ბუნების გაცნობა
ბუნების
გაცნობა
მნიშვნელოვანი
საშუალებაა
ბავშვის
აღზრდა-განვითარებისათვის,
რაც
ხელს
უწყობს
აღქმის,
აზროვნებისა
და
მეტყველების
განვითარებას.
უფროსის
გააზრებული
ხელმძღვანელობით
ბავშვი
შეიძლება
შევიდეს
საიდუმლოებით
მოცულ
ბუნების
სამყაროში,
რაც
დაეხმარება
მას
ბუნების
სინამდვილის
ათვისებაში,
ლოგიკური
აზროვნების
განვითარებასა
და
მსჯელობა-დაკვირვებულობის
უნარის
გამომუშავებაში.
ბავშვმა
უნდა
გაიგოს
საერთოდ
რა
არის
ბუნება,
რომ
ეს
არის
სინათლე
და
სითბო,
რომელსაც
მზე
იძლევა,
წყალი
და
ჰაერი,
მცენარეები,
ცხოველთა
სამყარო
და
ბოლოს
თვით
ადამიანები.
ისევე
როგორც
ადამიანები,
მცენარეები
და
ცხოველებიც
იბადებიან,
მრავლდებიან,
ბერდებიან
და
კვდებიან.
ეს
მოვლენები
ცოცხალ
ბუნებას
ახასიათებს,
მაგრამ
მიწა,
წყალი
და
ჰაერი
განსხვავდება
მათგან.
ბავშვი
დიდი
ინტერესით
ეცნობა
წელიწადის
ყოველი
დროის
დამახასიათებელ
მოვლენებს.
მშობლიური
ბუნებისადმი
სათუთი
დამოკიდებულება,
ტყე-ველისა
და
მინდვრების
სილამაზის
გაცნობა,
ფრინველების
ჭიკჭიკის,
გალობის
მოსმენა,
ნაკადულების
რაკრაკის,
წვიმის
წკაპა-წკუპისა
და
ნიავის
დროს
ფოთოლთა
ნაზი
შრიალის
მოსმენა
გრძნობადი
აღქმის
განვითარების
შესაძლებლობას
იძლევა.
|