განვითარება თქვენი პატარა ცხრა თვისაა. ესმის სიტყვები: "მომეცი", "აიღე", "გინდა", "კი", "არა"
(თქვენი "არა" ყოველთვის სამართლიანი და პრინციპული
უნდა იყოს!) იგებს მარტივ წინადადებებსაც, სიამოვნებს
ურთიერთობა სხვა ბავშვებთან და უფროსებთან. ერთმანეთში
და ერთმანეთზე აწყობს სათამაშოებს, აღებს
და ხურავს ყუთს, კარს, ორი თითით იღებს სათამაშოს.
შეუძლია აცოცდეს და ჩამოცოცდეს ბალიშზე.
ალბათ ამჩნევთ, რომ ბავშვი ხშირად გეწინააღმდეგებათ
- ეს დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის პირველი
ნიშანია. ნუ დათრგუნავთ საყვედურებით. მიიყვანეთ
ახლოს და ესაუბრეთ იმაზე, რასაც ყურადღებას
მიაქცევს, გაუღრმავეთ ინტერესი.
პატარა ახლა სკამზე ჯდომას სწავლობს. დააკვირდით,
სწორად ზის თუ არა - ხერხემალსა და ფეხებს შორის
მართი კუთხე უნდა იქმნებოდეს. შეურჩიეთ საბავშვო
სკამი სწორი ზურგით.
მიაჩვიეთ ბავშვი თავის მაგიდასთან ჭამას, მაგრამ
ზოგჯერ დიდების მაგიდასთანაც მიიწვიეთ. მაგიდა იმ
სიმაღლე უნდა იყოს, რომ სკამზე დამჯდარი ბავშვი
ხელების აუწევლად და ბეჭებში მოუხრელად აყრდნობდეს
იდაყვებს.
ბავშვების უმრავლესობა ამ ასაკში სიამოვნებით ბანაობს
დამჯდარი და თამაშობს მოტივტივე სათამაშოებით.
თუ თავზე წყლის გადავლება აშინებს, ასწავლეთ
სუნთქვა პირადი მაგალითით - "თვალები დახუჭე, პირი
გააღე, ისუნთქე პირით" სახეზე წყალს ნაკადად ნუ შეასხამთ.
დაუმალეთ პატარას მჭრელი, ცხელი, პატარა საგნები,
მათ შორის - მარცვლები, ლებნები, აბები.
მოარიდეთ ელექტროსადენებს, ქიმიურ ხსნარებს.
ყურადღება მიაქციეთ, მაგიდიდან სუფრა არ გადმოი-
თრიოს!
ღამით თუ გამოიღვიძა, საყვარელი სათამაშო მიეცით.
გთავაზობთ თამაშს, რომელშიც ბავშვი თანდათანობით,
ხშირი განმეორების შემდეგ შეძლებს მონაწილეობას.
დაუკარით ტაში, გარკვევით წარმოთქვით
სიტყვები და წაახალისეთ, რომ გაიმეოროს თქვენი
მოძრაობები: "ტაში-ტაში, ბევრი ვჭამე" (მუცელზე
წრიულად მოისვით ხელი), "გავიზარდე, გავიზარდე"
(აწიეთ ორივე ხელი ზემოთ), "კიდევ შევჭამ - გავიზრდები"
(ხელში აიყვანეთ), "ჩემს მამიკოს/ჩემს დედიკოს...გავახარებ"
(ჩაიხუტეთ).
სადილობისას ბავშვი კალთაში ჩაისვით
ან ქამრებიან, მაღალ, საბავშვო
მაგიდა-სავარძელში ჩასვით. საჭმელი
- პური, ორცხობილა,
ხორცი - პირდაპირ
ხელში მიაწოდეთ.
მალე ორყურიანი
ჭიქიდან
სითხის დალევასაც
დამოუკიდებლად
შესძლებს.
კვება
მიეცით ბავშვს:
დედის რძე ან ხელოვნური საკვები -
დღეში 3-ჯერ, სულ - 600 მლ. (გამოიყენეთ
ჭიქა!);
ბურღულის ფაფა - დღეში 4 სუფრის
კოვზი ან მეტი;
ბოსტნეულის ფაფა - დღეში 4 სუფრის
კოვზი ან მეტი;
ხილფაფა - დღეში 4 სუფრის კოვზი ან მეტი;
ხილის წვენი - დღეში 85-125 მლ;
წყალი - მოთხოვნილების მიხედვით;
შერჩევით: ახალი ხორცი, კვერცხის გული,
დასრესილი ლობიო, თევზი, რძე, ყველი ან მაწონი
- დღეში 4 სუფრის კოვზი;
შეგიძლიათ დაამატოთ:
ცოტაოდენი სხვადასხვა საჭმელი საერთო
სუფრიდან;
ხელში დასაჭერი, ადვილად დასაღეჭი საჭმელი, საქონლის ან ქათმის
ხორცი, თევზი;
ჩათუთქული ხილი;
ფხვნილის რძე ან მაწონი დღეში 1
ჩაის ჭიქა.
ძუძუთი კვება შეგიძლიათ გააგრძელოთ.
პატარამ თვის ბოლოსათვის უნდა
მოიმატოს 1,5 სმ. და 400 გრ.