Main PageSite MapContact


   5-დან 6 წლამდე

  • შეაჩერეთ ბავშვის ყურადღება იმ საგნებსა და მოვლენებზე , რომლებიც ადვილად შეიძლება გამორჩეს თვალსაწიერიდან (გამომეტყველებაზე, მოქმედებაზე, საგნებზე, ჩაცმულობაზე, შეადარეთ ანალოგიურ საგნებსა და მოვლენებს, ავარჯიშეთ განლაგებისა და წვრილმანების დამახსოვრებაზე და ა.შ.).
  • გაისეირნეთ ბუნებაში, დააკვირდით, დათვალეთ, ასწავლეთ მეტი-ნაკლები, მარჯვნივ-მარცხნივ, ნელა-ჩქარა, ზევით-ქვევით.
  • მოთხრობების კითხვისას ჩაეკითხეთ: როგორ მოიქცეოდი შენ რომ იქ ყოფილიყავი? რას ჰკითხავდი?
  • თამაში: ჩამოთვალეთ მორიგეობით, რით ჰგავს ერთმანეთს ორი ნივთი, ცხოველი? რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისაგან (ვაშლი და კომბოსტო, მანქანა და კატერი, კატა და ვეფხვი). "წაგებულია" ის, ვისაც აღარ ექნება სათქმელი.
  • თამაში: ჩაიფიქრეთ ნივთი, ბავშვმა უნდა დაგისვათ 10- 20-მდე შეკითხვა (მაგ; იჭმევა?, სახლში გვაქვს? და ა.შ.) რომ გამოიცნოს. გაიმეორეთ ეს თამაში როლების შეცვლით.
  • თამაში დამახსოვრებაზე: თქვენ და ბავშვი წინასწარ დახატულ სასახლეში თანმიმდევრობით “ინახავთ” წარმოსახვით ნივთებს. მომდევნო მოთამაშემ უნდა ჩამოთვალოს უკვე “შენახული” ნივთები და დაამატოს ახალი (მაგ: თქვენ ამბობთ-”სასახლეში გვაქვს: ვაშლი, ბურთი და.. ფანქარი” მან უნდა გააგრძელოს “სასახლეში გვაქვს: ვაშლი, ბურთი,ფანქარი და.. სკამი” და ა. შ.).
  • ერთად დაგეგმეთ წინასწარ, რომელ ტელეგადაცემას უყუროთ, მიეცით არჩევანის საშუალება. შეზღუდეთ ტელეხედვის დრო 1-2 საათამდე.
  • წაახალისეთ ბავშვი, რათა თავისი სურვილები განამტკიცოს არგუმენტებით "იმიტომ, რომ...".
  • ეშინია ცხოველების, "ცუდი" ადამიანების, სიბნელის, მშობლებთან განშორების, ტრავმისა. ეცადეთ ხანმოკლე საუბრებით და ცხოვრებისეული მაგალითებით გაუბათილოთ უსაფუძვლო შიშები.
  • დაიხმარეთ სახლის და კარ-მიდამოს სამუშაოებში, სადილის გაკეთებაში. ცომის მოზელისას აუხსენით, რამდენ ფქვილს რამდენი წყალი და რამდენი მარილი უნდა, რა მნიშვნელობა აქვს რაოდენობას.
  • შემდეგ გაკვეთილად კარგია, თუ ისწავლის სამკუთხედების და ისრების დახატვას. "აბა, თუ დახატავ კონვერტს ან სახლს ხელის აუღებლად, ფანქრის მოუცილებლად". ასწავლეთ "აი ია"-ს დაწერა. შემდეგ კი ვცადოთ საყვარელი სიტყვების დაწერაც: საკუთარი სახელი, დე-და, მა-მა, და, ძმა, ბებო, ბაბუ, ახლობლების სახელები. ცხადია, ბავშვის კალიგრაფია არ იქნება სრულყოფილი. სასურველია მიაჩვიოთ მსხვილი, თანაბარი ასოებით წერას ხაზზე და ველის დაცვას.
  • დაეხმარეთ ბავშვს წიგნების და რვეულების დალაგებაში, თანდათან მიაჩვიეთ, რომ დამოუკიდებლად შეძლოს ამის გაკეთება. ნუ ააჩქარებთ. არ დაგავიწყდეთ წახალისება, თუნდაც კეთილი სიტყვებით.
  • სასურველია ბავშვი ხშირად ხედავდეს, რომ თქვენ კითხულობთ წიგნებსა და გაზეთებს.
  • ასწავლეთ ახალი სიტყვები “სწორია”, “არასწორია”, “სიფრთხილე”, “შიში”, “ყოჩაღი”, “მეგობარი”..
  • დაახატინეთ საგანი (მაგ. ასანთის კოლოფი) სხვადასხვა კუთხიდან.
  • ასწავლეთ მისამართი და ტელეფონის ნომერი, რას ნიშნავს "სოფელი", "ქალაქი"? ახლო ორიენტირები: ოთახში ნივთების განლაგება ფანჯრის ან ბავშვის მიმართ, რომელია წინ, უკან, ზევით, ქვევით, შუაში, გვერდით? შეაქეთ სწორი პასუხისათვის.
  • ერთად დახატეთ ოთახის, ბინისა და ეზოს ზედხედები. სად ვიბანთ, სად ვიძინებთ, საიდან შემოვდივართ? სად ვსადილობთ, სად ვთამაშობთ? დაუხატეთ სახლის, ეზოსა და ახლომდებარე გზაჯვარედინების ზედხედი; სად არის მაღაზია, მანქანების გზა, ჩვენი (ფეხით მოსიარულეთა) გზა?
  • განაგრძეთ ვარჯიში და გაკაჟება





უკან დაბრუნება




 
  © 2006 www.bavshvi.ge