა.

            ბავშვის მეტყველება ვითარდება თამაშის, რაიმე საქმიანობის, ბუნებაში ყოფნის, ეკოლოგიური ცოდნის შეძენისა და მხატვრული ლიტერატურის კითხვისას, გარე სამყაროს გაცნობისას და საერთოდ ყოველდღიური ცხოვრებისას. მაგრამ ბავშვის მიერ ენის სხვადასხვა მხარის დაუფლება და კითხვის სწავლება მეტყველების განვითარებისათვის განკუთვნილ სპეციალურ მეცადინეობებზე ხდება. გარდა ამისა, ბავშვებს შორის სამეტყველო ურთიერთობისას სპეციალური სიტუაციების შექმნა ამრავალფეროვნებს მათ ზეპირ მეტყველებას, ამდიდრებს სიტყვათა მარაგს, ბავშვი ეჩვევა საკუთარი აზრის სიტყვიერ ფორმულირებას.

            ბავშვთან მუშაობისას უნდა გათვალისწინებულ იქნას მათიდატვირთვაგანვითარების დონის, ასაკის, და რაც მთავარია, ინდივიდუალური თავისებურებების შესაბამისად. თითოეული ბავშვს ხომ ინდივიდუალური განვითარების ტემპი, პიროვნული ნიშნები და ოჯახური პირობები აქვს. ბავშვთან მუშაობისას მიზნად უნდა დავისახოთ, როგორც ბავშვის სიტყვათა მარაგის გამდიდრება, ისე  მის მიერ საგნის სხვადასხვა ნიშან-თვისებების აღმნიშვნელი, აზრობრივად შესაბამისი და საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვების სწორად გამოყენებისა და საჭირო გამოთქმების სწრაფად შერჩევა-დასახელების უნარი.

            ლექსიკის გამდიდრებას ხელს უწყობს მხატვრული ლიტერატურა. მისი  მეშვეობით ბავშვი ეცნობა ბუნების მოვლენებს, ადამიანთა ურთიერთობის სამყაროს, ქართველი ხალხის კულტურის ნიმუშებს, საზოგადოებრივ ცხოვრებას, მშობელი ხალხის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ლიტერატურა აძლიერებს ბავშვებში მხატვრული ნაწარმოებისადმი ინტერესს, უღვიძებს სურვილს წაიკითხონ ლექსი გამომეტყველებით, ლამაზად, იგრძნონ ლექსის რითმის მუსიკალური ჟღერადობა; მიბაძონ ნაწარმოების დადებით გმირებს, გაიზიარონ მათი გაჭირვება და სწორად შეაფასონ ამა თუ იმ გმირის მოქმედება. ასევე შენიშნონ და გაითავისონ სიკეთე, გაჭირვებულის, მოხუცის დახმარება, პატივისცემა; დააფასონ სიმართლის მთქმელი, დაგმონ ცრუ, ბოროტი პერსონაჟის მოქმედება.

            დიდი აღმზრდელობითი მნიშვნელობა აქვს საბავშვო ფოლკლორის სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს (ხალხური ლექსი, ზღაპარი, ანდაზა, გამოცანა და სხვა.). იგი აზიარებს ბავშვს კულტურის ტრადიციებს, ქართულ ხალხურ სიბრძნეს, გამჭრიახობას, მოსაზრებულობას, იწვევს ბავშვში დადებით ემოციებსა და ჯანსაღ სიცილს.

            ბავშვისათვის მხატვრული ნაწარმოებების მიწოდება-გაცნობა სასურველია ნაწარმოებთა შინაარსის თანდათანობით გართულებით ასაკისა და შესაძლებლობის მიხედვით.

 




უკან დაბრუნება






 
  © 2006 www.bavshvi.ge