Main PageSite MapContact


  სათამაშოები

 

მშობელს უნდა ჰქონდეს მხედველობაში, რომ ბავშვს აუცილებლად ესაჭიროება თავისი კუთხე, სადაც იგი თავს ავტონომიურ პიროვნებად იგრძნობს. Bმას საშუალება ექნება აკონტროლოს თავისი ტერიტორია და შედეგად გაუჩნდება პასუხისმგებლობის გრძნობა, რომ თავისი კუთხე მუდმივად მოწესრიგებული ჰქონდეს. სათამაშოების შერჩევისას მშობელმა უნდა გაითვალისწინოს ბავშვის სქესი, ასაკი და ამასთანავე თავი აარიდოს ისეთ სათამაშოებს, რომლებმაც შეიძლება ბავშვში განავითაროს აგრესია (ასაფეთქებლები, ავტომატები) და უბიძგოს ძალადობისკენ. Aაქედან გამომდინარე დიდი მნიშვნელობა აქვს სათამაშოების სწორად შერჩევას.

Gგთავაზობთ ბავშვისათვის საჭირო სათამაშოების ჩამონათვალს:   

სიუჟეტური სათამაშოები:

1.         პლასტმასის, რეზინის, ფაიფური თოჯინები თავის, კიდურების მოძრავი სიმაგრით, სიმაღლე 20-35სმ;

2.         სხვადასხვა მასალისგან კომბინირებული თოჯინები სხვადასხვა კოსტიუმებში, სიმაღლე 50-55სმ;

3.         პლასტმასის თოჯინები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან (კომბლე, ბურატინო, წითელქუდა და სხვ), თავის, კიდურების მოძრავი სიმაგრით, სიმაღლე 15-20სმ;

4.         თოჯინები ეროვნული ტანსაცმლის ელემენტებით, სიმაღლე 20-25სმ;

5.         პლასტმასის ჯარისკაცები, სიმაღლე 5-7 სმ;

6.         თოჯინების ტანსაცმელი სეზონების მიხედვით: საზაფხულო, ზამთრის, საშინაო და სხვ.

7.         ლოგინის ნივთები (ლეიბი, საბანი, ბალიში, ზეწარი, ბალიშის პირი);

8.         თოჯინების ავეჯი: საძინებელი, სადილის, სამზარეულო;

9.         თოჯინების ჭურჭელი: ჩაის, სადილის, სამზარეულო;

10.       თოჯინების საოჯახო ნივთები: სარეცხი მანქანა, უთო, საათი, ტელეფონი, ჩანთები, კალათები, თოჯინის ეტლი, პლასტმასის სამედიცინო კომპლექტი;

11.       სათამაშო ცხოველები: პატარა ძაღლები, სხვადასხვა მასალის დიდი და პატარა კატები, სხვადასხვა ზომის მამალი, სხვადასხვა მასალის ქათამი, წიწილებით, სხვადასხვა მასალის და ზომის ლომი, დათვი, ვეფხვი, მგელი, მელია, კურდღელი, მაიმუნი, ბაყაყი, თევზი.

ტექნიკური სათამაშოები:

1.         სხვადასხვა მასალის ორთქლმავალი, ვაგონები

2.         საბარგო ავტომობილები მექანიზმის გარეშე, მექანიკური, ინერციული;

3.         მსუბუქი ავტომობილები მექანიზმის გარეშე, მექანიკური, ინერციული;

4.         სპეციალური დანიშნულების ავტომანქანები: სახანძრო, “სურსათი”. Dდა სხვა.

5.         ავტობუსები, ტროლეიბუსები;

6.         ნავები, კატერები მექანიკური, ელექტრიფიცირებული;

7.         თვითმფრინავები;

სათამაშო საშენი მასალა:

1.         მსხვილი საშენი მასალა;

2.         სამაგიდო საშენი მასალა;

3.         კონსტრუქტორები (ხის, პლასტმასის, ლითონის);

დიდაქტიკური სათამაშოები:

1.         ასაწყობი პირამიდები, კუბები, კასრები, სოკოები, “მატრიოშკები”;

2.         სამაგიდო-ნაბეჭდი სათამაშოები: დაჭრილი სურათები (2-4-6 ნაწილად), კუბურები სურათებით (საგნებით, სიუჟეტებით), ლოტო, საბავშვო დომინო;

3.         მოზაიკა (პლასტმასის): გეომეტრიული მოცულობითი, გეომეტრიული სივრცითი, მრგვალი (ფერადი ბურთულებისაგან)

4.         საბავშვო ნახატებიანი დომინო

5.         გასართობი სათამაშოები: ხალხური, მექანიკური (მოხტუნავე ბაყაყი, მედოლე დათუნა, სხვადასხვა ჩიტები)  და ელექტრიფიცირებული.

6.         შაში

 




უკან დაბრუნება






 
  © 2006 www.bavshvi.ge