დამწვარი ადგილი 5-10 წუთით შეუშვირეთ გამდინარე წყალს. სუფთად (ბანდით ან ზეწრით) შეახვიეთ,
დააფარეთ თბილი გადასაფარებელი, დაალევინეთ ბევრი სითხე. წაიყვანეთ დამწვრობის ცენტრში
ან უახლოეს ქირურგიულ განყოფილებაში.
6 თვიდან 4 წლამდე ასაკის ბავშვი ყოველნაირად
მოარიდეთ ცხელწყლიან ჭურჭელს, ნივთებსა და ცეცხლს.
მოწამვლა:
მედიკამენტებით,
საყოფაცხოვრებო
ქიმიური საშუალებებით
თუ ბავშვმა აბები გადაყლაპა, ამოურეცხეთ კუჭი: დაალევინეთ ბევრი მლაშე წყალი (1 ჩაის
ჭიქა წყალში გახსენით 2 ჩაის კოვზი მარილი) და აღებინებინეთ რამდენჯერმე. წაიყვანეთ საავადმყოფოში.
თუ ბავშვმა რაიმე ქიმიური საშუალება დალია, კუჭი არ ამოურეცხოთ! სასწრაფოდ
წაიყვანეთ უახლოეს საავადმყოფოში!
6 თვიდან 4 წლამდე ასაკის ბავშვისთვის
მედიკამენტები და საყოფაცხოვრებო ქიმიური
საშუალებები მიუწვდომელ ადგილზე
უნდა ინახებოდეს.
მოხრჩობა საჭმლის, წყლის ან
მცირე ზომის საგნების
გადაცდენის შედეგად
მოხრჩობისას სასწრაფოდ დაიწვინეთ თქვენს მუხლზე თავით ქვემოთ, ორივე ხელის ბიძგისებრი
მოძრაობებით ზედიზედ რამდენიმეჯერ შეუკუმშეთ გულმკერდი, დაა რტყით
ბეჭებზე რათა გადაცდენილი საგანი ამოვარდეს. თუ არ სუნთქავს, დააწვინეთ ზურგზე,
ყბა წინ წამოუწიეთ და ასუნთქეთ პირით პირში ცოტ-ცოტა ჰაერით ჩაბერვით ჩვეულებრივი
სუნთქვის რიტმზე უფრო ხშირად. მიმართეთ რეანიმაციის განყოფილებას.
3 წლის ასაკამდე ბავშვს მოარიდეთ მცირე
ზომის ნივთები (ღილები, სათამაშოები). სა-
ჭმელი პატარა ლუკმებად მიეცით. არ დატოვოთ
მარტო ჭამისა და ბანაობის დროს.
დენის დარტყმა
მოაცილეთ დენის წყაროს. თუ არ სუნთქავს, დააწვინეთ ზურგზე, ყბა წინ წამოუწიეთ და ასუნ-
თქეთ პირით პირში ცოტ-ცოტა ჰაერის ჩაბერვით ჩვეულებრივი სუნთქვის რიტმზე უფრო
ხშირად. გულის არეში ცერა თითებით გააკეთეთ თქვენს პულსზე უფრო ხშირი ბიძგები.
თუ სუნთქვა არ შეუჩერებია, მაგრამ დენის დარტყმის ადგილზე აქვს დამწვრობა, წაიყვანეთ
დამწვრობის ცენტრსა ან უახლოეს საავადმყოფოში.
ბავშვი მოარიდეთ სადენებს, ჩამრთველებს.
გამოიყენეთ ჩამრთველის სახურავები
კრუნჩხვა
გამოაღეთ ფანჯარა, ბავშვი გვერდზე გადააბრუნეთ, ყბა წინ წამოუწიეთ. პირი გაუ-
ღეთ თითით ან ცხვირსახოცშემოხვეული დანის ტარით. სასწრაფოდ წაიყვანეთ საავადმყოფოში.
