არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი "რეანიმა" შეიქმნა და დარეგისტრირდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში 1997 წელს. ფონდი დააარსეს თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოებში მომუშავე ექიმმა რეანიმატოლოგებმა.
ფონდის მიზანია კრიტიკული ავადმყოფი ბავშვების დახმარება, ჩვილი ბავშვების მშობლებისა და ორსულების სამედიცინო განათლება.
1999 წლიდან ფონდის ძირითად მიმართულებად განისაზღვრა დაავადებათა პრევენცია უმცროსი ასაკის ბავშვთა მშობლების სამედიცინო განათლების გზით.
ფონდის წევრი ექიმებისა და საქართველოში მოღვაწე მაღალკვალიფიციური ვიწრო სპეციალობის ექიმების საავტორო ჯგუფის (18 ავტორი) მიერ 1999წ. შეიქმნა და შემდეგ 7-ჯერ (1999, 2000, 2001, 2002, 2004 და 2006 წლებში) განახლებული გამოიცა "დედის კალენდარი – სახელმძღვანელო მშობელთათვის". სახელმძღვანელოს საბოლოო ტირაჟმა შეადგინა 20.500 ეგზემპლარი. "დედის კალენდარი – სახელმძღვანელო მშობელთათვის” გამოცემულია ქართულ, აფხაზურ, ოსურ და რუსულ ენებზე.
2003წელს გამოიცა “ერთიდან შვიდ წლამდე – სახელმძღვანელო მშობელთათვის” (5 ავტორი) ქართულ და რუსულ ენებზე. 2005 წელს გამოიცა “ძიძა ოჯახში - სრული სალექციო კურსი” (24 ავტორი).
2001 წლიდან ფონდის მეორე ძირითად მიმართულებად განისაზღვრა პოსტკონფლიქტური აგრესიისა და ქსენოფობიის დაძლევა.
აფხაზ და ოს პედიატრებთან და არარსამთავრობო ორგანიზაციებთან ჰორიზონტალური კავშირების დაამყარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით შესაძლებელი გახდა შესაბამისი სამედიცინო ლიტერატურის თარგმნა აფხაზურ და ოსურ ენებზე, გამოცემა და საჩუქრად დარიგება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისათვის.
ფონდ ”რეანიმას” 1997 წლიდან დღემდე განხორციელებული აქვს 6 პროექტი. პროექტები დააფინანსეს ამერიკულმა USAID / MERSY CORPS-მა, ბრიტანულმა DFID, ბრიტანულმა GLAXO SMITHKLEIN-მა, ფონდმა OSGF “ღია საზოგადოება- საქართველო”, გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა კავშირის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტმა IIZ/DVV, Welfare Foundation/N(O)VIB-მა.
პროექტებში ფონდ “რეანიმას” პარტნიორები იყვნენ: საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო, გამომცემლობა “დიოგენე”, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა კომიტეტი, UNOCHA, კავკასიური სახლი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განვითარების ფონდი, ფონდი “კლარიტასი”, “მოზარდთა განვითარების ცენტრი”და სხვა.
ვებ-საიტი bavshvi.ge წარმოადგენს ხსენებული სახელმძღვანელოების განახლებულ და შეჯერებულ ნაკრებს. ის ფონდ “რეანიმასა” და 21 ქართველი ექიმის მრავალწლიანი ერთობლივი მუშაობის შედეგია. მასში გადმოცემულია თანამედროვე პედიატრიის, ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის რჩევები ახალგაზრდა მშობელთათვის.
საიტი შეიქმნა ვებ-სტუდია “მოდერნის” მიერ უსასყიდლოდ, ვებ-სტუდია “მოდერნის” მიერ ჩატარებული კონკურსის - “ახალი სიტყვა ქართულ ვებ სივრცეში” ფარგლებში.
პერიოდულად მოხდება საიტის ფორმისა და ტექსტობრივი ნაწილის მოდიფიცირება. გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი მოსაზრებები და შენიშვნები მისამართზე info@bavshvi.ge. მზად ვართ გავითვალისწინოთ თქვენი წინადადებები. განსაკუთრებით მივესალმებით ახალგაზრდა მშობლების, პედიატრების, ფსიქოლოგებისა და პედაგოგების წერილებს.
ჩვენი გამოცემები:
”დედის კალენდარი”
”ერთიდან შვიდ წლამდე”
ორივე გამოცემა გადათარგმნილია რუსულ, აფხაზურ და ოსურ ენებზე