მიმართეთ პედიატრს, რომელიც შეგირჩევთ სათანადო დღის რეჟიმს, დანიშნავს ჰიგიენურ და გასაკაჟებელ ღონისძიებებს.
ჩვენ შემოგთავაზებთ ზოგად რეკომენდაციებს ყოველდღიური საქმიანობისთვის.
დილით ბავშვი რომ გაიღვიძებს, შეხვდით სიხარულით, მოეფერეთ, მიაღწიეთ მის საპასუხო ხალისიან განწყობილებას.
მზის აბაზანა აივანზე. გახადეთ და მინიმუმ 20 წამით შეუშვირეთ მზის პირდაპირ სხივებს.
მაგიდასთან დასვით საჭმლისა და ჩაის დასხმიდან ხუთი წუთის შემდეგ, რომ საჭმელ/სასმელმა შეგრილება მოასწროს (ცხელი სითხეების მიღება მავნე და სახიფათო ჩვევაა).
კვება ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით. ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, ცილით, თევზეული მდიდარი საკვები, , არ მისცეთ ცხელი საჭმელ-სასმელი. ყოველ დღე მიაწოდეთ ბავშვს ვაშლი და სტაფილო, 3 წლამდე ჯობია გახეხილი.
ბავშვის საჭმელი უნდა გააკეთოთ ძალიან ცოტა მარილითა და ძალიან ცოტა შაქრით.
სახლის დალაგებაისას: დამალეთ ყველაფერი, რამაც შეიძლება ვნება მოუტანოს ბავშვს.
შილიფად ჩააცვით, ეთამაშეთ, ავარჯიშეთ და გაავაკაჟეთ.
კითხვა, თვალიერება და შემდეგ შუადღის ძილი.
სეირნობის დროს მიიყვანეთ იმ საგანთან, რომლითაც დაინტერესდება და მოუყევით მის შესახებ.
მშობელთან ერთად წაიკითხეთ მომავალი კვირის ტელეანონსები და შესაფერისი გადაცემებით შეადგინეთ ბავშვის კვირის ტელეპროგრამა, დღეში არაუმეტეს ერთი საათის ხანგრძლიობით.
საბავშვო კბილის პასტითა და ჯაგრისით კბილების გამოხეხვა ან წყლის გამოვლება (“შეეჯიბრეთ”, ვინ უფრო დიდხანს გამოივლებს).
ძილის წინ სისტემატიურად გაიმეორეთ შეჩვეული რიტუალი: კოცნა, ხელის დაქნევა, “ძილი ნებისა”, ზღაპარი ან იავნანა რათა ბავშვმა ადვილად დაიძინოს.