თამაში
3 წლის ასაკში
ბავშვის
პიროვნება
ჩამოყალიბებას
იწყებს
და
დამოუკიდებლობისაკენ
მიილტვის.
ეს
იწვევს
მის
ერთგვარ
შეჯახებას
მოზრდილებთან
და
ჩნდება
ნეგატივიზმი,
ჯიუტობა
და
ჭირვეულობა.
დგება
კრიზისული
პერიოდი
ბავშვის
პიროვნების
განვითარებაში.
ამ
კრიზისის
დაძლევა
და
მისი
გადალახვა
ბევრად
არის
დამოკიდებული
ძიძის
მიერ
შერჩეულ
სტრატეგიაზე.
ზედმეტი
დატუქსვა
და
ბავშვის
დამოუკიდებლობის
შეზღუდვა
მასში
გააჩენს
თვითშეფასების
დაწევასა
და
სირცხვილის
გრძნობას,
რაც
Aშესაბამისად
შეაფერხებს
მისი
პიროვნების
ფორმირებას.
ამ
დროს
ბავშვის
ქცევის
ძირითადი
ფორმა
თამაშია.
განსაკუთრებით
ფიზიკური
თამაში
(სირბილი,
ხტომა,
დაჭერობანა
და
ა. შ.). დიდი
მნიშვნელობა
აქვს
სიმბოლურ
თამაშსაც.
ამ
ასაკში
ბავშვი
სენსო-მოტორული
არსებაა
და
მას
ძლიერ
იზიდავს
სხვადასხვა
გრძნობის
ორგანოებით
შთაბეჭდილებების
მიღება
და
საგნებით
მანიპულირება.
ამ ასაკში
ბავშვი
ანიმისტია.
მისთვის
მის
ირგვლივ
მყოფი
საგნებიც
გასულიერებულია:
საგნები
“გრძნობენ”,
“სტკივათ”,
“სწყინთ”.
ყველაფერი,
რაც
მოძრაობს, ცოცხალია: ველოსიპედი,
მდინარე,
ღრუბლები,
მანქანა,
ქარი.
მის
ფსიქიკაში
სტრესული
სიტუაციები
ღრმა
კვალს
ტოვებენ.
4 წლის
ბავშვთან
იგივე
ტენდენციები
განაგრძობს
არსებობას,
მაგრამ
უფრო
გამოხატული
ფორმით.
იგი
სულ
ახლის
ძიებაშია,
უჩნდება
ინიციატივა
და
მარცხის
შემთხვევაში
- დანაშაულის
გრძნობა.
ინიციატივის
გაჩენას
თან
სდევს
ცნობისმოყვარეობისა
და
ფანტაზიის
გაძლიერება.
ბავშვის
ინიციატივის
ზედმეტი
ჩახშობა
და
მასში
დანაშაულის
გრძნობის
გაბატონება
იწვევს
პასიურობას
და
ის
შემდგომ
შეიძლება
პათოლოგიის
მიზეზიც
გახდეს.
ამ ასაკშიც
ქცევის
ძირითადი
ფორმა
შემოქმედებითი
თამაშია.
ბავშვთან
უკვე
შესაძლებელია
სრულფასოვანი
კონტაქტის
დამყარება,
მათი
დაყენება
პრობლემური
სიტუაციის
წინაშე
და
პრობლემის
გადაწყვეტის
შემდეგ
მათი
დასაბუთების
მოთხოვნაც.
აქაც
წამყვან
მოტივადაა
სურათების
თვალიერება,
მაგრამ
საგნების
ჩამოთვლის
გვერდით
თავს
იჩენს
მოქმედების
დანახვაც,
თუმცა
ეს
მოქმედებები
ფრაგმენტულია
ბავშვს
მათ
შორის
მიმართებების
დანახვა
უჭირს.
ამ ასაკში ჩანასახის
სახით
გვხვდება
ნებისყოფისა
და
თავშეკავების
პირველი
გამოვლინებები.
პიროვნების
ჩამოყალიბების
ერთ-ერთი
ძირითადი
მომენტია
ნებისყოფის
აღზრდა.
ინიციატივის
ჩახშობის
შედეგად
ბავშვი
ხშირად
აგრესიულად
იქცევა,
რაც
აღმზრდელმა
მაშინვე
უნდა
აღკვეთოს და კორექტულად,
შეურაცხყოფის
მიყენების
გარეშე
დატუქსოს
ბავშვი.
