Main PageSite MapContact


  გარემოს გაცნობა

 

გარემოს გაცნობა სკოლამდელი ასაკის ბავშვის ფსიქიკური განვითარების აუცილებელი პირობაა. საგნების, საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენებისა და ბუნების გაცნობის მიზნით ბავშვს უფართოვდბა გონებრივი არე, უვითარდება მეტყველება, უყალიბდება სინამდვილისადმი ესთეტიკური დამოკიდებულება და დადებითი მორალური თვისებები.

           

გარემოს გაცნობა გულისხმობს შემდეგი ამოცანების გადაწყვეტას:

-          ბავშვის წარმოდგენების დაზუსტება-გაფართოებას;

-          ელემენტარული ცოდნის მიწოდებას საგნების, საზოგადოებრივი ცხოვრების, მოვლენებისა და ბუნების შესახებ.

-          ბავშვთან დაკვირვების უნარისა და ცნობისმოყვარეობის აღზრდას, დიფერენცირებული აღქმის განვითარებას; საგნის ნიშან-თვისებების დაუფლებას და მათზე აქტიური ინტელექტულური ოპერაციების (ანალიზის, სინთეზის, აბსტრაქციის, განზოგადების) წარმოებას; საგნის ნიშან-თვისებების გამორჩევას;

-          სინამდვილისადმი ესთეტიკური დამოკიდებულების, სილამაზის აღქმის უნარის აღზრდას, ბავშვის მიერ ყოფა-ცხოვრების ძირითადი წესების შესრულებას;

-          შრომისადი ინტერესისა და პატივისცემის გრძნობის აღზრდას, უფროსების შრომაში მონაწილეობის სურვილის აღძვრას, ხალხისადმი ტოლერანტობის გრძნობის გაღვიძებას; უფროსებთან და უმცროსებთან თავაზიანი, მეგობრული ურთიერთობის დამყარებას.

 

            მშობელმა სასურველია მუშაობა განახორციელოს სამი ასპექტით: საგნების, საზოგადოებრივი ცხოვრების, მოვლენებისა და ბუნების გაცნობის მიხედვით.

 

            გარემოს გაცნობა საყოფაცხოვრებო საგნებით იწყება. მშობელმა ბავშვს უნდა აუხსნას საგნის ნიშან-თვისებები, (ფერი, გემო, სუნი და სხვა.) და ამავე დროს ხელს შეუწყოს ბავშვის ცნობიერების გაღვიძებას, დაკვირვების უნარის, აღქმის, აზროვნებისა და მეტყველების განვითარებას; Mმან უნდა განუმარტოს ბავშვს საგნის დანიშნულება და ის, რომ საგანს გაფრთხილება და მოვლა სჭირდება. ბავშვის ინტერესის გაღვიძებისათვის მშობელის შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა სახის დიდაქტიკურ თამაშები, როგორც მასალებითა და საგნებით, ასევე ზეპირსიტყვიერი თამაშები და გამოცანები. ამასთან ერთად მან დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს ბავშვისათვის ყოფითი ელემენტების გაცნობას, გამოიყენოს მხატვრული ლიტერატურის კითხვა-თხრობა, სიუჟეტიანი სურათების აღწერა და სხვა. მშობელმა საუბრისა და ახსნა-განმარტების საშუალებით უნდა გაარკვიოს ბავშვი ყოფით მოვლენებში, რაც ბავშვს უფართოვებს გონების ჰორიზონტს, ხელს უწყობს სოციალური ურთიერთობის დამყარებას.

            სამშობლოსადმი სიყვარულის აღზრდისათვის ბავშვს უნდა მიაწოდოთ ელემენტარული ცნობები მშობლიური მხარის, ხალხის ყოფა-ცხოვრების, ტრადიციების შესახებ. თქვენ უნდა ეცადოთ შეაყვაროთ მას მშობლიური ქალაქი (სოფელი), თანდათან გაუფართოვოთ მშობლიური მხარის გაცნობის ფარგლები. აგრეთვე აუხსნათ ბავშვს, რითი გამოირჩევა მისი მშობლიური, გამოჩენილი ისტორიული მხარე (ძეგლები პიროვნებანი, მწერლები და სხვა). 

 




უკან დაბრუნება






 
  © 2006 www.bavshvi.ge