Main PageSite MapContact


  დისციპლინა

  • აკრძალვები დაუწესეთ განმეორებითი საუბრებით და არა ყვირილით.
  • გაითვალისწინეთ, რომ ბავშვისათვის საკუთარი, თუნდაც სულელური ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ათჯერ დაფიქრდით, ვიდრე მის ინიციატივას წინ აღუდგებით.
  • შეეცადეთ აუხსნათ, რითი განსხვავდება ლაპარაკი ტირილისაგან.
  • მიეცით თავისუფლება და ინიციატივის გამოვლენის საშუალება, თუ კი ეს არ ემუქრება მის ჯანმრთელობას.
  • ხშირად გამოხატეთ სიყვარული ბავშვისადმი. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თქვენი სიყვარული მუდმივია და არ არის დამოკიდებული მის საქციელზე.
  • შეიარაღდით მოთმინებითა და თანაგრძნობით. ნუ მიაწოდებთ ბავშვს სიახლეს საყვედურის ფორმით.
  • თუკი რამე დააშავა და თქვენ თვლით რომ დასჯას იმსახურებს, აუცილებლად დაიცავით შემდეგი წესები:
    • ნუ დასჯით ფიზიკურად ბავშვს. ბავშვის ცემა, ფიზიკური დასჯა თვით მშობლის მიერაც კი, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. სამწუხაროდ როდესაც ბავშვი უსაზღვროდ ჭირვეულობს და ჯიუტობს, ბევრი მშობელი ასეთ საქციელს თავხედობით ხსნის და მიაჩნია რომ, ცემითა და დამცირებით მიაღწევს ბავშვის გამოსწორებას. გაითვალისწინეთ რომ, ბავშვის აფექტური მდგომარეობა ერთის მხრივ შიშებითა და მეორე მხრივ დამოუკიდებლობის ბუნებრივი მოთხოვნილებითაა გამოწვეული. ასეთ დროს მშობელმა და აღმზრდელმა უნდა გამოხატონ მაქსიმალური თანაგრძნობა და სიყვარული ბავშვის მიმართ (ბავშვისათვის ყველაზე დიდი შიში ხომ მისთვის ძვირფასი ადამიანის სიყვარულის დაკარგვის შიშია), არ უნდა დაამციროთ პატარა, მაგრამ პრინციპულად უნდა დაიცვათ საკუთარი პოზიცია (მაგალითად, თუ ბავშვს არ სურს თბილი ტანსაცმლის ჩაცმა ან ეზოდან სახლში დაბრუნება, თქვენ უნდა მოიქცეთ ისე, როგორც თქვენ თვლით ბავშვისათვის ან საქმისათვის უკეთესად).
    • არ ჰკითხოთ “რატომ” (მას პასუხი მაინც არ აქვს).
    • აუხსენით რატომ ხართ მისით უკმაყოფილო, რატომ არის ეს საქციელი ცუდი.
    • სასჯელად გამოიყენეთ საყვედური, ხანმოკლე “გაბუტვა”, აუხსენით “მე ახლა ძალიან გაბრაზებული ვარ, იმიტომ რომ..”.
    • ნუ გადასდებთ სასჯელს სამომავლოდ (“აი, რომ მოვიცლი..”, “აი, მოვა მამაშენი/დედაშენი . . ”). სასჯელი მალევე უნდა მოჰყვეს ცუდ საქციელს.
    • ნუ დასჯით ისეთი საქციელისათვის, რომლის გააზრებაც მას ჯერ არ შეუძლია





უკან დაბრუნება




 
  © 2006 www.bavshvi.ge