Main PageSite MapContact


   4-იდან 5 წლამდე ასაკი

 

ბავშვი ამ ასაკში აგრძელებს საგნების ნიშან-თვისებების გაცნობას. იგი აზუსტებს, რომ საგანი გემოს მიხედვით შეიძლება იყოს ტკბილი (შოკოლადი, შაქარი ნამცხვარი), მჟავე (მაწონი, ტყემალი), მლაშე (მარილი, ყველი), მწარე (წიწაკა, აჯიკა); სმენით შეიძლება განასხვავოს ფოთლების შრიალი, ბატების სისინი, მატარებლის ბორბლების ბრახუნი, სტაფილოს ხრამუნი და სხვა.

Bბავშვი მშობელმა უნდა მიაჩვიოს ძირითადი ფერების გარჩევასა და დასახელებას; დამატებით გააცნოს შავი, თეთრი, ცისფერი და ვარდისფერი ფერები; აგრეთვე ეცადოს გაარჩევინოს ხილისა და ყვავილების სუნი; ასწავლოს ბავშვს, რომ საგნები შეიძლება დააჯგუფოს ფორმის მიხედვით. მაგ, ბურთი, ფორთოხალი, საზამთრო მრგვალია და . . აუხსნას, რომ კაბას, პერანგს კერავენ სხვადასხვა ქსოვილისაგან (აბრეშუმი, ჩითი).

            მშობელმა აგრეთვე უნდა შეუქმნას წარმოდგენები ტრანსპორტის დანიშნულებაზე: მსუბუქი მანქანით, ავტობუსით, ტროლეიბუსით, ტაქსით მგზავრობენ ადამიანები; საბარგო მანქანებით გადააქვთ ტვირთი. თვითმფრინავით, მატარებლით მგზავრობს ხალხი და მათი საშუალებით გადააქვთ ტვირთიც.

მშობელმა უნდა:

-          აუხსნას საქართველოსათვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული საგნების დანიშნულება: თონეში აცხობენ მრგვალსა და  გრძელ შოთ პურებს, კეცში კი მჭადს, ხაჭაპურსა და კვერს; ჭურს, ტიკსა და ქვევრს, ხმარობენ ღვინისა და ჭარხლის შესანახად;

-          აუხსნას, რომ საქართველო ჩვენი სამშობლოა; გაამახვილოს ყურადღება მშობლიური ქალაქის (სოფლის) ღირსშესანიშნავ ადგილებზე. აცნობოს, რომ თბილისი საქართველოს დედაქალაქია. იგი დიდია და ლამაზი. თბილისში მაღალი სახლებია, ბევრი ბაღი, პარკი და ბიბლიოთეკაა. არის მეტრო, სპორტისა და ახალგაზრდების სასახლეები, თბილისის ზღვა და სხვ;

-          გააცნოს რესპუბლიკაში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ხალხები (სომხები, აზერბიჯანელები, რუსები აფხაზები, ოსები და სხვ.). ასწავლოს მათ მიერ შექმნილ ზღაპრები, სიმღერები და ცეკვები; გააცნოს მათი ეროვნული ტანსაცმელი, სათამაშოები და ამით გამოიწვიოს ინტერესი და მეგობრული გრძნობები სხვა ხალხებისადმი.

 




უკან დაბრუნება






 
  © 2006 www.bavshvi.ge