ხუთი
წლის
ასაკის
ბავშვისათვისაც
ქცევის
ძირითადი
ფორმა
თამაშია,
მაგრამ
საგრძნობლად
კლებულობს
სიმბოლური
თამაშის
ტენდენცია
და
თავს
იჩენს
მისი
ახალი
ფორმა
კონსტრუქციის
თამაში:
ხატვა,
ძერწვა,
ქვიშით
თამაში.
ინიციატივის
და
ცნობისმოყვარეობის
ზრდასთან
ერთად
ძლიერდება
შემეცნებითი
პროცესებიც:
აღქმა
დიფერენცირდება
და
ნაწევრდება.
აზროვნების
თვალსაჩინო
საყრდენი
ისევ
საგნებით
მანიპულირებაა.
გრაფიკულ
სივრცეში
ორიენტაცია
საკმაოდ
გაძნელებულია.
ამ
ასაკში
ჩნდება
წესებიანი
თამაშები,
რაც
ბავშვს
ასწავლის
გარკვეული
შეთანხმების
შედეგად
დადგენილი
პირობითი
ნორმისადმი
დამორჩილებას.
ეს
ბავშვის
ინდივიდუალური
განვითარების
საწინდარია.
თამაში
სკოლამდელი
ასაკის
ბავშვის
ქცევის
ძირითადი
ფორმაა.
იგი
არა
მხოლოდ
აკმაყოფილებს
ბავშვის
აქტივობის
მოთხოვნილებას,
არამედ
ხელს
უწყობს
კიდეც
ამ
აქტივობისათვის
საჭირო
ფიზიკური
და
ფსიქიკური
ძალების
განვითარებას.
ამ
დროს
ბავშვი
ახდენს
ერთის
მხრივ,
მოცემული
ასაკისათვის
ზედმეტი
ძალებისაგან
განტვირთვას,
ხოლო
მეორეს
მხრივ
ემზადება
მომავალი
სერიოზული
ცხოვრებისათვის.
თამაშის
პროცესში
ყალიბდება
ბავშვის
პიროვნება
სოციალურად
და
ბიოლოგიურად.
იგი
ახარებს
და
ართობს
ბავშვს,
აკმაყოფილებს
მისი
მოძრაობის
მოთხოვნილებას,
სწრაფვას
დამოუკიდებლობისაკენ.
ბავშვები
ეჩვევიან
ერთად
თამაშს,
თამაშის
პროცესში
ისინი
უახლოვდებიან
ერთმანეთს,
ეუფლებიან
საურთიერთობო
მეტყველებას,
უვითარდებათ
წარმოსახვა,
ზნეობრივი
თვისებები
და
ა. შ.
თამაშის
აღმოცენება-გაშლისათვის
დიდი
მნიშვნელობა
აქვს
ასაკობრივ
გარემოს,
მის
შევსებას
ისეთი
სათამაშოებითა
და
საგნებით,
რომელსაც
ბავშვები
მრავალნაირად
გამოიყენებენ
თამაშში.
თამაშის
აღმზრდელობითი
როლი
მის
სწორ
ორგანიზაციაზეა
დამოკიდებული,
ამისათვის
აღმზრდელმა
სასურველია
იცოდეს
არა
მარტო
აღზრდის
ამოცანები,
არამედ
ბავშვის
ფსიქოლოგიური
განვითარების
დონე,
მისი
შესაძლებლობები
და
ინდივიდუალური
თავისებურებები;
ასევე
იცოდეს
თითოეული
სათამაშოს
დანიშნულება
და
მათი
ასაკობრივი
შერჩევის
პრინციპი.
აღმზრდელმა
უნდა
შეძლოს
თამაშში
ჩაერთოს
პარტნიორის
თანაბარი
უფლებით,
შეუნარჩუნოს
თამაშს
მისი
შემოქმედებითი,
განუმეორებელი
ხიბლი
და
არ
შეზღუდოს ბავშვის დამოუკიდებელი
მოქმედება,
წინააღმდეგ
შემთხვევაში
თამაში
ირღვევა.
ბავშვის
სოციალიზაციისა
და
განვითარებისათვის
არსებითი
მნიშვნელობა
აქვს
გარემომცველ
ადამიანებთან
(როგორც
თანატოლებთან,
ასევე
მოზრდილებთან)
ურთიერთობას.
ამგვარ
ურთიერთობაში
ითვისებს
ბავშვი
საზოგადოებრივი
ქცევის
ნორმებს,
კომუნიკაციურ
უნარებს,
ერთობლივი
საქმიანობის
ჩვევებს.
ამიტომ
მშობელმა
უნდა
შეუქმნას
ბავშვს
სხვა
ბავშვებთან
ერთობლივი
თამაშის
პირობები.
|