Main PageSite MapContact


  3-დან -4 წლამდე ასაკი

 

მშობელი ბავშვთან თანაბარი პარტნიორობის დონეზე (“მოთამაშე პარტნიორი”) მას თანდათანობით უყალიბებს თამაშის სპეციფიკურ უნარებს, მასთან ერთად თამაშობს და ამით თამაშს უნარჩუნებს ბუნებრიობას; უზრუნველყოფს პირობებს დამოუკიდებელი თამაშის გააქტიურებისათვის.

            ძირითად პედაგოგიურ საშუალებად ითვლება სიუჟეტი (მოიცავს ყველა ელემენტსმოქმედებას, როლებს, მოვლენებს), რომელსაც აღმზრდელი ავითარებს ბავშვებთან ერთობლივი თამაშის პროცესში.

3 წლის ბავშვებს ჩამოყალიბებული აქვთ უმარტივესი პირობით-საგნობრივი თამაშის უნარი. აღმზრდელმა ბავშვებს უნდა ჩამოუყალიბოს თამაშის აგების ახალი ხერხიროლების მიხედვით ქცევა, რისთვისაც მას შეუძლია გამოიყენოს ნაცნობი სიუჟეტები და როლები (დედა-შვილი, ბებია-შვილიშვილი და სხვა).

ინდივიდუალური თამაშის დროს წყვილი როლების გათამაშებისას (მაგალითად თავად დედის როლში, თოჯინაშვილის და სხვ.) ბავშვს უნდა შეეძლოს საუბარი წარმართოს მონაცვლეობით (თავისი და თოჯინის ნაცვლად).

ერთობლივი თამაშის დროს მშობელმა შეკითხვებითა და რეპლიკებით უნდა გაააქტიუროს ბავშვის მეტყველება როლების შესაბამისად. სასურველია წმინდა სასაუბრო (სამეტყველო) სიტუაციის შექმნა სათამაშო ტელეფონის გამოყენებით (მაგალითად, საუბარი თოვლის პაპასთან, ფიფქიასთან, კომბლესთან, წითელქუდასთან და სხვ.), რაც დაეხმარება ბავშვს გადავიდეს საგნებით მოქმედებიდან საუბრით ურთიერთმოქმედებაზე. თუ ბავშვი შედარებით პასიურია, უმჯობესია ინდივიდუალური თამაში, დამკვირვებლების გარეშე.

3 წლისათვის ბავშვები პირობით-საგნობრივი მოქმედებების მეშვეობით შლიან დამოუკიდებელ თამაშს. საგნებითვითომმოქმედება წინასწარ ამზადებს ნიადაგს იმისათვის, რომ ბავშვმა გაიგოს შემდეგი - თამაშში თვითონაც შეუძლია იყოს სხვა (დედა, ექიმი და ..), .. 3 წლის ბავშვს უკვე შეუძლია როლის შესრულება.

როლის დაუფლება ბავშვებთან უფრო წარმატებით მიმდინარეობს თამაშის მიზანმიმართული ფორმირებისას. როლის მიხედვით თამაშის ქცევას ყოველთვის ახასიათებს ორი ასპექტი: 1. საგნებით მოქმედება როლის მიხედვით (მაგალითად, მხატვარი ხატავს სურათს, მძღოლი ატარებს მანქანას და . ) 2. პარტნიორისადმი მიმართული მეტყველება როლის შესაბამისად (მაგ, ექიმი პაციენტისაგან იგებს, თუ რა აწუხებს მას).

            3 წლის ასაკის ბავშვს უნდა შეეძლოს როლის აღება და მისი დასახელება, როლის მიხედვით სათამაშოზე (ამ შემთხვევაში პარტნიორ-თოჯინაზე) მიმართული სპეციფიკური მოქმედება, როლების მიხედვით წყვილი ურთიერთმოქმედება, თანატოლ პარტნიორთან მარტივი დიალოგი როლის შესაბამისად.

ბავშვის თამაშის სწორად ასაგებად მნიშვნელოვანია როლების შესაბამისად შერჩევა. ამ მხრივ ერთმანეთისაგან განსხვავდებიან  ურთიერთშემავსებელი როლები (სხვა როლთან ურთიერთმოქმედების მსაჭიროებელი, მაგ დედა-შვილი, ექიმი-ავადმყოფი) და დამოუკიდებელი როლები (მაგ, მძღოლის, მშენებლის და სხვა.), რომელთა კავშირი სხვა როლებთან არის უშუალო.

როლების მიხედვით ქცევის ფორმირებისთვის ბავშვებთან თამაში უნდა დავიწყოთ ურთიერთშემავსებელი როლების გამოყენებით, რომელთა კავშირიგახსნილია”, თითქოს ზედაპირულად ძევს. დასაწყისისათვის ეს უნდა იყოს ბავშვისათვის ცხოვრებისეული პრაქტიკიდან ნაცნობი წყვილი როლები (ბებია-შვილიშვილი, ექიმი-ავადმყოფი და სხვა). ასეთი როლების გამოყენებით ბავშვები სწრაფად მოახდენენ ორიენტირებას პარტნიორებზე და საგნობრივი მოქმედებიდან ყურადღებას გადაიტანენ როლებით ურთიერთმოქმედებაზე.

            როცა ბავშვი უკვე ასრულებს სპეციფიკური როლების მიხედვით მოქმედებთა ჯაჭვს, ამ მოქმედებას შეგიძლიათ დაუკავშიროთ როლის დასახელებაც: შენ ექიმი ხარ? უმკურნალე დათუნიას? და სხვა. ასეთი შეჯამება მნიშვნელოვნია ბავშვის მიერ შემდგომში გასათამაშებელი როლის  გააზრებულად შესრულებისათვის, მისი დამოუკიდებლად  დასახელებისათვის.

თამაშში მშობელი შეიძლება ჩაერთოს შემდეგნაირად: მაგ. “ბავშვი უმიზნოდ ატრიალებს საჭეს, მშობელი სთავაზობს მას: ნიკა, მოდი გიასთან ერთად ვითამაშოთ. ის გემით მიცურავს. გია ვინ ხარ? გემის კაპიტანი? შეიძლება მე და ნიკა მეზღვაურები ვიყოთ? მე მეზღვაური ვარ კაპიტანო, მიბრძანეთ რა გავაკეთო. ნაპირს ვუთვალთვალო დურბინდით? ნიკა, შენც შეეკითხე კაპიტანს - რა უნდა გავაკეთო...”

 




უკან დაბრუნება






 
  © 2006 www.bavshvi.ge