თუ ბავშვს ერთხელ უკვე ჰქონდა კრუნ-
ჩხვა, სახლში იქონიეთ დიაზეპამის ამპულა
და ერთჯერადი შპრიცით გაუკეთეთ კუნ-
თში კრუნჩხვის დროს, დოზა წინასწარ
შეათანხმეთ ექიმთან.
თავის ტრავმა
თუ ბავშვმა ძლიერ დაარტყა თავი, აუცილებლად მიმართეთ ნეიროქირურგს ან ნევროპა-
თოლოგს, ბავშვი თავს კარგადაც რომ გრძნობდეს.
2-3 თვის ასაკიდან ბავშვი მარტო არ დატოვოთ
ისეთ ადგილას, საიდანაც შეიძლება
გადმოვარდეს. 6 თვიდან მოარიდეთ
სკამს, კიბეს, 1 წლიდან - ფანჯარას,
აივანს. საწოლი საიმედო უნდა იყოს.
მაღალი სიცხე
თუ ბავშვს 38,5°C-მდე სიცხე აქვს, არ არის საჭირო წამლის მიცემა. უფრო მაღალი
სიცხისას დაალევინეთ ან გაუკეთეთ პარაცეტამოლი, დაალევინეთ სითხეები. 39,5ჩ-ის
ზემოთ დაუზილეთ ხელ-ფეხი ოთახის ტემპერატურის წყალში დასველებული და გაწურული
ნაჭრით. გამოიძახეთ ან მიაკითხეთ ექიმს.
ოჯახის წევრები, რომლებიც ავად არიან
(გაციება, გრიპი) უნდა მოერიდონ ბავშვ-
თან კონტაქტს, ან ცხვირ-პირზე ნიღაბი აიფარონ
(შეიძინეთ ან შეკერეთ ნიღაბი წინასწარ
8 ფენად დაკეცილი მარლისაგან).
ფაღარათი,
ღებინება
მიეცით ბევრი სითხე (გამუდმებით, კოვზ-კოვზად), ORS ხსნარი, გაზგასული ბორჯომი, წყალი,
ჩაი, კომპოტი. თუ ძუძუთი კვებაზეა, ხშირად მიეცით ძუძუ, თუ ხელოვნურ კვებაზეა -
მაწონი, პიურე, ფაფები. გამოიძახეთ ან მიაკითხეთ ექიმს.
დაიცავით სისუფთავე. საჭმელი მხოლოდ
ახალ, სუფთა წყალზე დაამზადეთ.
ღამე გაღვიძება მოხრჩობის შეგრძნებით,
მყივანი სუნთქვით, "სელაპის ხმით" ხველა
ეს ლარინგიტია. სააბაზანოში (ან რომელიმე პატარა ოთახში) ადუღეთ წყალი, დააყენეთ
ორთქლის ბუღი და იყავით იქ ბავშვთან ერთად ან თბილად ჩააცვით და აივანზე გაიყვანეთ.
სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
ოჯახის წევრები, რომლებიც გაციებული
არიან, ყელი სტკივათ, მოერიდონ ბავშვ-
თან კონტაქტს, გამოიყენონ ნიღაბი.
4 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვის ძლიერი
შეტევითი ტირილი გაფითრებითა
და ფეხების ქნევით, შეტევებს შორის
მშვიდი შუალედებით
ეს გაუვალობის ნიშანია. სასწრაფოდ მიმართეთ ქირურგს.
დამატებითი საკვები (პიურე, ფაფა)
თავიდან ნახევრად თხიერი მიეცით, სა-
ჭმლის სიმკვრივე თანდათანობით გაზარდეთ.
გადაუდებელი დახმარება სუნთქვის გაჩერებისას.
სუნთქვა არის ორგანიზმის ერთ-ერთი ძირითადი სასიცოცხლო ფუნქცია. ჯანმრთელი ბავშვის სუნთქვის გაჩერება შეიძლება შედეგად მოჰყვეს სასუნთქ გზებში უცხო სხეულის (ნივთის, მკვრივი საკვების) გადაცდენას, დენის დარტყმას, კრუნჩხვას, მედიკამენტებით მოწამვლას, დახრჩობას, გულაღმა ძილის დროს ღებინებას.
