Main PageSite MapContact


  18-დან 24 თვემდე

  • ხშირად ესაუბრეთ გარემოსა და მიმდინარე მოვლენებზე დაწვრილებით, თითქოს მისთვის რადიორეპორტაჟი მიგყავდეთ.
  • წაუკითხეთ საბავშო ლექსები და უმღერეთ სიმღერები, მოასმენინეთ მშვიდი მუსიკა.
  • წაახალისეთ დამოუკიდებლად დაალაგოს სათამაშოები, გაიხადოს ძილის წინ, შეასრულოს მარტივი დავალებები.
  • აუხსენით, რას ნიშნავს "უფრო დიდი", "უფრო პატარა"~.
  • ხშირად შეეკითხეთ იმ ნივთებსა და მოვლენებზე, რასაც ის ხედავს.
  • სთხოვეთ მარტივი დავალებების შესრულება (მომიტანე ბურთი, წიგნი).
  • როლების გათამაშება ("როგორ კერავს ბებო?", "როგორ დაჰყავს ბიძიას მანქანა?"~, "როგორ ვარჯიშობს მამა?").
  • ბავშვის მიერ ტუალეტის მოთხოვნა ჩვეულებრივ 1,5-3 წლის ასაკში გამომუშავდება, საბოლოოდ კი 5 წლის ასაკში ყალიბდება. ფრთხილად, თამაშ-თამაშ მიაჩვიეთ ღამის ქოთანს, ჯერ თოჯინა დასვით, შემდეგ, ვითომ სათამაშოს მოუნდა ტუალეტი და თვითონ დაასმევინეთ ქოთანზე. მარცხის გამო ბავშვს ნუ დასჯით, ნურც დააძალებთ ქოთანზე დაჯდომას. სიცივეების დროს არ დაგავიწყდეთ ქოთანში ცოტა ცხელი (არაქაფქაფა და ნამდვილად ცოტა) წყლის ჩასხმა, რათა ბავშვმა მეტი კომფორტი იგრძნოს. ბავშვი, რომელსაც პამპერსი მუდმივად აცვია, ძნელად ითვისებს ჩვევებს, ამიტომ მოზრდილ ბავშვს პამპერსი ახმარეთ გამონაკლისის სახით სეირნობის, სტუმრობისა და ძილის დროს. სხვა დროს საფენიანი ტრუსი ჩააცვით.
  • შეზღუდეთ ტელევიზორის ხმაური ბინაში.
  • ისწავლოს თამაშები: ხტუნაობა, ცალ ფეხზე წონასწორობის დაჭერა, თამაში მუსიკაზე ცეკვის ელემენტებით, დაჭრილი ნახატების აწყობა.
  • ითამაშოს კოლოფებით, ბურთებით, კუბებით, ქსილოფონით, სათამაშო ტელეფონით, რგოლები ჩამოაცვას პირამიდას.
  • ჩაუნერგეთ სასარგებლო ჩვევები: დილაობით ხელ-პირის ბანა, ხელის დაქნევა დამშვიდობებისას, სათამაშოების ალაგება და კოცნა ძილის წინ (თვითონ უნდა გაკოცოთ).
  • ასწავლეთ სიტყვები; "ჭუჭყიანი", "საშიში", "ცხელი", "შეიძლება"..
  • ხშირად მოეფერეთ და ჩაეხუტეთ (განსაკუთრებით, როცა აღგზნებული ან შეშფოთებულია).





უკან დაბრუნება




 
  © 2006 www.bavshvi.ge