Main PageSite MapContact


  4-იდან 5 წლამდე ასაკი

ბავშვის მიერ ბუნების გაცნობა კვლავ უშუალო დაკვირვებით უნდა მოხდეს. თქვენ უნდა გააცნოთ მას, როგორც ცოცხალი, ისე არაცოცხალი ბუნების დამახასიათებელი ნიშან-თვისებები, დაუზუსტოთ წარმოდგენები წელიწადის თითოეული დროის დამახასიათებელი თავისებურებებსა და სეზონებში მიმდინარე კანონზომიერ განმეორებებზე. წელიწადის თითოეულ დროზე საუბრისას შეგიძლიათ გააცნოთ არა მარტო ბუნების მოვლენები, არამედ შესაბამისად მცენარეთა და ცხოველთა სამყაროში მიმდინარე ცვლილებები. (მაგ, გაზაფხულზე ყვავის ხეები, ზაფხულში მწიფდება ხილი, ზამთარში ცივა, შემოდგომაზე ხეებს ფოთლები ცვივა)

ამ ასაკის ბავშვისათვის აღმოჩენაა ის, რომ მცენარეც და ცხოველიც იზრდება, იკვებება და კვდება. ცხოველი ცხოველისაგან ჩნდება, მცენარე მცენარისაგან. ცხენს კვიცი უჩნდება, ქათამს წიწილები, ჩიტებს ბარტყები.

ბავშვებს აწუხებთ და ღრმად განიცდიან სისასტიკეს ბუნების ცოცხალი არსებების მიმართ; სიამოვნებთ, უხარიათ ძაღლის ლეკვის, კატის კნუტის, ჩიტის ბარტყის მოვლა, გადათელილი ყვავილების მოწესრიგება-გასწორება. ბავშვი აკვირდება რომელიმე ხის ნაყოფიდან ჩამოცვენილშვილებს” – თესლს, ინიშნავს იმ ადგილს, რომ გაზაფხულზე დააკვირდეს ახალი მცენარის აღმოცენებას, რასაც თქვენთან ერთად სიამოვნებით მოუვლის.

დადებითი და უარყოფითი მოვლენებისადმი 4 წლის ბავშვის ასეთი ემოციური დამოკიდებულება საშუალებას იძლევა წავახალისოთ ისინი ბუნების მიმართ ჰუმანური დამოკიდებულებისათვის, რათა შემდგომშიც დააფასონ ეს სილამაზე. გაუფრთხილდნენ მას, ყველგან დაიცვან წესრიგი და სისუფთავე, იცოდნენ, რომ ბუნების გარეშე მოისპობა სიცოცხლე დედამიწაზე.

 ასეთი საუბრების დროს შეიძლება ბავშვს წაუკითხოთ შესაბამისი  ლიტერატურა (. ევდოშვილისჩვენი ბაღიდა სხვ.)

 




უკან დაბრუნება






 
  © 2006 www.bavshvi.ge