ვინაიდან 3 წუთით უჰაეროდ ყოფნის შემდეგ ადამიანის ტვინის კვდომა იწყება და ცნობიერების აღდგენა შეუძლებელი ხდება, აუცილებელია სუნთქვის გაჩერებისთანავე არ დავიბნეთ და დაუყოვნებლივ დავიწყოთ ხელოვნური სუნთქვა. სუნთქვის გაჩერების ნიშნებია სუნთქვითი მოძრაობების არარსებობა. სუნთქვითი მოძრაობების არარსებობა უნდა დადგინდეს მუცლის მოძრაობის არარსებობით, კანის საფარველის სილურჯით ან სიშავით. თუ ბავშვი არ სუნთქავს პირველ რიგში ხმამაღლა მოუხმეთ ახლოსმყოფ ადამიანს (არაუმეტეს 10 წამისა), შემდეგ დააწვინეთ მაგიდაზე, ყბა წინ წამოუწიეთ და ასუნთქეთ პირით პირში ჩაბერვით (ჩვეულებრივ სუნთქვაზე უფრო ხშირად ცოტა ჰაერით); ყველა ჩასუნთქვისას იმავდროულად უნდა შეხედოთ გულმკერდს: თუ ბავშვის გულმკერდი დაახლოებით ისევე მოძრაობს როგორც მოძრაობდა დამოუკიდებელი სუნთქვისას, ე. ი. თქვენ სწორად აკეთებთ ხელოვნურ სუნთქვას. თქვენ გევალებათ მხოლოდ რითმულად ჩაბეროთ იმდენი ჰაერით, რამდენიც საკმარისია ბავშვის გულმკერდის ზომიერი მოძრაობისათვის. ამოსუნთქვა სპონტანურად, თქვენი მონაწილეობის გარეშე მოხდება ბავშვის გულმკერდის დრეკადობის ხარჯზე. ხელოვნური სუნთქვის პარალელურად შეგიძლიათ ნაჭრით ამოწმინდოთ პირის ღრუ ნაღებინების ან ნერწყვისაგან გასათავისუფლებლად. ხელოვნური სუნთქვა უნდა გაგრძელდეს დამოუკიდებელი სუნთქვის გაჩენამდე ან ექიმის მოსვლამდე (ექიმთან მიყვანამდე). სუნთქვის აღდგენის შემთხვევაშიც აუცილებლად მიაკითხეთ საავადმყოფოს.
სუნთქავს?
ყბა ზემოთ აუწიეთ ორი ხელით
ჩაბერეთ იმდენი ჰაერი, რომ გულ-მკერდი ამოძრავდეს
ყბა ზემოთ და შუბლი ქვემოთ
გულისცემა აქვს?
გადაუდებელი დახმარება გულისცემისა და სუნთქვის გაჩერებისას.
გულის შეკუმშვების შედეგად ხორციელდება ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა, რაც თავისმხრივ უზრუნველყოფს ქსოვილებში, მათ შორის ტვინში ფილტვებიდან ჟანგბადის გადატანას და ნახშირორჟანგის უკან, ფილტვებში დაბრუნებას. გულისცემის შეწყვეტის შემდეგ ადამიანის ტვინი უჟანგბადოდ რჩება და 3-5 წუთის შემდეგ კვდება. გულის გაჩერება ავტომატურად იწვევს სუნთქვის გაჩერებასაც, ამიტომ გადარჩენის ღონისძიებები გულის გაჩერებისას მოიცავს როგორც გულის არაპირდაპირ მასაჟს, ასევე ხელოვნურ სუნთქვას ერთდროულად. ჯანმრთელი ბავშვის გულის გაჩერება შეიძლება შედეგად მოჰყვეს დენის დარტყმას, მედიკამენტებით მოწამვლას, თავის ტრავმას.
