|
|
 |
|
|
|
|
|
|
|
ზოგიერთი დაავადების პირველი ნიშნები (სიმპტომები)
დაავადების პირველი ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს უხასიათობით, უმადობით, ტირილით, ძილიანობით, თავის, თვალების ან კისრის ტკივილით, სიფერმკრთალით, კიდურების გაცივებით, კიდურებისა და ქუთუთოების შეშუპებით, ჰიპერთერმიით (სიცხით), ხველითა და ქოშინით. თუ ბავშვს დაავადების ერთი ან რამდენიმე ნიშანი აღენიშნება ბავშვი აუცილებლად უნდა გასინჯოს ექიმმა.
- თუ ბავშვს “რაღაც აწუხებს” ან მის ჯანმრთელობაში ეჭვი გეპარებათ, მიაკითხეთ თქვენს უბნის ექიმს ან ბავშვთა კლინიკას. გაითვალისწინეთ, ავადმყოფობის ნიშნები შეიძლება იყოს არა მარტო ყველასთვის ნაცნობი მაღალი ტემპერატურა, უმადობა, ტკივილი, ქოშინი, სიფერმკრთალე, გამონაყარი, ფაღარათი და ღებინება, არამედ - ადვილად დაღლადობა, ოფლიანობა, შარდვის შემცირება, ძილიანობა ან ჭირვეულობა.
- სასწრაფოდ მიაკითხეთ საავადმყოფოს დამწვრობის, ტრავმის, მოხრჩობის, მოწამვლის, კრუნჩხვის დროს.
- თუ თქვენ თვლით რომ ყველაფერი რიგზეა; ბავშვი ჯანმრთელია და კარგად ვითარდება , მიაკითხეთ პედიატრს ნებისმიერ დროს წელიწადში ერთხელ.
- ბავშვთა ფსიქოლოგიური პრობლემები, როგორიცაა აგრესია, ჰიპერაქტიურობა, ყურადღების დეფიციტი, ხასიათობრივი ცვლილებები, დეპრესია, ასაკთან შეუსაბამო შიშები, ემოციური სიღარიბე, აგრესიული ქცევა, მადის გაუკუღმართება და სხვა ისევე მოითხოვს მკურნალობას, როგორც გრიპი, ალერგია ან რაქიტი. ამ შემთხვევაში ბავშვთა ფსიქოლოგს მიმართეთ.
- წინასწარ გაიგეთ და ჩაიწერეთ თქვენ სახლთან ახლომდებარე საავადმყოფოს, ბავშვთა პოლიკლინიკისა და უბნის ექიმის ტელეფონები.
|
|
|
|
|
 |
|
|