წაუკითხეთ წიგნები, უამბეთ ისტორიები საკუთარი და სხვისი
ბავშვობიდან.
წაახალისეთ, რომ დაგისვათ შეკითხვები სეირნობისას, კითხვისას.
ასწავლეთ სიტყვები: "გამახარე", "მომეხმარე".
თქვენ მიერ წინასწარ არჩეულ საბავშვო ტელეგადაცემებს უყურეთ
ერთად არა უმეტეს ერთი საათისა დღეში. ესაუბრეთ ნანახზე,
აუხსენით რა არის ნამდვილი და რა - არა.
შეუძლია ისწავლოს: სახელი და გვარი, ნივთების დაწყობა თითო-
თითოდ, წყვილ-წყვილად და სამ-სამად. მიმატება სამის ფარგლებში.
ასწავლეთ მსხვილი ფანქრით ხატვა. შეძლებს ხაზების, წრეების,
მზის, ჯვრის ხატვას.
წაახალისეთ ჩაიცვას და გაიხადოს დახმარების გარეშე.
წაახალისეთ, გაართეთ თამაშებით, რომლებიც წარმოსახვას
გაუძლიერებს და გაართობს ბავშვს. მაგალითად: ბინა მაგიდის ქვეშ,
სკამი - მანქანა, თქვენი მოძრაობების გამეორება; მატარებელი,
მანქანის, ნავის მართვა. ცეკვის ილეთები.
ბავშვს ამ ასაკში აქვს ხმაურის, ცხოველების, სიბნელის, დიდი ნივთების,
მანქანებისა და გარემოს შეცვლის შიშები. ნაკლებად (ან აღარ)
ეშინია უცნობი ხალხის, ტრავმის. ეცადეთ ხანმოკლე საუბრებით და
ცხოვრებისეული მაგალითებით შეუმციროთ უსაფუძვლო შიშები.
ასწავლეთ "მანქანების გზა", "ჩვენი (ფეხით მოსიარულეთა) გზა",
ცხელი წყლის, წყალსატევის, დენის, ცეცხლის, წამლების
საშიშროებები. გაითვალისწინეთ, სწავლება არ ნიშნავს ცოდნას. არ
მოადუნოთ ყურადღება საფრთხის შემცველ გარემოში.
ყოველთვის მოეფერეთ და ჩაეხუტეთ, როდესაც შეშფოთებული ან
იმედგაცრუებულია.
ბავშვების 90% სწავლობს ტუალეტის მოთხოვნას 3 წლის ასაკში,
დანარჩენი 10% კი 5 წლამდე ისწავლის. ასე რომ, ჯერჯერობით ნუ
განურისხდებით ბავშვს მარცხისათვის.
საკუთარი მაგალითით ჩაუნერგეთ ბავშვებს შრომისმოყვარეობა და
თანაგრძნობის უნარი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტმა,
ძნელად შესასრულებელმა მოთხოვნებმა და მოლოდინებმა ბავშვს
შეიძლება არასრულფასოვნების კომპლექსი ჩამოუყალიბოს.
ლაპარაკის უპირატესობა ტირილსა და ჭირვეულობასთან შეგიძლიათ
თვალნათლივ დაანახოთ იგავ-არაკების "ჯიუტი თხების" (ვიწრო
ხიდზე ერთმანეთს არ დაუთმეს რიგი და ორივენი წაგებულნი
აღმოჩდნენ) და "ორი ვირის" მაგალითზე (მოკლე თოკით გადაბმული
ორი ვირი იწევს სხვადასხვა მხარეს თივის ორი ზვინისაკენ, შედეგად,
დგანან ერთ ადგილას და თივას ვერ სწვდებიან, შეთანხმების შემდეგ
კი ორივე ვირი ერთად მიდის ჯერ ერთ ზვინთან და შემდეგ მეორე
ზვინთან, შედეგად, ორივე მოგებული რჩება).
ბავშვის სიჯიუტის გამოვლინებისას იყავით მშვიდი და
კეთილგანწყობილი. დაარწმუნეთ ბავშვი, რომ ყურადღებით უსმენთ
მას.
ბავშვის ორგანიზმის გასაკაჟებლად;
კვირაში ერთხელ კონტრასტული შხაპი: ვიწყებთ თბილი წყლით,
შემდეგ განვაგრძობთ გრილით და ვამთავრებთ თბილით. დროთა
განმავლობაში თბილი და გრილი წყლის ტემპერატურათა შორის
სხვაობა (კონტრასტულობა) უნდა გაიზარდოს.
დილაობით უქარო ამინდში მოუწყვეთ მზის ხანმოკლე აბაზანები
აივანზე ენერგიული ვარჯიშის (მაგ., ადგილზე ხტომის და...
სიცილის) თანხლებით.
გააკაჟეთ ჯანმრთელი ბავშვი. არ შეიძლება გაკაჟება
ავადმყოფობის ან გამოჯანმრთელების პერიოდში.