თუ კრუნჩხვის, სასუნთქ გზებში უცხო სხეულის (ნივთის, მკვრივი საკვების) გადაცდენის, დახრჩობის, გულაღმა ძილის დროს ღებინების შედეგად განვითარებული სუნთქვის გაჩერების შემდეგ დაუყოვნებლივ არ ჩატარდა ხელოვნური სუნთქვა, სუნთქვის გაჩერებას ასევე მოჰყვება გულის გაჩერებაც.
ვინაიდან 3-5 წუთით უჟანგბადოდ ყოფნის შემდეგ ადამიანის ტვინის კვდომა იწყება და ცნობიერების აღდგენა შეუძლებელი ხდება, აუცილებელია სუნთქვისა და გულისცემის გაჩერებისთანავე არ დავიბნეთ და დაუყოვნებლივ დავიწყოთ ხელოვნური სუნთქვა და გულის არაპირდაპირი მასაჟი. გულისცემის გაჩერების ნიშნებია: უმოძრაო, დუნე სხეული, ცნობიერების დაკარგვა, კანის საფარველის გალურჯება, გაშავება ან გათეთრება. სხივის, იდაყვის ან კისერზე, მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის შიგნითა (ანუ ფარისებრი ხრტილის გვერდითა) არეში პალპაციით პულსის არარსებობა, სუნთქვის არარსებობა.
გულისცემის არარსებობისას პირველ რიგში ხმამაღლა მოუხმეთ ახლოსმყოფ ადამიანს (არაუმეტეს 10 წმ-ის განმავლობაში) და დაიწყეთ სარეანიმაციო ღონისძიებები; ბავშვი დააწვინეთ მაგიდაზე, ყბა წინ წამოუწიეთ და ასუნთქეთ პირით პირში ჩაბერვით (ჩვეულებრივ სუნთქვაზე უფრო ხშირად ცოტა ჰაერით). ამავე დროს გულის არეში ცერი თითებით გააკეთეთ თქვენს პულსზე უფრო ხშირი ბიძგები 2-3 სმ სიღრმეზე დაახლოებით 100-ჯერ წუთში. ჩასუნთქვებსა და გულის არეში ბიძგებს შორის შეფარდება სასურველია იყოს დაახლოებით 1:10 თუმც ზუსტი სიხშირის დაცვა არ არის აუცილებელი. აუცილებელია გადარჩენის მოქმედებების დაწყება დაუყოვნებლივ. თქვენი მოქმედებების სისწორე უნდა აკონტროლოთ მუცლის ან გულმკერდის მოძრაობაზე დაკვირვებითა და კანის ფერის გაუმჯობესებით. ღონისძიებები უნდა განაგრძოთ დამოუკიდებელი სუნთქვის აღდგენის ან ექიმის მოსვლამდე (ექიმთან მიყვანამდე). სუნთქვისა და გულისცემის აღდგენის შემთხვევაშიც აუცილებლად მიაკითხეთ საავადმყოფოს.
გულის არაპირდაპირი მასაჟი
თუ სასუნთქ გზებში გადაცდა და გალურჯდა
თუ სასუნთქ გზებში გადაცდა და გალურჯდა
უსაფრთხოება. უსაფრთხო გარემო. ზედამხედველობა.
ძიძა ვალდებულია იზრუნოს და მშობლებთან ერთად უზრუნველყოს ბავშვის უსაფრთხოება. უმცროსი ასაკის ბავშვთა აღზრდაში განსაკუთრებით აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა. უმეთვალყუროდ დატოვებული ბავშვი შეიძლება უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდეს.
უბედური შემთხვევა - ამ ტერმინით აღნიშნავენ სახიფათო, მოულოდნელ ქმედებას, რომლის შედეგად ადამიანი სიცოცხლისათვის საშიშ დაზიანებებს ღებულობს. უბედური შემთხვევებია: მოწამვლა, დამწვრობა, დენის დარტყმა, დახრჩობა, ავტოავარია, სიმაღლიდან ჩამოვარდნა და სხვ.
