5-იდან 6 წლამდე ასაკი
5 წლის
ასაკის
ბავშვები
განსაკუთრებით
ინტერესდებიან
ყველაფრით,
რაც
მათ
გარშემო
ხდება.
მათ
უამრავ
კითხვაზე
“საიდან”,
“რატომ”,
“რისთვის”
პასუხის
გასაცემად
ყოველთვის
მზად
უნდა
იყოთ.
თქვენ
უნდა
ეცადოთ
ამ
ასაკის
ბავშვებს
გაუღრმავოთ და გაუმდიდროთ
ცოდნა
ბუნების
შესახებ.
ასევე
უნდა
გაარკვიოთ
მცენარეთა
სასიცოცხლო
ფუნქციებში,
რომ
ისინიც
ცოცხალი
არსებები
არიან,
როგორც
სხვა
დანარჩენნი;
ფესვებით
მიწიდან
ამოღებული
საკვები
მთელ
მცენარეს
გადაეცემა,
ხე
იწყებს
გამოცოცხლებას,
კვირტები
წარმოიქმნება,
სხვადასხვა
ხეხილის
ნარგავები
ყვავილობენ.
ყველაზე
ადრე
ტყემლის
ხე
იწყებს
ყვავილობას.
ხეხილს
მოვლა-პატრონობა
სჭირდება;
დაბარვა,
სასუქის
შეტანა;
გაზაფხულზე
მცენარე
იწყებს
ახალ
სიცოცხლეს,
მას
სითბო
სჭირდება.
უნდა
შეახსენოთ
ბავშვს,
რომ
ცხოველების
სიცოცხლე
ბუნების
მოვლენებზეა
დამოკიდებული,
ამიტომ
მათ
ხშირად
ადამიანის
დახმარება
სჭირდებათ.
ცხელი
ზაფხულის
დროს
წყლის
გაჭირვებაა,
ცხოველებს,
მცენარეებს
ხელოვნური
არხებიდან
წყალს
აწვდიან.
ბუნებას
მოვლა
და
გაფრთხილება
სჭირდება.
ბავშვმა
თქვენთან
ერთად
ზამთარში
ბეღურებსა
და
მტრედებს
უნდა
დაუყაროს
საკენკი.
ხშირად
ესაუბრეთ
ბავშვს
ბუნების
სიმდიდრესა
და
სილამაზეზე,
მცენარეთა
ნაირფეროვნებაზე;
კახეთში
ხარობს
ყურძენი,
ქართლი
მდიდარია
საუკეთესო
ხილით
და
ა. შ.
შემოდგომაზე
ყურადღება
უნდა
მიაქციოთ
იმას,
რომ
გარშემო
ყვავებისა
და
ბეღურების
გარდა
სხვა
ფრინველები
არ
დარჩენილან,
ყველა
თბილ
ქვეყნებში
გაფრინდნენ.
გასეირნებისას
შეიძლება
ბავშვთან
საინტერესო
საუბრის
ჩატარება,
რას
ფიქრობენ,
რატომ
მოხდა
ეს?
“ჩვენთან
უკვე
ცივა”,
“ზამთარი
ახლოვდება”,
“აღარ
ჩანან
მწერები,
ბუზები,
ფრინველებს
კი
გამოკვება
სჭირდებათ”.
მას
უნდა
აუხსნათ,
რომ
მწერები
კი
არ
იღუპებიან,
არამედ
ხის
ქერქისა
და
დაცვენილი
ყვითელი
ფოთლების
ქვეშ
აფარებენ
თავს,
გამოიზამთრებენ
და
გაზაფხულზე
კვლავ
გამომზეურდებიან.
არაცოცხალი
და
ცოცხალი
ბუნების
მოვლენების
გასაცნობად
შეიძლება
გამოიყენოთ
ბუნების
კალენდარი,
რომელიც
ყოველკვირეულია,
პირობითი
ნიშნები
და
მოდელები
ამინდზე
და
წელიწადის
სხვადასხვა
დროზე
დასაკვირვებლად.
ამ
ყველაფრის
ცოდნას
დიდი
მნიშვნელობა
აქვს
ბავშვის
განვითარებისათვის.
თქვენი
დახმარებით
კი
ბავშვი
შეძლებს
გარემოს, ბუნების მოვლენების
სწორ
აღქმას,
გააზრებას
და
ადექვატურ
ადაპტაციას.
|