Main PageSite MapContact


  3-იდან 4 წლამდე ასაკი

სეზონების მიხედვით ბუნებაში მომხდარი ცვლილებები ბავშვს უნდა გააცნოთ გასეირნების დროს. თქვენ შეგიძლიათ ყოველდღიურად მიაქციოთ ყურადღება მომხდარ ცვლილებებს: “დღეს უფრო მეტად ცივა, არა?”; ასევე ასწავლოთ ხეების, ყვავილების, ფრინველთა დასახელებები როგორც ეზოში გასეირნების, ასევე თამაშის პროცესში.

მხედველობიდან არ უნდა გამოგრჩეთ ბუნების სილამაზის აღნიშვნალამაზი ყვავილებისა და ფოთლების შემჩნევა, რაც ბავშვებში სიამოვნების გრძნობას იწვევს. ყურადღება უნდა გაამახვილოთ ბუნებაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვაზე. უნდა მიაწოდოთ  საინტერესო ინფორმაცია ცოცხალი ობიექტების, მცენარეების, ცხოველების შესახებ (მაგ, მცენარე ფესვებით იკვებება, მას მორწყვა სჭირდება, ის წყალს ფესვების საშუალებით ისრუტავს, მათ სხვადასხვა ზომისა და ფერის ფოთლები აქვთ), ასევე შეგიძლიათ უჩვენოთ ყვავილებზე ღერო, ფოთლები და მოუყვეთ, რომ ზოგიერთი ყვავილი ღამით ფოთლებს კეცავს, თითქოს იძინებს, დილით კი ისევ იშლება, რაც ხელს უწყობს ბავშვში ელემენტალურიაღმოჩენისუნარის განვითარებას.

ცხოველების სურათების დათვალიერებისას ბავშვი ეცნობა მათ გარეგნულ ნიშნებს, ცხოვრების ნირს, რომ ზაფხულსა და შემოდგომაზე მათ არ უჭირთ გამოკვება, ზამთარში კი ადამიანის დახმარება სჭირდებათ. ბავშვთან ერთად დაუყარეთ საკენკი ფრინველებს და აუხსენით მათ, რომ შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს   მათი პატრონები უვლიან, გარდა ამისა წაუკითხეთ მათ მხატვრული ნაწარმოებები, გააცანით სურათები, ასწავლეთ ლექსები მცენარეებსა და ცხოველებზე. ეს ყველაფერი გაუღვივებთ მათ ბუნების დაცვის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს მოვლისა და გაფრთხილების სურვილს.

 




უკან დაბრუნება






 
  © 2006 www.bavshvi.ge