Main PageSite MapContact


  ბავშვის ექიმამდელი დახმარება

  • ნუ გადადებთ ექიმთან მისვლას ან ექიმის გამოძახებას სამომავლოდ
  • ერთერთი ნიშნის; ფაღარათის, ღებინების, ხველის, სიცხის შემთხვევაში მიეცით სითხეები ჭარბად (ნებისმიერი სითხე რასაც დალევს, მაგრამ უმჯობესია რეჰიდრონის ხსნარი ან გაზგასული ბორჯომი ან ნაბეღლავი) და ხშირად კვებეთ.
  • სიცხის სწრაფად აწევის პერიოდში ბავშვს ექნება შემცივნების შეგრძნება. შემცივნება ქრება როდესაც სიცხე პიკს მიაღწევს და აღარ მატულობს. ამ დროს შილიფად უნდა ჩააცვათ და გრილად ამყოფოთ, რათა სიცხე ადვილად გასცეს. თუ სიცხე 38,5-გრადუსზე მაღალია, მიეცით პარაცეტამოლი, თუ 39,0-ზე მეტია მიეცით პარაცეტამოლი და მსუბუქად დაუზილეთ ხელ-ფეხი წყლით.
  • ნუ დაალევინებთ ტკივილგამაყიჩებელ წამალს ბავშვს მუცლის ტკივილისას
  • ექიმის გარეშე ნუ დაალევინებთ ანტიბიოტიკებს, ღებინების საწინააღმდეგო და ფაღარათის შემაჩერებელ (ნაწლავების მაპარალიზებელ), აგრეთვე სურდოს საწინააღმდეგო წამლებს
  • ცხელი წყლით, ცეცხლითა თუ ქიმიური ხსნარებით დამწვრობისას ჩაბანეთ დამწვარი ადგილი გამდინარე წყლით 3-5 წუთის განმავლობაში და საავადმყოფოში მიყვანამდე სუფთად (მარლით, ზეწრით) შეახვიეთ.
  • დენის დარტყმის, თავის ტრავმის, სასუნთქ გზებში რაიმე ნივთის ან საკვების გადაცდენის, კრუნჩხვის შემთხვევაში, თუ სუნთქვა არ აქვს (მუცელი და გულმკერდი არ მოძრაობს, გაშავებული ან გათეთრებულია), ჩაუტარეთ პირით პირში სუნთქვა. თუ გულისცემა არ აქვს (მუცელი და გულმკერდი არ მოძრაობს, გაშავებული ან გათეთრებულია, ყელზე ან იდაყვზე სამი თითის დადებით არ აღენიშნება პულსი) ჩაუტარეთ გულის არაპირდაპუირი მასაჟი; მსუბუქი ბიძგები მკერდის შუაში წუთში 70-90 სიხშირით. გადარჩენა ხელოვნური სუნთქვითა და გულის არაპირდაპირი მასაჟით უნდა დაიწყოთ რაც შეიძლოება სწრაფად (პირველი 3 წთ. გადამწყვეტია) და განაგრძოთ სუნთქვის/გულისცემის აღდგენის ან სასწრაფოს მოსვლამდე/საავადმყოფოში მიყვანამდე.
  • კიდურის ტრავმისა და მოტეხილობაზე ეჭვის შემთხვევაში (თუ სისხლმდენი ჭრილობა არ არის) გამოიყენეთ ცივი (ყინულის) კომპრესები. კიდურის ტრავმირებული არე და ორი მოსაზღვრე სახსარი ექიმთან მიყვანამდე დააფიქსირეთ უმოძრაოდ მუყაოზე (ჯოხზე, ქოლგაზე..) დოლბანდის ფართე ნახვევებით და დროულად მიაკითხეთ ტრავმატოლოგს.
  • ავადმყოფობის/დაზიანების ყველა შემთხვევაში ნუ გადადებთ სამომავლოდ ექიმთან მისვლას ან ექიმის გამოძახებას


უკან დაბრუნება




 
  © 2006 www.bavshvi.ge