3-დან 4 წლამდე ასაკი
მშობელმა
მუდმივად
უნდა
გაამახვილოს
ყურადღება
ბავშვის
სახელსა
და
გვარზე
და
მიუთითოს,
რომ
მას,
მასწავლებელს
და
ამხანაგებს
ყოველთვის
მიმართოს
სახელით.
მან
უნდა
გააცნოს
ბავშვს
საგანთა
ნიშან-თვისებები,
რითაც
ხელს
შეუწყობს ცნობისმოყვარეობის
გაღვივებას;
ასევე
იგი
უხსნის,
რომ
საგნებს
სჭირდება
გაფრთხილება,
მოვლა
და
უნდა
ეცადოს,
გააგებინოს
საგნის
დანიშნულება
(სათამაშოების
კარადაში
ინახება
სათამაშოები,
წიგნის
თაროზე
წიგნები
და
სხვ.).
მშობელმა
თვითონ
უნდა
მისცეს
ბავშვს
საგნის
აღწერის
ნიმუში.
იგი
უნდა
ეცადოს,
განუმტკიცოს
ბავშვს
ისეთი
ცნებები,
როგორიცაა:
სათამაშოები,
ტანსაცმელი,
ჭურჭელი
და
სხვ.
გააცნოს
საგნის
ძირითადი
ფერები
(წითელი,
ყვითელი,
მწვანე), გემო (ტკბილი,
მწარე, მჟავე,), ტემპერატურა (ცივი, ცხელი), აუხსნას
ბავშვს
ადამიანის
სხეულის
(თავი,
ტანი,
ფეხები
და
სხვა.)
ნაწილები
და
მათი
დანიშნულება.
მაგ.,
ადამიანი
ფეხებით
დადის,
თვალებით
ხედავს,
ცხვირით
სუნთქავს
და
ა. შ.
მშობელმა
უნდა
შეუქმნას
ბავშვს წარმოდგენა
ტრანსპორტის
იმ
სახეებზე,
რომლებსაც
გარემოში
ხედავს
(ავტობუსი, ტროლეიბუსი
და
სხვა);
გააცნოს,
რომ
ავტობუსს
მართავს
მძღოლი
და
სხვა.
- გააცნოს
აგრეთვე
ბავშვს
შუქნიშნის
ფერების
მნიშვნელობა
და
უთხრას,
რომ
ქუჩაზე
გადასვლა
შეიძლება
მხოლოდ
მწვანე
ფერზე.
აუხსნას,
რომ
ქუჩაში
უნდა
იაროს
ქვაფენილზე
მარჯვენა
მხარეს;
- აუხსნას,
რომ
უნდა
გაუფრთხილდეს
ნივთებს,
სათამაშოებსა
და
ავეჯს,
დაიცვას
სისუფთავე,
არ
დაანაგვიანოს
ოთახი,
ეზო
და
სხვა;
- მიაჩვიოს
სხვა
ბავშვებთან
ზრდილობიან
დამოკიდებულებას,
უფროსებისადმი
პატივისცემას;
- აუხსნას,
რომ
მაღაზიაში
იყიდება
პური,
რძე,
ბოსტნეული,
ტანსაცმელი,
სათამაშოები
და
სხვა.
ადამიანებს
ემსახურება
გამყიდველი,
როელიც
წონის
პროდუქტებს,
ფუთავს
მათ,
ურჩევს
მყიდველებს
რა
იყიდონ
და
სხვა;
- ესაუბროს
მშობლიურ
ქალაქზე
(სოფელზე),
ასეირნოს
პარკში,
აჩვენოს
ახლომდებარე
ღირსშესანიშნავი
ძეგლები, შენობები და სხვა;
- გაუღრმავოს
ბავშვს
გარემოს
სილამაზის
აღქმა,
ასწავლოს
ლამაზი
საგნების,
ნაგებობების
დანახვა
და
შეფასება,
ეცადოს
აღუძრას
სურვილი,
რომ
თვითონაც
ყველაფერი
ლამაზად
გააკეთოს.
|