შეხედეთ გარემოს ბავშვის თვალით, მისი ინტერესის საგანი შეიძლება ჯანმრთელობისათვის საზიანო იყოს!!
ფხიზელი გონებით
ხშირია ბავშვთა მიერ უმეთვალყურეოდ დატოვებული მედიკამენტების მიღების (მათ შორის ჯგუფურად მიღების შემთხვევები). ყველა წამალი დიდი დოზით (თუნდაც რამოდენიმე ტაბლეტი) მიღების შემთხვევაში მომწამვლელია, ზოგიერთი კი სასიკვდილოა.
სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატები არ უნდა ინახებოდეს ბავშვისათვის მისაწვდომ ადგილზე
ხშირად ძლიერმოქმედი საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები ლიმონათის ბოთლებში იყიდება. ზოგჯერ ასეთ ნივთიერებებს ჩვეულებრივ ჭიქებში ნახულობენ ბავშვები.
კალიუმის პერმანგანატი შემთხვევით მიღებისას იმდენად მომწამვლავია, რომ ის აღარ ითვლება მედიკამენტად. გადააგდეთ კალიუმის პერმანგანატი და მის ნაცვლად ბანაობისას ბავშვის კანის დასაცავად გამოიყენეთ “ორკბილას” (ჩერედას) დოლბანდში გაფილტრული ნახარში.
სოკოთი მოწამვლის შემთხვევაში ხშირად სასიკვდილო დოზას ღებულობს ბავშვი, უფროსებს კი გადარჩენის მეტი შანსი აქვთ. იგივე ეხება ბოტულიზმის ტოქსინით მოწამვლასაც, რომელიც კონსერვებისა და შებოლილი თევზის შეჭმის შედეგად ვითარდება. სოკოსა და კონსერვების უმცირესი რაოდენობით მიღებაც შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს!
ბავშვთა დამწვრობების უმეტასობა ხდება ცხელი წყლისა თუ საჭმლის გადმოღვრის ან ცხელწყლიანი ჭურჭელის ბავშვისათვის მისაწვდომ ადგილას (იატაკზე, სკამზე, მაგიდაზე) დატოვების შედეგად.
უჰაეროდ ადამიანის ტვინი სამ წუთში კვდება. ხანგრძლივი სწავლის გარეშე ადამიანი ვერ ცურავს.
მუხლამდე წყალში ან თუნდაც წყლის პირას მოთამაშე ბავშვისათვის წუთით თვალის მოცილება შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.
ბავშვთა ტრავმატიზმის უხშირესი ადგილებია: საწოლები, ფანჯრები, აივნები, სკამები, კარებები, მოზრდილ ასაკში კი ხეები, ავტოფარეხის სახურავები. . .
ავტომობილის წინა სავარძელზე მარტო ან უფროსის კალთაში ჯდომისას მსუბუქი ავარიისა ან თუნდაც ორმოზე გადავლისას ბავშვმა შეიძლება ტვინის (ან სხვა ორგანოს) ურთულესი დაზიანებები მიიღოს.
ბავშვს აინტერესებს წიგნის თაროები, ველოსიპედის ჯაჭვები, რკინის კარების საკეტები, ლენცოფები და ძაღლყურძენები, ქოთნები, ძაღლები, ქვები, მაცივრები, ლობიოს მარცვლები, ცელოფნის პარკები, სამფეხა სკამები, ჰამაკები, უთოები, ასანთები, ნემსები, ქოლგები, დანები, ზამბარიანი საწოლები, უმწიფარი ხილი, ფანჯრები, კიბეები, აივნისა და კიბის მოაჯირები, სტუმრად ყოფნისას მასპინძლის წამლები და ა. შ.
ხიფათი ყველგანაა. გახსოვდეთ, შეხედეთ ყოველ ახალ გარემოს ბავშვის თვალით და ფხიზელი გონებით.!