ბავშვი ფეხის ადგმიდანვე უნდა ეცადოს წონასწორობის დაცვას.
თქვენი ხელი, რომლითაც ბავშვს ატარებთ, მოდუნებული უნდა
დაჰყვებოდეს მის ხელს და მხოლოდ მაშინ უნდა დაიჭიროს ბავშვი,
როცა ის ეცემა.
ჩაცმა-დახურვისა და ბანაობისას დაუსახელეთ სხეულის ნაწილები
წაუკითხეთ პატარა ლექსები და მოთხრობები.
შეზღუდეთ ტელევიზორისა და აუდიოტექნიკის ხმაური ბინაში
ხელი შეუწყვეთ ითამაშოს კუბებითა და სხვადასხვა ზომის
კოლოფებით (მათ შორის, რძის პროდუქტების ერთჯერადი
ჭურჭლით), სხვადასხვა ზომის ბურთებით, `ხატოს~ მსხვილი
ფანქრებითა და ფლომასტერებით.
ყოველთვის დაამშვიდეთ და მოეფერეთ, როდესაც აღგზნებული და
შეშფოთებულია. გადაიტანეთ მისი ყურადღება სხვა საინტერესო
მოვლენაზე, საგანზე.
ბავშვი თქვენგან სიყვარულს თხოულობს, თქვენც ნუ შეიზღუდავთ
თავს, ხშირად გაუცინეთ, მოეფერეთ, ჩაეხუტეთ და შეაქეთ, (ამით
ბავშვი არ “გაფუჭდება”) ძილის წინ აკოცეთ და უმღერეთ იავნანა
(ხალხური, კუთხური, კლასიკური იავნანები ან ძილისპირული
სიმღერები). მოიმარაგეთ შესაფერისი მუსიკალური ჩანაწერები.
წაახალისეთ, რომ სცადოს დამოუკიდებლად გახდა, კოვზით ჭამა და
ა.შ. და არ ააჩქაროთ.
კვების თანმხლებ უხერხულობებს მნიშვნელოვნად შეამცირებთ, თუ
ბავშვის სკამს დადგამთ ცელოფანის დიდ ნაჭერზე, ბავშვს
გაუკეთებთ სპეციალურ ჯიბიან პლასტმასის წინსაფარს და თეფშში
ჩაუსხამთ ცოტა საჭმელს.
ასეირნეთ სუფთა ჰაერზე, საინტერესო ადგილებში და გაართეთ
საუბრით, აღუწერეთ გარშემომყოფი საგნები და მოვლენები.
სხეული გაუკაჟეთ წყლის პროცედურებით და შემდეგ ტანი გაუმ-
შრალეთ უხეში ტილოთი ან ხაოიანი პირსახოცით. გაითვალისწინეთ
გაკაჟების მთავარი პრინციპი: გამაღიზიანებელი ფაქტორი (გრილი
წყალი, ჰაერი, დაზელა) ბავშვზე უნდა მოქმედებდეს ხანმოკლედ,
რომ კანმა რეაგირება ისწავლოს და ამ დროს ორგანიზმი არ
გაცივდეს. თანდათან გაზარდეთ გაკაჟების ხანგრძლივობა.
თუ ოჯახში სხვა ბავშვიცაა, ეცადეთ თანაბრად გამოხატოთ
სიყვარული და მზრუნველობა. სთხოვეთ უფროსს, დაგეხმაროთ
უმცროსის მოვლაში და შეაქეთ მიხვედრილობისთვის. მაღაზიაში
ერთად აარჩიეთ უმცროსისათვის საყიდელი ჩასაცმელი თუ
სათამაშო.
ახლა და მომავალში არ დასვათ ბავშვი წინა სკამზე ავტომობილით
მგზავრობისას; მანქანის მართვის ან ფეხით სიარულისას დაიცავით
ქუჩაში მოძრაობის წესები; გაითვალისწინეთ, განსაკუთრებით მძიმე
ავარიები, როგორც წესი, ორმხრივი დარღვევების დროს ხდება!
მოარიდეთ საშიშროებებს. მოაწყვეთ ბინა ბავშვისათვის უსაფრთხოდ.
შეხედეთ ყველა ახალ გარემოს (ეზოს, ქუჩას, მასპინძლის ბინას,
წყალსატევსა თუ ხალხმრავალ ადგილს) ფხიზელი თვალით. თვალი არ
მოაცილოთ ბავშვს არასაკმარისად უსაფრთხო ადგილებში.